ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47965

1898

ტიპი: ავტორობა

თედო სახოკია წერდა, რომ 1898-1900 წლებში სოხუმში უძრავი ქონება ქართველებს ეკუთვნოდათ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898-1900 წლებში თედო სახოკია სოხუმში თავგანწირვით ებრძოდა რუსული იმპერიალიზმის მიერ ქართველთა გარუსების პოლიტიკას.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს აფხაზეთში მოგზაურობის დროს თედო სახოკიამ დაკარგა დღიური, რომელიც შემდგომში საქართველოს მუზეუმში აღმოჩნდა.

1922

ტიპი: გარდაცვალება

1922 წლის 22 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ თედო რაზიკაშვილი ხელთუბანში მოკლეს.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 7 მაისის „დროების“ ცნობით, სიღნაღის მაზრაში მოუსავლიანობის გამო დაზარალებული გლეხობის დასახმარებლად ნუხიდან დიმიტრი ასანიძემ, ივანე მესხიევმა და ვასილ მრელოვმა 11 მანეთი შესწირეს.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 15 ივნისს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა სერგეი მესხის წერილი „საზოგადო მუშტი-კრივი“ ქურდობისა და ყაჩაღობის გახშირებულ ფაქტებსა და პოლიციის უმოქმედობის შესახებ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 8 ივნისს გაზეთ „დროებაში“ სერგეი მესხის წერილი „ქიზიყელებისათვის ფულების შემწირველებს“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 15 ივნისს გაზეთ „დროებაში“ აკაკი წერეთლის ფელეტონი „ცხელ-ცხელი ამბები (დღიურიდამ)“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: განათლება

1873 წლის 9 მარტის „დროების“ ცნობით, სწავლის გასაგრძელებლად შვეიცარიაში გაემგზავრნენ ოლიმპიადა და ეკატერინე ნიკოლაძეები.

1889

ტიპი: ავტორობა

1889-1898 წლებში თედო სახოკია აქვეყნებდა თარგმანებს, რომელთაც აღმზრდელობითი, გამათვიცნობიერებელი და ეროვნული შეგნების გამაღვიძებელი გავლენა ჰქონდა ქართველ მკითხველზე.

1889

ტიპი: ავტორობა

1889-1898 წლებში "მოამბეში" დაიბეჭდა და შემდგომში ცალკეც გამოიცა თედო სახოკიას თარგმანები: ზიგმუნდ მილკოვსკის "განთიადი", ივან ვაზოვის "დამონებულნი" და სხვა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს თედო სახოკია გახდა გაზეთ „ცნობის ფურცლის“ თანამშრომელი.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წელს საქართველოს მუზეუმის არქივარიუსმა გიორგი ნათიძემ თედო სახოკიას აცნობა, რომ სახოკიას აფხაზეთში მოგზაურობის დღიური, რომელიც აქამდე დაკარგული ეგონათ, მუზეუმის არქივში ინახებოდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს აფხაზეთში მოგზაურობის დღიური თედო სახოკიამ ნაცნობს მიაბარა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს თედო სახოკიამ აფხაზეთის მთებში იმოგზაურა ხარკოვიდან საექსკურსიოდ ჩამოსულ ბუნებისმეტყველების ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის ზაფხულში თედო სახოკიამ იმოგზაურა რაჭაში. ამ მოგზაურობის ამსახველი მასალა დაკარგა და ვეღარ დაბეჭდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს ნიკორწმინდაში ჩასულმა თედო სახოკიამ აღმოაჩინა, რომ რაჭაში მოგზაურობის ამსახველი მთელი მასალა გზაში დაკარგვოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს რაჭაში მოგზაურობისას თედო სახოკიამ დიდძალი მასალა შეკრიბა ამ მხარის აღსაწერად.

1897

ტიპი: ავტორობა

1897-1901 წლებში „მოამბეში“ იბეჭდებოდა თედო სახოკიას მიერ გურიასა და აჭარაში მოგზაურობის მასალები და ამ ორი მხარის აღწერა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს თედო სახოკიამ სამურზაყანოს შემდეგ გურია და აჭარა მოიარა.

1918

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მარია ივანეს ასულ ფალავანდიშვილს ჰყავდა მეუღლე გიორგი ქაიხოსროს ძე დავიდოვი.

1918

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ დარია ივანეს ასულ ფალავანდიშვილს ჰყავდა მეუღლე ელიზბარ ვასილის ძე კარბელაშვილი.

1918

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ თამარ ესტატეს ასულ ფალავანდიშვილს ჰყავდა ქალიშვილები: მარია, დარია და სოფიო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს „ცნობის ფურცელში“ მოღვაწეობის დროს თედო სახოკიამ გადაწყვიტა საქართველოს განაპირა ადგილების მოვლა და ეთნოგრაფიული აღწერა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც შვილები, მარია ივანეს ასული და დარია ივანეს ასული ფალავანდიშვილები, მეუღლეებთან, გიორგი ქაიხოსროს ძე დავიდოვსა და ელიზბარ ვასილის ძე კარბელაშვილთან ერთად, მათი შვილები, ასევე სოფიო ივანეს ასული ფალავანდიშვილი იუწყებოდნენ, რომ კვირას, 15 სექტემბერს ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში გაიმართებოდა თამარ ესტატეს ასული ფალავანდიშვილის პანაშვიდი.