რეგისტრირებული ფაქტები47965
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 აგვისტოს გაიმართა ქალაქის საბჭოს სხდომა ა. ლომთათიძის თავმჯდომარეობით, რომელზეც დაადგინეს ხოლერასთან საბრძოლველად გამოიყოს მილიონი მან.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 11 აგვისტოს „ერთობაში“ დაბეჭდილია ბაქოში საქართველოს დიპლ. წარმომადგენლის გრიგოლ ალშიბაიას შეტყობინება, რომ მისი მოთხოვნით გაათავისუფლეს საქართველოს მოქალაქეები: ალექსანდრე ტუსკია, ნესტორ დუმბაძე, ივანე პროკაშვილი, პეტრე ცოვიანოვი, ყურულაშვილი, კობრავა, მიქავა, ძიძიგური, ელიავა, დანელია, შკიპერი, კოხრეიძე, პოლკოვნიკი ხორანოვი, ვაჩნაძე, ექიმი იაშვილი; ჰპირდებიან ოფიცრების – ავალიანის, ბაბულაიშვილი, დვალის გათავისუფლებას.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 11 აგვისტოს „ერთობაში“ დაიბეჭდა ბაქოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლის, გრიგოლ კონსტანტინეს ძე ალშიბაიას შეტყობინება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ: ევგენი დარისპანის ძე ანთელავა გარდაიცვალა ჭლექით, დავით და სოლომონ ჩიჯავაძეები არ დაუპატიმრებიათ და საქართველოში წამოსასვლელად ემზადებოდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 აგვისტოს „ერთობაში“ ნათქვამია, რომ ნინო მერაბ ლორთქიფანიძის ასული თავდგირიძისა დაარსებიდან განაგებდა ქუთაისის ეპარქიის დედათა სასწავლებელს, საიდანაც თბილისში იმავე თანამდებობაზე გადმოიყვანეს. მან თავისი მამული (სასკოლო მიწა აჭარაში და ტყე აცანაში) აკეთის სკოლას იმ პირობით შესწირა, რომ საზოგადოებას იქ სამეურნეო სასწავლებელი გაეხსნა, რაც მის სიცოცხლეში ვერ მოესწრო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 აგვისტოს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ივანე გომართელის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი ძველი ხუროთმოძღვრების ძეგლების დაცვისთვის 2 მილიონი მანეთის გამოყოფის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 აგვისტოს გიგო შარაშიძეს ყოფილმა მოსწავლე ვლადიმერ გიორგაძემ გაუგზავნა წერილი, რომლითაც ატყობინებდა, რომ ერობის გამგეობის თავმჯდომარე სიო ჭანტურიშვილი და გამგეობი წევრი შალვა ჭაჭუა აპირებდნენ გიგოს ბახვის სახლის მისაკუთრებას ერობისთვის გადასაცემად.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 11 აგვისტოს ვლადიმერ გიორგაძემ გიგო შარაშიძეს გაუგზავნ წერილი, რომლის თანახმადაც, ის მისი ყოფილი მოსწავლე იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს ვლადიმერ გიორგაძემ სიო ჭანტურიშვილსა და შალვა ჭაჭუას განუცხადა, რომ ჯერ არ იყო დადგენილი გიგო შარაშიძის სახლი გადაეცემოდა თუ არა ერობას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს სიო ჭანტურიშვილმა და შალვა ჭაჭუამ ვლადიმერ გიორგაძეს დაავალეს გიგო შარაშიძისთვის მიეწერა, რომ თუ გიგო რაიმე საბუთს წარმოადგენდა, ბახვის სახლის აღების ნებას მისცემდნენ, მიწას კი მაინც არ დაუთმობდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 აგვისტოს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამხედრო მინისტრის შუამდგომლობა საავიაციო გუნდის უფროსი მაიორის, ნიკოლოზ მაყაშვილის დიდუბის პანთეონში დაკრძალვის ნებართვის მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 აგვისტოს გიორგი ყაზბეგი, ქრისტინე შარაშიძე, ნინო ნაკაშიძე და იოსებ გიორგობიანი დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 აგვისტოს სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის თავმჯდომარემ მემედ-ბეგ იბრაჰიმის ძე აბაშიძემ აბასთუმანში ინახულა მთავრობის თავმჯდომარე ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია და შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე ბესარიონის ძე რამიშვილი. მათ ხანგრძლივად ისაუბრეს.