რეგისტრირებული ფაქტები47990
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ლი დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში" პარლამენტის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძე სთხოვს მოქალაქეებს, რომ ვისაც პარლამენტის სხდომის ბილეთი არ აქვს, არ გამოცხადდნენ სასახლეში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 აპრილს 18 საათზე აკაკი ჩხენკელი სწერს წერილს ბათუმის სიმაგრის კომენდანტს მთავრობის თავმჯდომარე ევ. გეგეჭკორისათვის, ჟორდანიასათვის, წერეთლისათვის და რამიშვილისათვის გადასაცემად, რომელშიც აღნიშნავს, რომ თურქები მყარად დგანან ულტიმატუმზე და ბრესტის ხელშეკრულების მიღებამდე არაფერზე საუბარი არ სურთ. თუ ბათუმი იარაღის ძალით იქნა აღებული, თურქეთი შეიძლება არ შეჩერდეს, თან თბილისისკენ გზა არდაგანზე გახსნილიაო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 აპრილს სურსათის მინისტრი ხატისოვი და მინისტრი კაჩაზნუნი სწერენ წერილს ბათუმის სიმაგრის კომენდანტს მთავრობის თავმჯდომარე ევ. გეგეჭკორისათვის გადასაცემად, ასლი ფინანსთა მინისტრ კარჩიკიანს. რომელშიც აღნიშნავენ, რომ საჭიროდ თვლიან მიაპყრონ პარტია დაშნაკცუწუნის ყურადღება იმისაკენ, რომ შექმნილ ვითარებაში ბრესტის ხელშეკრულების მიღება შედარებით ნაკლებ ბოროტებად მიაჩნიათ. დოკუმენტის სისწორეს ადასტრებს მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ლ დეკემბერს საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტური პარტია თავის ამხანაგებს მოუწოდებს, დილის 10 საათზე საქართველოს პარლამენტის 6 თვის შესრულების გამო შეიკრიბონ პარტიულ კლუბში, სადაც ისინი სიტყვით მიმართავენ ამხანაგებს პარლამენტის შესახებ და შემდეგ დროშებით გაემართებიან სასახლისკენ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 175 ბრძანებით, ვერა იერემიას ასული ქავთარაძე-განგესოვისა მარტვილის ქალ-ვაჟთა გიმნაზიის ხელსაქმის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 20 დეკემბრის ბრძანებით (N178) ბარბარე ფარცხალაძე დროებით ხონის ქალთა გიმნაზიის რუსული ენისა და მსოფლიო ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 178 ბრძანებით, ლავრენტი კიღურაძე ფოთის ქალთა გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებლის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 178 ბრძანებით, ელენე აბრამიშვილი ხაშურის ქალთა გიმნაზიის ქართული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 178 ბრძანებით, ელისაბედ ციცქიშვილი ხაშურის ქალთა გიმნაზიის საქართველოს ისტორიის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 179 ბრძანებით, აზატ მანუკიანი თბილისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის გალობის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 179 ბრძანებით, დ. როინიშვილი ოჩამჩირის გიმნაზიის გამგის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 180 ბრძანებით, სლავო-რუსთა საზოგადოების ქალთა გიმნაზიაში საღვთო სჯულის მასწავლებლად მღვდელი პრეობრაჟენსკი დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 180 ბრძანებით, რაისა ივანეს ასული სლოვინსკაია სლავო-რუსთა საზოგადოების ქალთა გიმნაზიაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 180 ბრძანებით, სლავო-რუსთა საზოგადოების ქალთა გიმნაზიაში სომხური საღვთო სჯულის მასწავლებლად მღვდელი მინასიანცი დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 180 ბრძანებით, ლ. პავლოვა სლავო-რუსთა საზოგადოების ქალთა გიმნაზიაში რუსული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 180 ბრძანებით, სლავო-რუსთა საზოგადოების ქალთა გიმნაზიაში ფრანგული ენის მასწავლებლად ა. პლატონოვა დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 180 ბრძანებით, სლავო-რუსთა საზოგადოების ქალთა გიმნაზიაში გეოგრაფიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებლად ანტონოვი დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 180 ბრძანებით, გრაბოვსკაია სლავო-რუსთა საზოგადოების ქალთა გიმნაზიაში ხატვის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 21 დეკემბრის N180 ბრძანებით კალიშევსკაია სლავო-რუსთა საზოგადოების ქალთა გიმნაზიაში უფროსი მოსამზადებელი კლასების მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 21 დეკემბრის N180 ბრძანებით ლოპატინსკაია სლავო-რუსთა საზოგადოების ქალთა გიმნაზიაში უმცროსი მოსამზადებელი კლასების მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 180 ბრძანებით, გაბრიელ დობორჯგინიძე ფოთის ვაჟთა გიმნაზიაში ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგის მოვალეობის დროებით აღმასრულებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 23 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 182 ბრძანებით, ელენე ჩერქეზიშვილი თბილისის ქალთა მეშვიდე გიმნაზიის არითმეტიკის, გეოგრაფიისა და ბუნებისმეტყველების პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 23 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N182 ბრძანებით, სევერიანე მუსერიძე ფოთის ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 30 დეკემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N185 ბრძანებით, ლანჩხუთის ქალთა გიმნაზიის მათემატიკის პედაგოგად თამარ სპირიდონის ასული წილოსანისა დაინიშნა.