ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48772

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ალექსანდრე ჯაბადარის მოხსენება „ჩვენი მატყლი და მისი გამოყენება“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე ჯაბადარმა მეცხვარეთა და მესაქონლეთა ყრილობაზე წაიკითხა მოხსენება „ჩვენი მატყლი და მისი გამოყენება“.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მე-4 სომხური გიმნაზიის მასწავლებელი ვასილ დავითის ძე მამულოვი განათლების სამინისტრომ დანიშნა საქართველოში სომხური სასწავლებლების საოლქო ინსპექტორად.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება შეუდგა ვასილ ბარნოვის თხზულებათა გამოცემას, I ტომი გამოვიდოდა თებერვლის ბოლოს, მასში მოთავსებული იყო მოთხრობები: „ალუჩა“, „ყვავილებში“, „მეჩვენა“, „თებერას დანიშნული“, „ისნის ცისკარი“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დამფუძნებელი კრების საბიბლიოთეკო კომისიამ შეიძინა ნიკო ნიკოლაძის 500 000 მან.ღირებულების ძვირფასი წიგნსაცავი ფოთში, სადაც გაიგზავნა დამფუძნებელი კრების წევრი გაბრიელ ცისკარიშვილი და ბიბლიოთეკარი რომანოვი. წიგნსაცავი შეიცავდა 6 - 7 ათას ტომს. ამავე კომისიას გადაეცა კავკასიის ოლქის სამხედრო შტაბის წიგნსაცავი.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი (არადელი) იშხნელის ძმა იყო მიხეილ იშხნელი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გადასახადთა სამმართველოს უფროსმა შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს მიმართა თხოვნით, ეცნობებინა მისი დასკვნა დიდი და პატარა შულავერის მცხოვრებთა გადასახადების ვადის გაგრძელების შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი დაეთანხმა გადასახადთა სამმართველოს უფროსის აზრს დიდი და პატარა შულავერის მცხოვრებთა გადასახადების გადავადების შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, „Journal d’Orient“-ის 17 იანვრის ნომერში დაიბეჭდა წერილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაულის შესახებ, რომელშიც ეწერა, რომ მანიფესტანტები შეიკრიბნენ ბრიტანეთის უმაღლესი კომისრის, ოლივერ უორდროპის სახლთან და ესალმებოდნენ მას და ინგლისს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 საათზე ქართულ კლუბში სამუსიკო საზოგადოება და საქართველოს ცენტრალური კოოპერატიული კავშირი მართავდა ახალი სიმღერებისა და რომანსების საღამოს, წარმოადგენდნენ დიმიტრი არაყიშვილის მუსიკას, მონაწილეობდა ქართული საოპერო სტუდიის კაპელა და სოლისტები.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ქ.თბილისის სანიტარიის ინსპექტორმა კაპიტონ მეუნარგიამ ვრცელი მოხსენება წარადგინა ქალაქის სანიტარული მდგომარეობის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელ ლევან ლაზარეს ძე ხოსროშვილზე თავდასხმისას დევნის დროს სოფელ კალაურში ცნობილი ყაჩაღი ნებუნიშვილი მოკლეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ გიორგი იშხნელის გარდაცვალების გამო რედაქციამ მიიღო სამძიმრის დეპეშა სოხუმიდან, რომელსაც ხელს აწერდნენ მსახიობები: ივანე ბარველი, ნატალია ჯავახიშვილი, ე. ჯიქია.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნატალია ჯავახიშვილი სოხუმის თეატრის მსახიობი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართული დრამატული საზოგადოების კრებაზე გამგეობის ახალ წევრებად აირჩიეს: ივანე გედევანის ძე გომართელი, ალექსანდრე ვლადიმერის ძე ფაღავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, სოლომონ ახვლედიანი, პეტრე როსტომის ძე სურგულაძე, იოსებ კონსტანტინეს ძე აბაკელია, იოსებ ეგნატეს ძე ბესელიძე, მ. რამიშვილისა, ნიკოლოზ გიორგის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ ილარიონის ძე ურატაძე, ილია სვიმონის ძე აღლაძე და შალვა გიორგის ძე შარაშიძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართული დრამატული საზოგადოების კრებაზე გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩიეს: ს. ტარუაშვილი, ირ. რამიშვილი და არტემ ახნაზაროვი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართული დრამატული საზოგადოების კრებაზე გამგეობის წევრობის კანდიდატებად აირჩიეს: ივანე თედორეს ძე ჭავჭანიძე, სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა, ნიკოლოზ ივანეს ძე შიუკაშვილი, პავლე თევდორეს ძე დადვაძე და შალვა ნიკოლოზის ძე დადიანი.

1920

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მილოცვები „საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიულად ცნობის გამო“.

1920

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „ამნისტია“.

1920

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „მუშათა მაგიდა“ გამოქვეყნდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 თებერვალს განათლების სამინისტროს მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძემ და მდივანმა კირილე მიხეილის ძე არჯევანიძემ ქუთაისის სამაზრო ერობას აცნობეს, რომ 1920 წლის პირველი აპრილიდან ნიკანდრო არველაძე ქუთაისის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად დაამტკიცეს.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ სტოქსი უმაღლესი დონის ადამიანი იყო და ბედნიერი იქნებოდა, როცა იგი ინგლისიდან დაბრუნდებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ კარგად იყო, თუმცა შეუსვენებლად მუშაობა ძალიან ღლიდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ სტოქსი ლონდონში ჩამოსვლის შემდეგ ძალიან დაკავებული იქნებოდა, ვინაიდან მამა გარდაეცვალა, დედა მძიმედ ჰყავდა, თუმცა მაინც მოახერხებდა მასთან შეხვედრას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვალს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ სტოქსს ლონდონში ატანდა ამანთს შემდეგი ნივთებით: ნინოს ჯვარი, ყელსაბამი, ძველ სპარსულ მინანქრიან ყუთში მოთავსებული, ძველი ვერცხლის სარძევე – 1830 წელს დამზადებული, მოზრდილი ვერცხლის ქამარი, მომცრო ქამარი, სპარსული მომინანქრებული ბურნუთის ყუთი, ვერცხლის პატარა ყუთით, ასევე ვანიდან. ძველი ვერცხლისგან დამზადებული თანამედროვე პორტისიგარი, საფერფლე და სანთის კოლოფი, რომელიც ერევანში მცხოვრები ვანელი დევნილების ნახელავი იყო.