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1920 წლის 14 აგვისტოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი თბილისიდან წაღვერში გაემგზავრა, საიდანაც საზღვარგარეთ წასასვლელად აბასთუმნისა და ხულოს გავლით ბათუმში ჩავიდა. სადგურზე იგი დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილემ სვიმონ მდივანმა, მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ იოთამის ძე ქარცივაძემ, გენერლებმა გიორგი ივანეს ძე კვინიტაძემ და ალექსანდრე კონსტანტინეს ძე გედევანიშვილმა გააცილეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 აგვისტოს დამფუძნებელი კრების წევრები: ისიდორე რამიშვილი, ივანე ტატიშვილი, გიორგი გაგლოევი მეჯვრისხევში, სახალხო ყრილობაზე, გააკეთებენ მოხსენებებს საქართველოს თანამედრ. მდგომარეობის შესახებ, იუწყება „დროება“.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 15 აგვისტოს ოზურგეთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მინისტრის ამხანაგის ბრძანების თანახმად, გიმნაზიის მასწავლებელს სოლომონ ანდღულაძეს საშუალო სკოლის ქართული ენის მასწავლებლის წოდება მიენიჭა და 1920 წლის პირველი ივნისიდან იმავე თანამდებობაზე დამტკიცდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
დამფუძნებელი კრების 1920 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ალექსანდრე ლომთათიძე, ივანე გომართელის, ი. ლორთქიფანიძის და გრიგოლ გიორგაძის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი სამხედრო უწყების, საავადმყოფოების, ქალაქისა და ერობის თვითმართველობისთვის გადაცემის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
დამფუძნებელი კრების 1920 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე გრიგოლ გიორგაძის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი რესპუბლიკის მუშა-მოსამსახურეთათვის ხელფასის მომატების შესახებ. მომატება იწყება 100 პროცენტიდან და მთავრდება 50 პროცენტით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 აგვისტოს დამფუძნებელი კრების სხდომაზე აირჩიეს საპენსიო წესდების კომისია შემდეგი შემადგენლობით: ზაქარია გურული, ელეონორა მახვილაძე, ილია ფირცხალაიშვილი, ო. სოლოღაშვილი, გრიგოლ ვეშაპელი, ტერ-სტეპანიანცი, იესე ბარათაშვილი, იოანე გობეჩია, ალექსანდრე ასათიანი. ტექნიკურ კომისიაში აირჩიეს: გრიგოლ გიორგაძე, პავლე საყვარელიძე, მიხეილ კოვალიოვი, მელიტონ რუსია, შალვა ქარუმიძე, თევდორე ღლონტი, ი. ლორთქიფანიძე და სპირიდონ კედია.
1920
ტიპი: ღონისძიება
დამფუძნებელი კრების 1920 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე მელიტონ რუსიას მოხსენებით მიიღეს დეკრეტი გორის გასაშენებლად თავისუფალი კერძო მიწის ჩამორთმევის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
დამფუძნებელი კრების 1920 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე გრიგოლ ვეშაპელის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი ქ. ახალციხის წყალსადენის აღსადგენად 900 000 მან. გამოყოფის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
დამფუძნებელი კრების 1920 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე გრიგოლ გიორგაძის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი სახელმწიფო ბანკისთვის 50 მილ მან. სესხის მიცემის შესახებ დამზღვევი ფონდის დასაარსებლად.