ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46077

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 3 დეკემბერს აკეთის სკოლის მასწავლებელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელ გრიგოლ ყიფშიძეს სკოლის მდგომარეობის შესახებ მოხსენება (N1) გაუგზავნა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა დაადგინეს, რომ „ვისრამიანი“ 1200-იანი ტირაჟით გამოეცათ და 2 სხვადასხვა ხარისხის ქაღალდზე დაებეჭდათ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა ექიმების: კონსტანტინე ბახუტაშვილის, გრიგოლ მაღალაშვილის, გრიგოლ გაბაშვილისა და გიორგი ტარსაიძის მიერ შედგენილი საჯარო ლექციების თემები და მათი წარმოდგენის განრიგი მოიწონეს.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 4 დეკემბერს რაჭის მაზრის სოფელ ბარის სკოლის მასწავლებელმა ათანასე (ბეგლარ) გაგუამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 4 დეკემბერს სოფელ ბარის სკოლის მასწავლებელმა ათანასე გაგუამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ 2-ჯერ მიიღო წიგნები და სხვა სასწავლო ნივთები ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 4 დეკემბერს სოფელ ბარის სკოლის მასწავლებელმა ათანასე გაგუამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სკოლას ძალიან სჭირდებოდა 3 ეგზემპლარი „როდნოე სლოვო“ I ნაწილი და საწერი ნივთები: გრიფილი, დაფა, საწერი ქაღალდი, რადგან ამ ნივთების უქონლობის გამო მძიმე მდგომარეობაში იყვნენ.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ათანასე გაგუას ცნობით, 1881 წლის 4 დეკემბრისთვის სოფელ ბარის სკოლაში სწავლობდა 18 მოსწავლე – 17 ვაჟი და 1 ქალი, მათგან 4 ძალიან ღარიბი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 5 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მიიღო მასწავლებელ ფ. მატკავას წერილი, რომ დაბა სუჯუნის სკოლას ესაჭიროებოდა 20 ც. „დედა ენა“, 10 ც. „ბუნების კარი“, 10 ც. გ. კალანდარიშვილის „პირველ დასაწყისი კურსი რუსული ენისა“ და 30 ც. ქართული წერის დედანი, სულ 70 წიგნი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის ნოემბერში სენაკის მაზრის დაბა სუჯუნის სკოლის მასწავლებელმა ფ. მატკავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ. გამგეობამ წერილი მიიღო 5 დეკემბერს.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 5 დეკემბერს სიღნაღის მაზრის სოფლების, ვაქირისა და ანაგის სასწავლებლის პედაგოგმა დავით ბაზიეროვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება N30 სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 5 დეკემბერს სოფელ ორბელის სკოლის მასწავლებელმა კალისტრატე მ. გაბიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 5 დეკემბერს სოფელ ღების სკოლის მასწავლებელმა სპირიდონ პეტრეს ძე გავაშელიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ დავით ბაზიეროვის ცნობით, 1881 წლის 5 დეკემბრისთვის ვაქირ-ანაგის სასოფლო სასწავლებელში სწავლობდა 36 მოსწავლე ვაჟი და არცერთი ქალი, მათგან 15 ღარიბი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 5 დეკემბერს ვაქირ-ანაგის სასოფლო სასწავლებლის მასწავლებელმა დავით ბაზიეროვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ 1881 წელს მხოლოდ ერთხელ მიიღო წიგნები და სასწავლო ნივთები, წიგნები საკითხავად უფასოდ დაურიგა როგორც ღარიბ მოსწავლეებს, ასევე შეძლებულებს.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 5 დეკემბერს მასწავლებელმა კალისტრატე გაბიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ სოფელ ორბელის სკოლამ მიმდინარე წელს ერთხელ მიიღო 10 მანეთის ღირებულების წიგნები და არ დაურიგეს მოსწავლეებს. შემოწირული წიგნები ბიბლიოთეკაში ინახებოდა, ვისაც შეეძლო კითხვა და აზრის გაგება, ის მოსწავლეები წაიღებდნენ და შემდეგ დააბრუნებდნენ დაუზიანებლად. მოსწავლეებს ერთი წიგნის წაკითხვის მერე შეეძლოთ ესარგებლათ სხვა წიგნებითაც სათითაოდ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 5 დეკემბერს მასწავლებელი კალისტრატე გაბიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ სოფელ ორბელის სკოლას ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად ძალიან სჭირდებოდა შემდეგი წიგნები: „ბუნების კარი“ – 6 ეგზემპლარი, დ. სოკოლოვის თხზულება „რუსული ისტორია“ (შემოკლებული ვერსია, რუსულად) − 6, „სიბრძნე-სიცრუისა“, ევტუშევსკის „სავარჯიშოები“ (I ნაწილი, მთელ რიცხვებზე) − 4, „როდნოე სლოვო“ – 3 ც. I ნაწილი, 3 ც. II ნაწილი და სხვა.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ კალისტრატე გაბიანის ცნობით, 1881 წლის 5 დეკემბრისთვის სოფელ ორბელის სკოლაში სწავლობდა 17 მოსწავლე ვაჟი და არცერთი ქალი, მათგან ღარიბი და ამასთანავე ობოლი იყო 6.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 5 დეკემბერს ორბელის სკოლის მასწავლებელმა, კალისტრატე მ. გაბიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილეს, ილია ჭავჭავაძეს სკოლის მდგომარეობის შესახებ მოხსენება (N3) გაუგზავნა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 5 დეკემბერს მასწავლებელი სპირიდონ გავაშელიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ სოფელ ღების სკოლის ღარიბ მოსწავლეთათვის ყველაზე მეტად საჭიროა: იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ – 17 ეგზემპლარი და უშინსკის „როდნოე სლოვო“ I ნაწილი – 26 ეგზემპლარი.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ სპირიდონ გავაშელიშვილის ცნობით, 1881 წლის 5 დეკემბრისთვის სოფელ ღების სკოლაში სწავლობდა 41 მოსწავლე ვაჟი და არცერთი ქალი, მათგან 26 შეგირდი ღარიბი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 5 დეკემბერს სოფელ ღების სკოლის მასწავლებელმა სპირიდონ გავაშელიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ წიგნები, სახელმძღვანელოები და სხვა სასწავლო ნივთები ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად არც ერთხელ მიუღია.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 6 დეკემბერს სოფელ ხეთის სკოლის მასწავლებელმა ბესარიონ ხაბურძანიამ სკოლის მდგომარეობის შესახებ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოხსენება გაუგზავნა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 6 დეკემბერს სოფელ საჯიქაოს სკოლის მასწავლებელმა მაქსიმე შენგელაიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 6 დეკემბერს მასწავლებელმა მაქსიმე შენგელაიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ საჯიქაოს სკოლას სჭირდებოდა: 15 ცალი „დედა ენა“, 10 „როდნოე სლოვო“ და 25 ანთიმოზ ჯუღელის „წერის სასწავლო დედანი“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 6 დეკემბერს სოფელ საჯიქაოს სკოლის მასწავლებელმა მაქსიმე შენგელაიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ წიგნები და სასწავლო ნივთები ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად არასდროს მიუღია.