ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45313

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში მისი ნაშრომის „Описание рукописей“ დაბეჭდვის შესახებ წერდა, რომელშიც შევიდა აღწერილობა სიონსა და სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელნაწერთსაცავში არსებული ხელნაწერებისა №800-1400.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში წერდა, რომ სიონსა და სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელნაწერთსაცავში არსებული წიგნების შესწავლასთან ერთად მას ევალებოდა სიგელ-გურჯებისა და სხვა ნივთების დანომვრა.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში მისი წიგნაკის „შოთა რუსთაველი“ გამოცემის შესახებ წერდა.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ სიონსა და სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელნაწერთსაცავში არსებული წიგნების შესწავლასთან ერთად მას ევალებოდა მათი კაბადონ-ფურცლების რაოდენობის აღნიშვნა და შესწავლა.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავს, რომ მეურნეობის, ისტორიის, მწერლობის, ენათმეცნიერების, ნუმიზმატიკის, ბიბლიოლოგიის, კრიტიკის, ბიბლიოგრაფიისა და ეთნოგრაფიის შესახებ წერს.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში არაერთ მეცნიერსა თუ მოღვაწესთან აქტიური კორესპონდენციის შესახებ წერდა.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავს, რომ კოლეგებთან ერთად დაწერა გამოკვლევა „ვინ იყვნენ წანარნი“.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 4 ივნისს სამეცნიერო აკადემიამ მოსე ჯანაშვილსა და მის კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომელიც ეხებოდა მათ ნაშრომს „Картвельский язык и его сравнительная грамматика“.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავს, რომ კოლეგებთან ერთად დაწერა ნაშრომი „О родстве грузинского языка индоевропейским“.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავს, რომ კოლეგებთან ერთად შეადგინა ლექსიკონი „Полный Российско-Грузинский словарь“.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს ვანის (თურქეთი) ურარტული ლურსმული წარწერების შესახებ გამოცემულ პირველ ტომში პროფესორმა კარლ ლემან-ჰაუპტმა დიდი მადლობა გადაუხადა მოსე ჯანაშვილს ქართული ენის დასაბამი კანონების შესწავლის საქმეში გაწეული თავაზიანი დახმარებისათვის.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ვანის (თურქეთი) ურარტული ლურსმული წარწერების შესასწავლად თბილისში ჩამოსული კარლ ლემან-ჰაუპტი ექვსი თვის განმავლობაში მოსე ჯანაშვილთან ეცნობოდა ქართული გრამატიკის ფორმებს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების თავმჯდომარე დიმიტრი ანუჩინმა მისწერა მოსე ჯანაშვილს წერილი საზოგადოების წევრ-კორესპონდენტად არჩევის შესახებ.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში წერდა, რომ მოსკოვის არქეოლოგიურმა საზოგადოებამ საიუბილეო გამოცემაში მოათავსა ჯანაშვილის ნაწერების მოკლე სია.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში წერდა, რომ მოსკოვის არქეოლგიური საზოგადოების დაკვეთით გადაწერა და წინასიტყვაობა დაურთო „ურბნისის სახარებას“.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში არაერთი სტუდენტისთვის მიწოდებული სადისერტაციო მასალის შესახებ წერდა.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში წერდა, რომ არაერთ სტუდენტს ასწავლა ეტრატზე ნაწერ წიგნთა წაკითხვა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლიდან მოსე ჯანაშვილი დიმიტრი ბაქრაძის ასისტენტი იყო სიონთან არსებულ სიძველეთ-საცავში.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ დიმიტრი ბაქრაძემ სიონთან დააარსა სიძველეთ-საცავი.

1940

ტიპი: ღონისძიება

1940 წლის 17 მარტს კონსტანტინე ნიკოლაძე ავტობიოგრაფიაში წერდა, რომ მამამისმა იაკობმა იგი მიაბარა ივანე ტაიგელის ოჯახში ფრანგული და გერმანული ენების შესასწავლად.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის იანვარში ნიკო ნიკოლაძემ თავისი ძმა კონსტანტინე სხვა ქართველ ახალგაზრდებთან ერთად წაიყვანა ევროპაში.

1940

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1940 წლის 17 მარტს კონსტანტინე ნიკოლაძე ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ ჰყავდა ძმა ნიკო ნიკოლაძე.

1940

ტიპი: ღონისძიება

1940 წლის 17 მარტს კონსტანტინე ნიკოლაძე ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი და სერგეი მესხი აქეზებდნენ ქართველ ახალგაზრდებს, რომ განათლების მისაღებად ევროპაში წასულიყვნენ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის ჟურნალ „კრებულში“ დაიბეჭდა ივანე მესხის წერილი „ყმაწვილების აღზრდა შვეიცარიაში“.

1870

ტიპი: ავტორობა

1873 წელს კონსტანტინე ნიკოლაძის ჟენევის სასწავლებელში სწავლის შესახებ ივანე მესხს დაუწერია თავის წერილში „ყმაწვილების აღზრდა შვეიცარიაში“.