ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45319

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წელს დუტუ მეგრელმა ამიერკავკასიის ცაკს მიმართა თხოვნით ამიერკავკასიაში ხანგრძლივი სამსახურებრივი მოღვაწეობის გათვალისწინებით მისთვის შესაფერისი პერსონალური პენსიის დანიშვნის თაობაზე.

1926

ტიპი: ავტორობა

მოსე ჯანაშვილმა აღწერა 1926 წელს სიონ-უნივერსიტეტის განყოფილებაში შემოსული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის ხელნაწერები №1-4530.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წელს სახელმწიფო გამომცემლობამ დაბეჭდა შიო მღვიმელის „ცელქები“.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წელს ფილიპე მახარაძემ აღამალი-ოღლის გაუგზავნა დუტუ მეგრელის მოღვაწეობის მოკლე დახასიათება.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის 9 იანვარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წიგნების გამომცემელ და გამავრცელებელ ქართველთა საზოგადოებას წერილობით უხდის მადლობას მიღებული დადგენილებისთვის, რომლის მიხედვითაც ყოფილი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმი უნივერსიტეტს უნდა გადასცემოდა. ხელს აწერს პროფესორი კორნელი სამსონის ძე კეკელიძე.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის 12 იანვრის წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, ოსეთის განყოფილებას სულ 26 სკოლა ჰქონდა. სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, თავმჯდომარის ამხანაგი ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, მდივანი ვარლამ ბურჯანაძე და პარმენ მიხეილის ძე კახიანი.

1926

ტიპი: ღონისძიება

წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების 1926 წლის 12 იანვრის სხდომაზე განიხილეს ოსეთის განყოფილების კომისარიატის თხოვნა, ქართული სკოლებისათვის წიგნების უფასოდ გადაცემის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, კომისარიატის თხოვნა დაეკმაყოფილებინა და სკოლებისთვის საზოგადოების გამოცემები გადაეცა. სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, თავმჯდომარის ამხანაგი ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე და პარმენ მიხეილის ძე კახიანი.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის 12 იანვრის წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს შიო არაგვისპირელის პატივსაცემად გაწეული ხარჯი: გვირგვინისთვის ათი მანეთი, ლენტისთვის ექვსი მანეთი, განცხადებისთვის ათი მანეთი, წარწერისთვის სამი მანეთი. სულ ოცდაცხრა მანეთი. სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, თავმჯდომარის ამხანაგი ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, მდივანი ვარლამ ბურჯანაძე და პარმენ მიხეილის ძე კახიანი.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის 12 იანვრის წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომაზე განიხილეს პრეზიდიუმის წინადადება კ. აბაშიძის ეტიუდის „შიო არაგვისპირელის ნაწერების კრიტიკული მიმოხილვის“ გამოცემის შესახებ. საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, ეტიუდის გამოცემა გადაედოთ. სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, თავმჯდომარის ამხანაგი ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, მდივანი ვარლამ ბურჯანაძე და პარმენ მიხეილის ძე კახიანი.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წლის 12 იანვრის წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომაზე განიხილეს პრეზიდიუმის წინადადება „სურამის ციხის“ გამოცემის შესახებ. პრეზიდიუმის აზრით, უნდა დაბეჭდილიყო 2000 ცალი. გამოცემა სავარაუდოდ 450 მანეთი დაჯდებოდა. საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, „სურამის ციხე“ გამოეცათ. სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, თავმჯდომარის ამხანაგი ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, მდივანი ვარლამ ბურჯანაძე და პარმენ მიხეილის ძე კახიანი.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წლის 12 იანვრის წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომას თავმჯდომარეობდა იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე. სხდომას დაესწრნენ: საზოგადოების მდივანი ვარლამ ბურჯანაძე, თავმჯდომარის ამხანაგი ნინო იოსების ასული ნაკაშიძე და საზოგადოების წევრი პარმენ მიხეილის ძე კახიანი.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის 12 იანვრის წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომაზე განიხილეს პრეზიდიუმის ინფორმაციული ხასიათის მოხსენება, საზოგადოების რეგისტრაციაში გატარების შესახებ. გამგეობამ დაადგინა: საზოგადოების სახელწოდება შეცვლილიყო შემდეგი სახელწოდებით: „წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოება“ და ამის შესახებ გაზეთში გამოეცხადებინათ, წერა-კითხვის საზოგადოების არქივი კი გადაეცათ უნივერსიტეტისთვის. სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, თავმჯდომარის ამხანაგი ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, მდივანი ვარლამ ბურჯანაძე და პარმენ მიხეილის ძე კახიანი.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წლის 18 იანვარს ყოფილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმის ბიბლიოთეკარის თანაშემწემ, ოლღა დემურიშვილმა წიგნების გამომცემელ და გამავრცელებელ საზოგადოებას მოსკოვში წასასვლელად ფულადი დახმარება სთხოვა. მისი ცნობით, პირი, ვისთან ერთადაც სურდა გამგზავრება, 25 იანვარს მიდიოდა. დემურიშვილმა საზოგადოებას სთხოვა, პასუხი მანამდე შეეტყობინებინა.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის 18 იანვარს ყოფილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმის ბიბლიოთეკარის თანაშემწე ოლღა დემურიშვილი წიგნების გამომცემელ და გამავრცელებელ საზოგადოებას სწერს, რომ წიგნსაცავ-მუზეუმის უნივერსიტეტისთვის გადაცემის შემდეგ მომსახურეთა შტატი უქმდება და ვინაიდან თბილისში სამსახურის დაწყება ძნელია, სურს მიიღოს მოსკოვში მყოფი ნათესავის წინადადება სამსახურთან დაკავშირებით და მასთან გაემგზავროს.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წლის 27 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმის ბიბლიოთეკარის თანაშემწე ოლღა დემურიშვილი სამსახურიდან განთავისუფლებას ითხოვს. იუწყება, რომ მოსკოვში მიდის, სადაც სამსახურს ჰპირდებიან.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წლის 31 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, კიტა აბაშიძემ თავისი ნაწერები საზოგადოებას უანდერძა. ვარლამ ბურჯანაძის აზრით, აბაშიძის ეტიუდები ცალ-ცალკე წიგნებად უნდა დაბეჭდილიყო. გამგეობა დათანხმდა.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წლის 31 იანვრის წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ცნობა, რომლის მიხედვით, თელავის წიგნის მაღაზია გრიგოლ ბურჭულაძეს უნდა შეემოწმებინა, თუმცა დროის უქონლობის გამო საქმის შესრულება ვერ შეძლო და რევიზია ივანე პაატაშვილს მიენდო.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წლის 31 იანვრის წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომაზე განიხილეს მასწავლებელ სვიმონ მჭედლიძის თხოვნა, საზოგადოების მაღაზიაში კრედიტის (30 მანეთის ოდენობის) გახსნის შესახებ. მჭედლიძე საზოგადოებას დაჰპირდა, რომ ყოველთვიურად ხუთ-ხუთ მანეთს შეიტანდა და ვალს გადაიხდიდა. გამგეობამ გადაწყვიტა, მისი თხოვნა დაეკმაყოფილებინა.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წლის 31 იანვრის წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ვასილ ივანეს ძე ქადეიშვილის თხოვნა საზოგადოების მიერ გამოცემული წიგნების საკომისიოს მიცემის შესახებ. მან პირობა დადო, რომ გაყიდვისთანავე თანხას საზოგადოებას ჩააბარებდა.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წლის 31 იანვრის წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ბიბლიოთეკარის თანაშემწე ოლღა დემურიშვილის განცხადება სამსახურიდან განთავისუფლებისა და ერთდროული დახმარების შესახებ. პრეზიდიუმმა დემურიშვილს მისცა 41 მანეთი (11 მანეთი სალიკვიდაციო, 30 მანეთი დახმარების სახით).

