ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45313

1872

ტიპი: თანამდებობა

1872 წლის 8 მარტს კონსტანტინე მამაცაშვილი თბილისის სამეურნეო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 2 მარტს პეტერბურგის უნივერსიტეტში ალექსანდრე ცაგარელმა დაიცვა სამაგისტრო დისეტრაცია თემაზე „განხილვა ივერიის ენების გრამმატიკული წყობილობისა“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 25 იანვრის „დროების” ცნობით, გამოიცა და 5 კაპიკად იყიდებოდა ნიკოლოზ ყიფიანის კრებული „მენახირის ნაამბობი”.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 11 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოფელ ღანირში მცხოვრებმა გლეხებმა, ნიკოლოზ ალექსის ძე დგებუაძის რჩევით, მარწყვის ბაღების მოშენებას მიჰყვეს ხელი.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 11 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ვ. ობჩელის ფსევდონიმით ვარლამ ბურჯანაძის კორესპონდენცია „დ. ბაღდათი, საზოგადოების თხოვნა“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 11 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, პედაგოგი სპირიდონ ბესარიონის ძე ჯორჯიკია კავკასიის სამოსწავლო ოლქის გამგეობისგან ქუთაისში კერძო პროგიმნაზიის დაარსების უფლებას ითხოვდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 10 ივლისს ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე თუმანიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების დროებითი გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 11 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ფოთის მოურავი ნიკო ნიკოლაძე საქმანი მივლინებით პეტერბურგში მიემგზავრებოდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 11 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სამეურნეო საურთიერთო ბანკის ყოფილი დირექტორი ვლადიმერ სიმონის ძე მიქელაძე სიხუმის მოურავის თანამდებობაზე დაინიშნა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 5 სექტემბრის „დროების“ ცნობით, პეტრე უმიკაშვილის შედგენილი „დედანი“ იყიდებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 მარტის გაზეთ „საქართველოში“ ბათუმის ქართული გიმნაზიის პედაგოგიური საბჭო მწუხარებით აუწყებდა საზოგადოებას, რომ 1-ელ მარტს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ბათუმის ქართული გიმნაზიის ინსპექტორი, დავით კონსტანტინეს ძე კალანდარიშვილი.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 1-ელ მარტს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ სოფელ ნიგოითში გარდაიცვალა გიმნაზიის ინსპექტორი დავით კონსტანტინეს ძე კალანდარიშვილი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „ბათომის არჩევნები“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 10 ივლისს გაზეთ „დროებაში“ ვ. ობჩელის ფსევდონიმით ვარლამ ბურჯანაძის კორესპონდენცია „დ. ბაღდათი, ყაჩაღობის მაგალითი“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 10 ივლისს გაზეთი „ცნობის ფურცელი“ თბილისის საგლეხო საქმეთა საგუბერნიო საბჭოს წევრის, იასე ჭავჭავაძის ავადმყოფობის შესახებ იტყობინებოდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 10 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ეგზარქოსმა ფლაბიანემ ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე სიონის საეკლესიო მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე წარადგინა.

1898

ტიპი: მფლობელობა

1898 წლის 7 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დავით სარაჯიშვილის არყის ქარხნის შესახებ საქებარი სტატია გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 7 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ლორის-მელიქოვის ქუჩაზე მდებარე კიოსკში დიმიტრი მაჩხანელის, რაფიელ ერისთავის, აკაკი წერეთლის და ნიკოლოზ დადიანის თხზულებები იყიდებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 7 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ლორის-მელიქოვის ქუჩაზე მდებარე კიოსკში ილია ჭავჭავაძის თხზულებების ოთხტომეული ავტორის სურათითა და ფაქსიმილეთი 2 მანეთად და 70 კაპიკად იყიდებოდა.

1898

ტიპი: მფლობელობა

1898 წლის 7 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ნ. დიდებულიძის პანსიონი და სასწავლებელი ახალ მისამართზე, მიხეილის ქუჩის N129-ში გადავიდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის პირველი სექტემბრის „დროების“ ცნობით, ვახტანგ ორბელიანის ლექსი „იმედი“ მალე დაიბეჭდებოდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ზაქარია ჭიჭინაძის სტატიის „როგორ ცხოვრობდა აკაკი“ I ნაწილი.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 5 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბესარიონ მახარბელის ძე რამიშვილი ნოე ბესარიონის ძე რამიშვილის მამა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 5 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარო ქაიხოსროს ასული რამიშვილი ანთიმოზ ბესარიონის ძე რამიშვილის რძალი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 5 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შუშანა თოხაძე სერაპიონ მაქსიმეს ძე თოხაძის ძმისშვილი იყო.