ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45314

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 30 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ ნ. სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის კრიტიკული შენიშვნები იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარის“ მესამე გამოცემის ნაკლოვანებების შესახებ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 30 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ მეველის ფსევდონიმით დავით მიქელაძის ფელეტონი „კაი გამარჯვება“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 23 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გიორგი წერეთლის წერილი „შიკრიკი“ გამოქვეყნდა შავი ზღვის სანაპირო ზოლის კლიმატური და აგრარული თავისებურებების შესახებ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 23 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ მეველის ფსევდონიმით დავით მიქელაძის უსათაურო ფელეტონი გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 16 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ ნ. სკანდელის ფსევდონიმით ნიკო ნიკოლაძის ფელეტონი „მშვიდობით, მშვიდობით!“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 16 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ ნ. სკანდელის ფსევდონიმით ნიკო ნიკოლაძის კორესპონდენცია „თფილისი, 15 ნოემბერს 1873“ გამოქვეყნდა აბაშიძეების ოჯახის მიერ კაცხის მონასტრისთვის ყმად შეწირული გლეხების შესახებ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 28 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ სერგეი მესხის წერილი „ქართველი ევროპაში“ გამოქვეყნდა რედაქტორის საფრანგეთში მოგზაურობის შესახებ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 28 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ თაღლითი ადვოკატების შესახებ მეველის ფსევდონიმით დავით მიქელაძის წერილი „გაიმინდვრა ადვოკატებმა!“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 21 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ მეველის ფსევდონიმით დავით მიქელაძის წერილი „ლიტერატურა სხვა და სხვა ქვეყანაში“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 21 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ ვასილ რცხილაძის კორესპონდენცია „დ. ყვირილა, 30 ნოემბერს“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 14 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ ვასილ რცხილაძის კორესპონდენცია „დ. ყვირილა, 20 ნოემბერს“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 14 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ პეტრე უმიკაშვილმა ეკატერინე ბარათაშვილ-ორბელიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოსათხოვარი წერილი გამოაქვეყნა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 14 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ ახალი დრამატურგიული ტენდენციების შესახებ მეველის ფსევდონიმით დავით მიქელაძის წერილი „თეატრის მნიშვნელობა“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 21 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ მეათე ნომერში გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის თარგმანი შექსპირის ტრაგედიისა „მეფე ლირი“.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 21 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ მეათე ნომერში აკაკი წერეთლისა და გიორგი ჭალადიდელის ახალი ლექსები გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 14 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ აკაკი წერეთლის ფელეტონი „გამოსალმება“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 21 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ მეათე ნომერში რაფიელ ერისთავის მიერ შეკრებილი ხალხური პოეზიის ნიმუშები გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 14 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ მეველის ფსევდონიმით დავით მიქელაძის წერილი „ქუთაისის დამცირება“ გამოქვეყნდა ქუთაისის შემოვლითი სარკინიგზო ხაზის სადავო პროექტის შესახებ.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე ნათლისღების დღესასწაულზე ხიდის ჩანგრევის გამო გარდაცვლილთა ოჯახების დასახმარებლად თბილისის საკრებულოში დაგეგმილი კონცერტის შესახებ წერდა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე 6 იანვარს თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებლის სასარგებლოდ დაგეგმილი მეჯლისის შესახებ წერდა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე სენაკში 19 იანვარს სცენისმოყვარეების მიერ დადგმული პირველი ქართული სპექტაკლის შესახებ წერდა.

1892

ტიპი: ორგანიზაცია

1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის" (რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) ცნობით, ქუთაისის ახლად დაარსებული ქართული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობა 120 წევრზე მეტს აერთიანებდა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე იუწყებოდა, რომ 6 იანვარს ხიდის ჩატეხის გამო გარდაცვლილთა დაკრძალვასთან დაკავშირებით ქართული თეატრის წარმოდგენა გადაიდო.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ქუთაისის ახლად დაარსებული ქართული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობა 120 წევრზე მეტს აერთიანებდა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 1-ელი აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ 22 ივლისიდან 29 ივლისამდე თბილისის მაზრის სოფელ პატარძეულში ქოლერით დაავადდა 7 და გარდაიცვალა 5 ადამიანი.