ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45313

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 27 აპრილს ზუბალაშვილების სახალხო სახლში სახალხო წარმოდგენების მმართველმა წრემ დადგა მოლიერის ხუთმოქმედებიანი კომედია „ტარტიუფი ანუ მუზმუზელა“ ბარბარე კორინთელის, პიერეტას, ელენე ციმაკურიძის, გრიგოლ ანაშვილის, ნიკოლოზ გოცირიძის, იუზა ზარდალიშვილის, ნინიძის, კოტე ხახანაშვილის და სხვ. მონაწილეობით.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 7 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვისა და ცენტრალურ წიგნის მაღაზიებში იყიდებოდა საყმაწვილო სურათებიანი წიგნი „შალვას თავგადასავალი“ 20 კაპიკად და ვინც გამომცემლისაგან იყიდდა არანაკლებ ოც ცალს, მას თითო მანეთზე აბაზი დააკლდებოდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 5 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის სტატია „უბრალო საუბარი უბრალო მკითხველთან“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 27 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მიხეილ ლონგინოზის ძე კავსაძის გუნდი თბილისის გარეუბნებში კონცერტებს მართავდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 27 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი იუზა ფრანცის ძე ზარდალიშვილი ზაფხულში ბორჯომში გეგმავდა წარმოდგენების გამართვას.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 26 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა თომა ზაქარიას ძე ნასიძის სტატია „ქართული საერო და საეკლესიო გუნდები“.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 14 მაისს სახალხო კითხვათა სადგომში ავჭალის ქუჩაზე რეჟისორმა კონსტანტინე შათირიშვილმა წარმოადგინა დავით ერისთავის მიერ ნათარგმნი კომედია „პარიზელი ბიჭი“.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 14 ივნისის „ცნობის ფურცელი" იტყობინებოდა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის გადაწყვეტილების თანახმად საბარათიანოს სტატისტიკური აღწერის დაბეჭდვის ხარჯებს უზრუნველყოფდა გიორგი ქართველიშვილი.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავს, რომ კრებაზე გამოვიდა მოხსენებით „Доклад о Ксанской Евангелии“.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავს, რომ კრებაზე გამოვიდა მოხსენებით „Доклад об участии Ираклия II в индийском походе“.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში „Хоз. На Кавказе“-ს №64-ში თავისი სტატიის „По культуре риса“ დაბეჭდვის შესახებ წერდა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 4 ივნისს მოსე ჯანაშვილის ნაშრომი „Картвельский язык и его сравнительная грамматика“ შეიძინა სამეცნიერო აკადემიამ.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავს, რომ კოლეგებთან ერთად დაწერა გამოკვლევა „პოეტთა აკადემია და შოთა რუსთაველი“.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ მას დაურთავს წინასიტყვაობა ნაშრომისთვის „ჰამურაბის სამართალი“.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავს, რომ კოლეგებთან ერთად დაწერა ნაშრომი „ჰამურაბის სამართალი“.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავს, რომ კოლეგებთან ერთად დაწერა ნაშრომი „სუმერები და სუმერული ლექსიკონი“.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავს, რომ კოლეგებთან ერთად დაწერა გამოკვლევა „დამწერლობის ისტორია საზოგადოდ და ქართული ანბანი“.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ კოლეგებთან ერთად დაუწერია გამოკვლევა „კრეტა-მიკენის მსოფლიო და ქართველები“.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავს, რომ კოლეგებთან ერთად დაწერა ნაშრომი „ხეთა, მისი ენა და ისტორია“.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ კოლეგებთან ერთად დაუწერია ნაშრომი „ბაბილონიდან მცხეთამდე“.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ კოლეგებთან ერთად დაუწერია ნაშრომი „ქალდური ძეგლწერანი ქართულ სიტყვით იკითხებიან“.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ კოლეგებთან ერთად დაუწერია ნაშრომი „სუმერე (შუამერე) და ქალდია, მისი გეოგრაფიული სახელები“.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ კოლეგებთან ერთად დაუწერია ნაშრომი „პირვანდელი ბინა კაცობრიობისა საზოგადოთ და ქართველებისა კერძოდ“.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ კოლეგებთან ერთად დაუწერია ნაშრომი „სახლი თარგამოისა დასასრულისაგან ჩრდილოისა“.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ კოლეგებთან ერთად დაუწერია ნაშრომი „ძველი დროის ისტორია ქართული მოდგმისა [აზოს] გადმოსახლებამდე მცხეთას“.