ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45313

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 17 მარტის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „ახალ ავანტიურის წინაშე“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 16 მარტის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გიორგი ჯაბადარის წერილი „ქართული თეატრი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 16 მარტის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გიორგი გვაზავას წერილი „ეროვნული უმცირესობა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 16 მარტის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „ჩიჩერინის ნოტა ევგენი გეგეჭკორს“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 16 მარტის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მეთაური წერილი „ბათომს გვართმევენ?“

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 მარტის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „ტარიფი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 12 მარტის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „დამფუძნებელ კრების წლის თავზე“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 მარტის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გიორგი ჯაბადარის წერილი „ქართული თეატრი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 მარტის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „ჩვენ და აზერბაიჯანი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 მარტის გაზეთ „საქართველოში“ ბესარიონ მახარბელის ძე რამიშვილის გარდაცვალებას იუწყებოდნენ ვაჟი ნოე რამიშვილი, რძალი მარო ქაიხოსროს ასული და შვილიშვილები – ბენიკო და აკაკი ნოეს ძენი რამიშვილები.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 5 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აკაკი რამიშვილი ნოე ბესარიონის ძე რამიშვილის ვაჟი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 5 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ ქაიხოსროს ასული რამიშვილი ნოე ბესარიონის ძე რამიშვილის მეუღლე იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 5 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბენო რამიშვილი ნოე ბესარიონის ძე რამიშვილის ვაჟი იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 16 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ფოთის ქალაქისთავი ნინო ნიკოლაძე პორტთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად პეტერბურგში გაემგზავრებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, რუსულ-ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონის გამოწერის მსურველებს ივანე პავლეს ძე როსტომაშვილისათვის უნდა მიემართათ.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 1-ელ ივლისს სახალხო სკოლების ინსპექტორმა პავლე ივანეს ძე სავიჩმა დააკმაყოფილა სოფელ აკეთის მამასახლისის, პ. თოხაძის თხოვნა ადგილობრივი ქალთა სკოლისთვის მესამე მასწავლებლის გამოყოფის თაობაზე.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სასამართლო განმეორებით შეისწავლიდა თავად კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონის მიერ ვექილ კ. პლიუშჩევსკის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს, რომელიც მომჩივანის მტკიცებით, მისი ოჯახისგან 99000 მანეთის გამოძალვას ცდილობდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 ივლისს გენერალ-ლეინტენანტმა ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ფრეზემ თბილისში რამდენიმე სამუშაო თათბირი გამართა და საღამოს კოჯრის რეზიდენციაში დაბრუნდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 ივლისს 40 ხმით 13-ის წინააღმდეგ იაკობ გიორგის ძე ჩიმაკაძე ქუთაისის სამოქალაქო გამგეობის წევრად აირჩიეს.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 16 სექტემბრის „დროების“ ცნობით, სიონის ტაძარში წირვის დროს გურულებისა და ვასილ კარბელაშვილის საგალობლებს გალობდნენ.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 14 სექტემბრის „დროებაში“ აღალო თუთაევის სტატია „ორპირის იამურკა“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 13 სექტემბრის „დროებაში“ დიმიტრი ჯანაშვილის სტატია „ოსმალეთი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 12 სექტემბრის „დროებაში“ აკაკი წერეთლის წერილი „მცირე მოხსენება თ. გრ. გურიელს“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 8 სექტემბრის „დროებაში“ ილია ალხაზაშვილის ფელტონი „უფ. ლობიოს ავტორს“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 7 სექტემბრის „დროების“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში რაფიელ ერისთავის მოთხრობა „ნინო“ იყიდებოდა.