ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47944

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება საზოგადოების გამოცემათა უფასოდ დარიგების აკრძალვის შესახებ. მომხსენებლის აზრით, გამგეობის წევრებისა და თანამშრომლებისთვის არ უნდა მიეცათ ისინი უფასოდ, რადგან ეს დიდ ხარჯებს ითხოვდა. გამგეობამ გადაწყვიტა, საზოგადოების თითო გამოცემა მიეცათ უფასოდ გამგეობის წევრებისა და მოსამსახურეებისთვის.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „რეზოლუციები და სინამდვილე“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გიორგი გვაზავას წერილი „ხელშეკრულება ერთა ლიგისა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „ალ. ასათიანის სიტყვა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 31 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სვიმონ ყიფიანის მოთხრობა „ფიცი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 31 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „სამუსლიმანო საქართველოს საფრთხე“.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის პირველი ნოემბრიდან ოლღა გოდერძიშვილი-ბერიძისა ახალქალაქის უმაღლესი დაწყებითი სკოლის ხელსაქმე-ხელგარჯილობის მასწავლებლად დაინიშნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის პირველი ნოემბრიდან შოთა ბერიძე (შეშაბერიძე) ახალქალაქის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად დაინიშნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ელ ნოემბერს თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა იაკობ ღულაძემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ ამზადებდა გიმნაზიის მასწავლებელ იოსებ გიორგის ძე ავალიშვილის განცხადებას მასწავლებლად დანიშვნის შესახებ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის ნოემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი გიორგი ივანეს ძე თაქთაქიშვილი გარდაიცვალა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გიორგი გვაზავას თარგმანი „ერთა ლიგის ხელშეკრულება“.

1920

ტიპი: თანამდებობა

განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძის 1920 წლის 3 ნოემბრის N132 ბრძანების თანახმად, საშუალო სკოლის ქართული ენის მასწავლებლის წოდება მიენიჭა ივანე გომელაურს და დაამტკიცეს იმავე თანამდებობაზე თბილისის ქალთა მეშვიდე გიმნაზიაში 1-ლი ნოემბრიდან.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 3 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ნიკო თავდგირიძის წერილი „ფიქრები და დაკვირვებანი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გიორგი გვაზავას წერილი „ერთა ლიგა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სვიმონ ყიფიანის წერილი „კლუბების დაკეტვის გამო“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გიორგი გვაზავას წერილი „ერთა ლიგა“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ოქტომბერში საზოგადოების ბალანსი 10 821 100. 83 მანეთი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 ნოემბერს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, იპოლიტე ვართაგავა, იოსებ გიორგობიანი, მეთოდე კაკაბაძე, სეით იაშვილი, ქრისტინე შარაშიძე და ვასილ წულაძე დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე თბილისის განყოფილების გამგეობის არჩევის საკითხი დასვეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ოქტომბერში საზოგადოების შემოსავალი 2 425 063. 52 მანეთი იყო, გასავალი კი – 2 331 715. 90 მან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე თბილისის განყოფილების ლიკვიდაციის საკითხი უარყვეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ვასილ წერეთლის წერილი „ახალი ღვინო, ახალ თხიერში“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სვიმონ ყიფიანის მოთხრობა წერილი „ალქაჯი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა რაჟდენ გვეტაძის ლექსი წერილი „მავრა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 ნოემბერს „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ვალერიან გაფრინდაშვილის სტატია არტურ რემბოს შესახებ.