ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47965

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 16 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ ნ. სკანდელის ფსევდონიმით ნიკო ნიკოლაძის კორესპონდენცია „თფილისი, 15 ნოემბერს 1873“ გამოქვეყნდა აბაშიძეების ოჯახის მიერ კაცხის მონასტრისთვის ყმად შეწირული გლეხების შესახებ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 28 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ სერგეი მესხის წერილი „ქართველი ევროპაში“ გამოქვეყნდა რედაქტორის საფრანგეთში მოგზაურობის შესახებ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 28 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ თაღლითი ადვოკატების შესახებ მეველის ფსევდონიმით დავით მიქელაძის წერილი „გაიმინდვრა ადვოკატებმა!“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 21 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ მეველის ფსევდონიმით დავით მიქელაძის წერილი „ლიტერატურა სხვა და სხვა ქვეყანაში“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 21 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ ვასილ რცხილაძის კორესპონდენცია „დ. ყვირილა, 30 ნოემბერს“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 14 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ ვასილ რცხილაძის კორესპონდენცია „დ. ყვირილა, 20 ნოემბერს“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 14 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ პეტრე უმიკაშვილმა ეკატერინე ბარათაშვილ-ორბელიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოსათხოვარი წერილი გამოაქვეყნა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 14 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ ახალი დრამატურგიული ტენდენციების შესახებ მეველის ფსევდონიმით დავით მიქელაძის წერილი „თეატრის მნიშვნელობა“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 21 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ მეათე ნომერში გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის თარგმანი შექსპირის ტრაგედიისა „მეფე ლირი“.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 21 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ მეათე ნომერში აკაკი წერეთლისა და გიორგი ჭალადიდელის ახალი ლექსები გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 14 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ აკაკი წერეთლის ფელეტონი „გამოსალმება“ გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 21 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ მეათე ნომერში რაფიელ ერისთავის მიერ შეკრებილი ხალხური პოეზიის ნიმუშები გამოქვეყნდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 14 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ მეველის ფსევდონიმით დავით მიქელაძის წერილი „ქუთაისის დამცირება“ გამოქვეყნდა ქუთაისის შემოვლითი სარკინიგზო ხაზის სადავო პროექტის შესახებ.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე ნათლისღების დღესასწაულზე ხიდის ჩანგრევის გამო გარდაცვლილთა ოჯახების დასახმარებლად თბილისის საკრებულოში დაგეგმილი კონცერტის შესახებ წერდა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 4 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე 6 იანვარს თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებლის სასარგებლოდ დაგეგმილი მეჯლისის შესახებ წერდა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე სენაკში 19 იანვარს სცენისმოყვარეების მიერ დადგმული პირველი ქართული სპექტაკლის შესახებ წერდა.

1892

ტიპი: ორგანიზაცია

1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიის" (რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) ცნობით, ქუთაისის ახლად დაარსებული ქართული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობა 120 წევრზე მეტს აერთიანებდა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე იუწყებოდა, რომ 6 იანვარს ხიდის ჩატეხის გამო გარდაცვლილთა დაკრძალვასთან დაკავშირებით ქართული თეატრის წარმოდგენა გადაიდო.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 24 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ქუთაისის ახლად დაარსებული ქართული წიგნების ბეჭდვის ამხანაგობა 120 წევრზე მეტს აერთიანებდა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 1-ელი აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ 22 ივლისიდან 29 ივლისამდე თბილისის მაზრის სოფელ პატარძეულში ქოლერით დაავადდა 7 და გარდაიცვალა 5 ადამიანი.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 1-ელი აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ 22 ივლისიდან 29 ივლისამდე თბილისის მაზრის სოფელ ხაშმში ქოლერით დაავადდა 9 და გარდაიცვალა 8 ადამიანი.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 1-ელი აგვისტოს გაზეთ „ივერიაში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ 22 ივლისიდან 29 ივლისამდე თბილისის მაზრის სოფელ უჯარმაში ქოლერით დაავადდა 34 და გარდაიცვალა 23 ადამიანი.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 1-ელი აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის 11 აგვისტოს კრებაზე უნდა განეხილათ თბილისის გუბერნიის სოფლის მკვიდრთა ქოლერისგან დასაცავად 12 000 მანეთის გამოყოფის საკითხი.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 16 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძემ ახალი ბიბლიოთეკა დააარსა.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 12 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა არისტო ქუთათელაძის წერილი „ფოთიდან მოსკოვამდი“ საქართველოდან რუსეთში საზღვაო და სახმელეთო გზით მოგზაურობის შესახებ.