ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45319

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს „პურ-ღვინოს“ პატრონი ალექსანდრე თოიძე იაკობ ფანცხავას ოთხი თვის განმავლობაში ნისიად არჩენდა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლისთვის ლეტურნოს არც ერთი თხზულება არ იყო რუსულად თარგმნილი, ამიტომ იაკობ ფანცხავას ავტორის „სოციოლოგიის“ წაკითხვა ფრანგულ ენაზე უხდებოდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს იაკობ ფანცხავა ქალაქ ნიკოლაევში გადავიდა საცხოვრებლად და სამუშაოდ.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის აპრილში იაკობ ფანცხავა ნიკოლაევში ბუღალტრის თანამდებობაზე მუშაობას შეუდგა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის აპრილში იაკობ ფანცხავა სახბანკის ქალაქ ნიკოლაევის განყოფილების გამგესთან გამოცხადდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს სანდრო გუგუშვილმა იაკობ ფანცხავას ამცნო, რომ ფოთის ქალაქისთავი ნიკო ნიკოლაძე მას ქალაქის თვითმმართველობაში სამუშაოდ ეპატიჟებოდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს იაკობ ფანცხავამ სახბანკის ნიკოლაევის განყოფილების გამგეს გადასცა განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის აპრილიდან ერთი წლის განმავლობაში იაკობ ფანცხავა მსახურობდა ბუღალტრის თანამდებობაზე სახბანკის ნიკოლაევის განყოფილებაში.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს იაკობ ფანცხავა ქალაქ ნიკოლაევიდან ქალაქ ფოთში გადავიდა სამუშაოდ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 27 აპრილს იაკობ ფანცხავა გამოცხადდა ფოთის ქალაქისთავ ნიკო ნიკოლაძესთან.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს იაკობ ფანცხავა სახბანკის ნიკოლაევის განყოფილების ბანკის თანამშრომლებს გამოემშვიდობა და სამსახურიდან წავიდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 27 აპრილს ნიკო ნიკოლაძემ იაკობ ფანცხავა დანიშნა ქალაქ ფოთის გამგეობისა და ქალაქის საბჭოს მდივნად.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს იაკობ ფანცხავა მუშაობდა ქალაქ ფოთის გამგეობის უფროს ბუღალტრად.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს ნიკო ნიკოლაძემ იაკობ ფარცხავა დანიშნა ქალაქ ფოთის გამგეობის უფროს ბუღალტრად.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 27 აპრილიდან იაკობ ფანცხავა მუშაობდა ფოთის გამგეობისა და ქალაქის საბჭოს მდივნად.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წელს იაკობ ფანცხავა აირჩიეს ფოთის ქალაქისთავის მოადგილედ.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900-1906 წლებში იაკობ ფანცხავა იყო ფოთის ქალაქისთავის მოადგილე.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის პირველ იანვარს იაკობ ფანცხავა დაინიშნა ქუთაისის ქალაქისთავის მოადგილედ.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907-1910 წლებში იაკობ ფანცხავა იყო ქუთაისის ქალაქისთავის მოადგილე.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის მაისში ჟანდარმერიამ ხელმეორედ გაჩხრიკა იაკობ ფანცხავა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის მაისში ჩხრეკისას ჟანდარმერიამ იაკობ ფანცხავას სახლიდან უამრავი წიგნი წაიღო.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 31 მარტს იაკობ ფანცხავა ქუთაისიდან თბილისში გადავიდა სამუშაოდ.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის მაისში ჩხრეკისას ჩამორთმეული წიგნები ჟანდარმერიამ იაკობ ფანცხავას რამდენიმე დღეში დაუბრუნა.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის მაისში იაკობ ფანცხავა ქუთაისის მიხეილის სახელობის საადგილმამულო ბანკის გამგეობის წევრად აირჩიეს.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის აგვისტოში ქუთაისის საადგილმამულო ბანკის გამგეობამ და ზედამხედველმა კომიტეტმა იაკობ ფანცხავა თბილისში მიავლინა ამავე ბანკის თბილისის განყოფილების გამგედ.