რეგისტრირებული ფაქტები46342
სორტირება თარიღი მზარდობით
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის მარტში იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მრჩეველი იყო სამხედრო საკითხებში.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში გრიგოლ სპირიდონის ძე ლორთქიფანიძის დაჟინებით აბელ ენუქიძემ ბათუმისკენ დაძრული წითელი არმიის დაჯგუფებისთვის მიცემული შეტევის ბრძანება გააუქმებინა, მაგრამ ჟლობას ნაწილის წინსვლა არ შეუჩერებიათ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში, როცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისათვის ცხადი გახდა, რომ თურქეთს აჭარის მისაკუთრება სურდა, ნოე ჟორდანიამ ბოლშევიკებთან დაზავება გადაწყვიტა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში ლონდონში ბექირ სამი ბეისთან საუბარში ჯორჯ კერზონმა აღნიშნა, რომ აკაკი ჩხენკელი კავკასიური კონფედერაციის მომხრე იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში ლონდონში მყოფმა აკაკი ჩხენკელმა ჯორჯ კერზონს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ აცნობა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში ლენინის მითითებით საქართველოს რევკომმა ნოე ჟორდანიასთან ბათუმში საგანგებო დელეგაცია გაგზავნა და მას საქართველოში დარჩენა შესთავაზა. ნოე ჟორდანიამ დელეგატების წინადადება არ მიიღო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში ემიგრაციაში წასვლის წინ საქართველოს მთავრობამ ბათუმის ციხიდან სერგო ქავთარაძესთან ერთად რამდენიმე პატიმარი გაათავისუფლა. მათ შესთავაზეს, ბათუმში ხელში აეღოთ ძალაუფლება და მიეღოთ ზომები ქალაქიდან თურქეთის ჯარის განდევნისთვის.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში ბათუმის თურქებისგან გათავისუფლებაში გაწეული დახმარებისთვის დიმიტრი ჟლობამ საჩუქრად საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას ეტლი დაიმსახურა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში ვლადიმერ ლენინი გეგმავდა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და დამფუძნებელი კრების წევრების დაპატიმრების შემდეგ ნოე ჟორდანია იძულებული გაეხადათ, მთავრობის სახელით ხელი მოეწერა კაპიტულაციის აქტზე და გამოეცხადებინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის გადადგომა.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის მარტში, ემიგრაციაში გამგზავრების წინ, საქართველოს მთავრობამ ვანო სტურუა ბათუმის ციხიდან გაათავისუფლა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის მარტში შალვა ზურაბის ძე ელიავა საბჭოთა საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების სახალხო კომისარი და სამხედრო რევოლუციური საბჭოს წევრი იყო.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის მარტში ბათუმისთვის ბრძოლაში დაღუპული გერმანე კვაჭაძე ლანჩხუთის რაიონის სოფ. ჭინათში დაკრძალეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ვარლამ რუხაძემ მისგან სტამბის შეძენა ან ორი თვით სტამბის ხარჯების აღება შესთავაზა. გამგეობამ უარი უთხრა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ვარლამ ბურჯანაძე, სეით იაშვილი, იოსებ გიორგობიანი, ნინო ნაკაშიძე და იპოლიტე ვართაგავა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას ეფროსინე იაკობის ასულმა ჭიჭინაძემ სთხოვა ქმრის ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძის წიგნის „ცხელი ქვეყნის ცხოველების“ ჰონორარი. მწერალს 165 000 მანეთი ეკუთვნოდა. გამგეობამ დაადგინა, ეფროსინე ჭიჭინაძისთვის 20000 მანეთი მიეცა თუ ამის შესაძლებლობა იქნებოდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა -კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოსამსახურე პირთა თხოვნა მათთვის აპრილის ჯამაგირის გადახდის თაობაზე. მარტის ჯამაგირი ყველას მიღებული ჰქონდა. გამგეობამ დაადგინა, მიეცა მოსამსახურე პირთათვის აპრილის ჯამაგირი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 მარტს თურქეთის მთავრობამ სვიმონ მდივნის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება ახალქალაქის, ახალციხისა და ბათუმის დაკავების შესახებ.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921 წლის 16 მარტიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის გამგეობას რევოლუციურმა კომიტეტმა კუთვნილი ქონება ჩამოართვა. სენაკის ბიბლიოთეკა-სამკითხველო კი განათლების კომისარიატის განკარგულებაში გადავიდა. ფაქტი ხელმოწერით ოლღა ხოფერიამ დაადასტურა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 17-18 მარტს ქუთაისში გამართულ რუსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის წარმომადგენლის, აბელ ენუქიძის თავმჯდომარეობით გამართულ კრებას დაესწრნენ რუსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის წარმომადგენელი ალექსანდრე სვანიძე, საქართველოს დემოკრატიული მთავრობის რწმუნებული გრიგოლ ლორთქიფანიძე და საქართველოს რევოლუციური კომიტეტის რწმუნებული მამია ორახელაშვილი.