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წლის 31 იანვრის წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სილიბისტრო რომანოზის ძე თავართქილაძის თხოვნა საზოგადოების გამოცემების 30%-იანი ფასდაკლებით დათმობის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა თავართქილაძისთვის საზოგადოების გამოცემები მიეცა 25%-იანი ფასდაკლებით, 500 მანეთის ფარგლებში.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის 31 იანვრის წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ილიასეული სახლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში. აღმოჩნდა, რომ გასავალი აღემატებოდა შემოსავალს. სახლის გამგე – დავითაშვილი ითხოვდა ამ თანხას. გამგეობამ გადაწყვიტა, დავითაშვილისთვის სათანადო დოკუმენტები მოეთხოვა დახარჯული თანხის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცა თანხა. გამგეობამ დაადგინა, შუამდგომლობა აღეძრა ქალაქის აღმასკომის წინაშე ფულადი დახმარების შესახებ ილიასეული სახლის შესაკეთებლად. სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, თავმჯდომარის ამხანაგი ნინო იოსების ასული ნაკაშიძე და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის 2 თებერვალს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადეობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამგეობას სწერს, რომ საგანგებო სხდომაზე დაადგინეს უნივერსიტეტისთვის (შესანახად და სარგებლობისთვისაც) გადაეცათ ყოფილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების არქივი, რომელიც შეიცავდა საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმებს 1879 წლიდან 1920 წლამდე, ასევე სკოლებისა და ბიბლიოთეკების საქმეებს. თუ უნივერსიტეტის გამგეობა მიიღებდა ამ წინადადებას, შეეძლო წარმომადგენელი გაეგზავნა საქმეების ჩასაბარებლად. ხელს აწერს საზოგადოების მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის 3 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წიგნების გამომცემელ და გამავრცელებელ ქართველთა საზოგადოებას სწერს, რომ უნივერსიტეტის გამგეობას უფლება აქვს გადმოცემული წიგნსაცავ-მუზეუმი მის განკარგულებაში მყოფ სხვა წიგნსაცავ-მუზეუმს შეუერთოს და მხოლოდ კატალოგებში აღნიშნოს რომელი წიგნი ეკუთვნოდა წიგნების გამომცემელ და გამავრცელებელ ქართველთა საზოგადოებას. ხელს აწერს უნივერსიტეტის პროფესორი კორნელი სამსონის ძე კეკელიძე.