ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47965

1920

ტიპი: ღონისძიება

დამფუძნებელი კრების 1920 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე გრიგოლ გიორგაძის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი მთავრობის სტამბის შესაკეთებლად 392 747 მან. გამოყოფის შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 17 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ ფოილოს ხიდის აღსადგენად წარმოებული სამუშაოს გამგემ, ა. გეგიძემ, გზათა უწყების სამსახურის უფროსს მოხსენება წარუდგინა ხიდის აღდგენის სამუშაოს შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 აგვისტოს ხულოდან ბათუმში საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი და მომარაგების მინისტრის მოადგილე ივანე ჭავჭანიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე საბახტარაშვილი და დავით ღამბაშიძე ჩავიდნენ. 17 სთ-ზე გეგეჭკორი ინგლისის სამხედრო გემ „სპელით“ კონსტანტინეპოლს გაემგზავრა. საზღვარგარეთ წავიდნენ აგრეთვე ჭავჭანიძე და დ. ღამბაშიძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის სიმონ ავალიანის თავმჯდომარეობით გაიმართება სამინისტროს საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილავენ მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის, ენფიანჯიანცის თუთუნის ფაბრიკის ძირითადი თანხის გაზრდის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ ერობათა კავშირის კომიტეტმა ევროპაში მყოფ ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკს საზღვარგარეთ თამბაქოს გაყიდვისგან აღებული ვალუტით ერობისთვის სხვადასხვა საქონლის შესყიდვა სთხოვა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ გასულ კვირას ტ. ა. ბეკზადიანმა საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი ინახულა. მათ ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთს შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარების შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ იბეჭდებოდა და გასაყიდად გამოვიდოდა დ. თურდოსპირელის მოთხრობა „ამირანის ცეცხლი“.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 18 აგვისტოს „ერთობა“ წერს, რომ ერობამ ოზურგეთის ცენტრალური საერობო საავადმყოფოს გამგედ დანიშნა ექიმი ავთანდილ პორფირეს ძე ინგოროყვა, ქირურგიული განყოფილების ორდინატორად – ი. უჯმაჯურიძე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 19 აგვისტოს ბათუმის ოლქის საგანგებო კომისარი ბენიამინ ჩხიკვიშვილი ართვინიდან დაბრუნდა და მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის ევგენი გეგეჭკორის საზღვარგარეთ გამგზავრების გამო მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობის აღსრულება სამხედრო მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძეს დაევალა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 აგვისტოს „ერთობაში“ დაიბეჭდილ თბილისის პროფესიულ კავშირთა თავმჯდომარის, ხელაძის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბათუმიდან ინგლისის მთავრობის გასვლის შემდეგ პროფ. კავშირთა რიცხვმა 22-ს მიაღწია, რომელიც 7 500 მუშას აერთიანებდა. ორგანიზაციას დროებითი საბჭო ხელმძღვანელობდა, აღმასრულებელი ბიუროს თავმჯდომარე კი გრ. აიოლო იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 22 ივლისის „ერთობაში“ დაბეჭდილია ნ. საქარელის წერილი პორტუგალიისა და ესპანეთის შესახებ სერიიდან „სხვადასხვა სახელმწიფოებრივი წყობილება“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 აგვისტოს „ერთობაში“ დაიბეჭდა ექიმ დიმიტრი ერისთავის წერილი „სიმართლე ახტალაზე“ კურორტის მნიშვნელობაზე, მის მდგომარეობასა და სასწრაფოდ სახელმწიფოს განკარგულებაში გადასვლის აუცილებლობის შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა რაჟდენ გვეტაძის ლექსი „ქმრიანი ღვთისშობელი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსი „დაისი N13“.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 25 აგვისტოს სიღნაღში დამთავრდა სამასწავლებლო კურსები, რომელსაც ხელმძღვანელობდა სამაზრო სკოლების ინსტრუქტორი ნიკო გიორგის ძე ახმეტელაშვილი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 25 აგვისტოს გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი) სპირიდონ კედია გამოქვეყნდა მეთაური წერილი „პოლონეთი და რუსეთი“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 26 აგვისტოს განათლების სამინისტროს მთავარგამგემ ახალქალაქის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორ კირილოვსა და მაზრის კომისარს, დეკანოზ გალაქტიონ ბესარიონის ძე აბესაძეს მისწერა, რომ სასწავლებელი ფული, ქონება და საქმეები მაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თანდასწრებით გადაეცათ დეკანოზ აბესაძისთვის. აქტი კი სამინისტროში გაეგზავნათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 26 აგვისტოს ქუთაისში, მუშათა კლუბ ინტერნაციონალში, საქართველოს ცენტრ. კოოპ. კავშირის ინსტრუქტორმა, ი. ირემაშვილმა წაიკითხა ლექცია კოოპერაციაზე. ლექციის წინ ქუთაისის კოოპერ. კავშირის თავმჯდომარემ, პ. თალაკვაძემ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა კოოპერაციის უდიდესი როლზე ეკონომიკის განვითარებაში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 26 აგვისტოს გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ნიკო კეცხოველის წერილი „ბარათი თუშეთზე“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი) სპირიდონ კედია გამოქვეყნდა მეთაური წერილი „კარგი პოლიტიკის შედეგი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ვალერიან გაფრინდაშვილის წერილი „პოეტები ბოლშევიზიაში“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გრიგოლ რობაქიძის ლექსი „ვალერიან გაფრინდაშვილს“, რომელიც მიუძღვნა პოეტს ლექს „მეცამეტე დაისის“ გამო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საქართველოს კონსულმა, ს. პაიჭაძემ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოახსენა ყუბანისა და დონის ოლქებში და სტავროპოლის და შავი ზღვის გუბერნიებში მცხოვრებ ქართველთა მდგომარეობის შესახებ, რომ მათ დევნიან, ხშირად ირღვევა ჩიჩერინის დეკრეტი უცხოელთა უფლებებების შესახებ. პაიჭაძემ სამინისტროს მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ზომების მიღება სთხოვა.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 29 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საგანგებო სარევიზიო კომისიამ გორის მაზრაში აგრარული კომისიების 1918-1919 წლის ნამუშევარში ყალბი საბუთების შედგენის ბრალდებით პასუხისგებაში მისცა დავით ქაიხოსროს ძე ქარუმიძე, მიხეილ ვლადიმერის ძე ჩიკოიძე, ვლადიმერ ნიკოლოზის ძე ჩიკოძე, მღვდელი სეით გამრეკელი, სიმონ ყანჩაველი და სხვ.