ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45319

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ კირაკოზას ფსევდონიმით დავით ნიკოლოზის ძე ავალიანის კორესპონდენცია „ს. ნიგოითი, სოფლის დაწინაურება“ გამოქვეყნდა, რომელშიც ნიგოითის დიდ ბაზრობაზე იყო მოთხრობილი, სადაც მუშტარი და მოვაჭრეები სამტრედიიდან და კულაშიდანაც ჩამოდიოდნენ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 17 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ხორშელის ფსევდონიმით სპირიდონ ნორაკიძის კორესპონდენცია „ს. ხორში, ბანქოს მოთამაშენი“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, განსვენებული ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილის მიერ შეწირული 560 წიგნის ბაზაზე დუშეთში ფასიანი სამკითხველო და წიგნთსაცავი დაარსდებოდა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 17 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ჩრდილოეთში მივლინებით მყოფი დეკანოზი იოანე სერგიევი საქართველოში ბრუნდებოდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 17 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სასულიერო მმართველობამ დეკანოზი პოლიევქტოს კარბელაშვილი თბილისის ანჩისხატის ეკლესიის მღვდლად აკურთხა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 20 ივლისს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი თბილისში სტუმრობას და იმავე საღამოს კოჯრის სააგარაკო სახლში დაბინავებას აპირებდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 12 ივლისს სამტრედიის საზაფხულო თეატრში მოყვარულმა მსახიობებმა რაფიელ ერისთავის კომედია „ჯერ დაიხოცნენ, მერე დაქორწილდნენ“ წარმოადგინეს, რომელშიც მთავარ როლებს ვ. კვალიევისა, ნ. კანდელაკისა, ვ. ჭრელაშვილი და ვ. ზალდასტანოვი ასრულებდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 12 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სიმონ დავითის ძე ოთხმეზურმა ოზურგეთის ბიბლიოთეკას 2 მანეთის ღირებულების წიგნები შესწირა.

1894

ტიპი: ავტორობა

დუტუ მეგრელმა მოთხრობებისა და პიესების უმეტესი ნაწილი 1894 წელს გადასახადთა ინსპექტორად დანიშვნამდე და ამ პოზიციაზე მსახურობის პირველ წლებში შექმნა.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს გადასახადების ინსპექტორად დანიშვნის შემდეგ დუტუ მეგრელმა მხოლოდ ორიოდე დრამატული პოემა და მცირე რაოდენობით ლექსები შეთხზა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს გადასახადების ინსპექტორად დანიშნული 26 წლის დუტუ მეგრელი მთელ დროს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას უთმობდა.

1930

ტიპი: ღონისძიება

1930 წლის 27 მაისს საქართველოს მწერალთა ფედერაციის პრეზიდიუმმა დუტუ მეგრელს №244 მიმართვის სახით დაავალა ავტობიოგრაფიული შენიშვნების დაწერა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს დუტუ მეგრელის მეუღლე ანასტასია ერისთავი შვილებთან ერთად გორიდან თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის მაისში დუტუ მეგრელის მოთხრობა „საცოდავნი“ დაიბეჭდა გაზეთში „ივერია“.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავამ დაწერა ავტობიოგრაფია.

1867

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1867 წლის 14 მაისს წყალტუბოს თემის სოფელ ხომულში დაიბადა იაკობ ფანცხავა.

1876

ტიპი: განათლება

1876 წელს იაკობ ფანცხავამ სწავლა დაიწყო ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომელიც შედგებოდა სამი მოსამზადებელი და ოთხი ძირითადი კლასისგან.

1876

ტიპი: განათლება

1876 წლის პირველი სექტემბრიდან 1883 წლის პირველ ივნისამდე იაკობ ფანცხავა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა.

1883

ტიპი: განათლება

1883 წელს იაკობ ფანცხავამ ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის მთლიანი კურსი დაამთავრა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წლის აგვისტოში იაკობ ფანცხავამ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მისაღები გამოცდები ჩააბარა.

1883

ტიპი: განათლება

1883 წლის აგვისტოში წარმატებით ჩაბარებული გამოცდის შემდეგ იაკობ ფანცხავა ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მესამე კლასში მიიღეს.

1883

ტიპი: განათლება

1883-89 წლებში იაკობ ფანცხავა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა.

1889

ტიპი: განათლება

1889 წლის ივნისში იაკობ ფანცხავამ ქუთაისის კლასიკური გიმნაზია დაამთავრა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის სექტემბერში იაკობ ფანცხავა ოდესაში გაემგზავრა.

1889

ტიპი: განათლება

1889 წლის სექტემბერში იაკობ ფანცხავამ ოდესის ნოვოროსიისკის უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა ბუნებისმეტყველების მიმართულებით.