ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45319

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წლის 24 მაისს აკაკი ჩხენკელი უგზავნის მილოცვის წერილს ჩილეს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს არტურო ალემპარტეს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის რწმუნებათა სიგელების გადაცემასთან დაკავშირებით.

1928

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1928 წლის 9 ივნისს ტიციან ტაბიძემ ბართლომე ბიბინეიშვილს მისწერა და სთხოვა, გამოეწერა მისთვის ჰონორარი 25 მანეთის ოდენობით, რომელიც ლევ ტოლსტოის „ჰაჯი-მურატის“ თარგმანისთვის ერგებოდა.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის 17 ივნისს დავით შარაშიძემ დედას, ნინო ქიქოძეს საფრანგეთიდან (პარიზი) საქართველოში გაუგზავნა ღია ბარათი და აცნობა, რომ დაოჯახებას აპირებდა. წერილში აღწერდა საცოლეს, ელენე ტუსენს და წუხდა თავის სიღარიბეზე.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წლის 12 ივლისს მოსე ჯანაშვილმა x საუკუნის ბარალაის საგალობლის ტექსტი 5 ფოტოთი გაუგზავნა აკადემიკოს ნიკო მარს.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წლის 28 ივლისს დავით შარაშიძემ საფრაგეთიდან საქართველოში ღია ბარათი გაუგზავნა დედას, ნინო ქიქოძეს და შეატყობინა, რომ 18 აგვისტოს ის და ელენე ტუსენი დაქორწინდებოდნენ.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წლის 28 ივლისს დავით შარაშიძემ საფრაგეთიდან საქართველოში დედას, ნინო ქიქოძეს მისწერა, რომ დაოჯახების შემდეგ პარიზში იცხოვრებდა და რომ საცოლის, ელენე ტუსენის მამა ჯერ ნანახი არ ჰყავდა.

1928

ტიპი: განათლება

1928 წლის პირველ სექტემბერს ქრისტინე შარაშიძემ ბორჯომიდან ბახვში გაგზავნილი წერილით მშობლებს შეატყობინა, რომ ერთი გამოცდა ჩაბარებული ჰქონდა, ერთს ორშაბათს აბარებდა და რჩებოდა შედარებით სერიოზული ორი გამოცდა.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წლის 15 სექტემბერს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი და მისი მეუღლე მადლობას უხდიან ჩილეს მინისტრსა და მის მეუღლეს 18 სექტემბერს ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ ზეიმზე მოწვევისათვის. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს მისვლას, ხოლო მისი მეუღლე ვერ დაესწრება.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წელს საქართველოს პროფკავშირების საბჭომ არ დააკმაყოფილა საქართველოს მწერალთა ფედერაციის პრეზიდიუმის შუამდგომლობა მწერალ დუტუ მეგრელისათვის „შრომის გმირის“ წოდების მინიჭების შესახებ.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წლის 20-22 სექტემბერს საქართველოს მწერალთა ფედერაციის პრეზიდიუმმა საქართველოს პროფკავშირების საბჭოსთან უშუამდგომლა დუტუ მეგრელს „შრომის გმირის“ წოდების მისანიჭებლად.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წლის 20-22 სექტემბერს საქართველოს მწერალთა ფედერაციის პრეზიდიუმმა საქართველოს პროფკავშირების საბჭოს გაუგზავნა დუტუ მეგრელის ნახიჩევანსა და ერევანში მუშაობის პერიოდის დახასიათებები.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წლის 1-ელ ოქტომბერს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი მადლობას უხდის კანადის მინისტრსა და მის მეუღლეს 2 ოქტომბერს მაკენზი კინგის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე მიწვევისათვის. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს დასწრებას.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი ულოცავს კანადის ელჩ ფილიპე როის მეფე ჯორჯ მეხუთის მიერ დადასტურებული რწმუნებათა სიგელების გადაცემას საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის და გამოთქვამს ოფიციალური თანამშრომლობის სურვილს.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წლის 27 ოქტომბერს მთავრობის დადგენილების აღსრულება დაევალა რაფიელ ივანიცკი-ინგილოს. იგი ევ. გეგეჭკორს სწერს, რომ შესაძლოა იტალიის მთავრობის წარმომადგენელმა მასთან შეხვედრა მოისურვოს, ამ შემთხვევისთვის კი ურიგო არ იქნებოდა შესაფერისი მანდატი ჰქონოდა, როგორც საქართველოს მთავრობის რწმუნებულს. რაფიელ ივანიცკი გეგეჭკორს სთხოვს, რომ ამის თაობაზე საკითხი აღძრას მთავრობაში.

1928

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1928 წლის 16 ნოემბერს კ. დ. მაჭავარიანმა გიგო შარაშიძეს მისწერა წერილი, რომლის თანახმადაც გიორგი მაჭავარიანი და კ. დ. მაჭავარიანი ძმები იყვნენ.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის 16 ნოემბერს კ. დ. მაჭავარიანმა გიგო შარაშიძეს მისწერა, რომ ცხოვრობდა ბათუმის პარტიული სკოლის ერთ ოთახში, საიდანაც გაგდებით ემუქრებოდნენ.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის 16 ნოემბერს კ. დ. მაჭავარიანმა გიგო შარაშიძეს მისწერა წერილი, რომლის თანახმადაც ნოე შველაძე და კ. დ. მაჭავარიანი ერთსა და იმავე დაწესებულებაში მუშაობდნენ.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის 16 ნოემბერს კ. დ. მაჭავარიანმა გიგო შარაშიძეს მისწერა, რომ ფეხი მოიტეხა და ლოგინად ჩავარდა, ახლობლები კი არ ნახულობდნენ.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის 16 ნოემბერს ბათუმიდან კ. დ. მაჭავარიანმა ბახვში გიგო შარაშიძეს წერილი გაუგზავნა და სლავინსკის მიერ ბახვის სასწავლებლის მდგომარეობით დაინტერესების შესახებ შეატყობინა.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის 17 ნოემბერს კ. დ. მაჭავრიანმა ბათუმიდან ბახვში წერილი გაუგზავნა გიგო შარაშიძეს, შეატყობინა, რომ ნიკო ჯაყელის მეუღლე ავად იყო და ექიმებს მისი გადარჩენის იმედი აღარ ჰქონდათ.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წლის 17 ნოემბერს კ. დ. მაჭავარიანმა ბათუმიდან ბახვში გაგზავნილი წერილით გიგო შარაშიძეს ალექსანდრე მგელაძის ავადმყოფობის შესახებ შეატყობინა.

1928

ტიპი: თანამდებობა

1928 წლის 17 ნოემბერს კ. დ. მაჭავარიანის გიგო შარაშიძისადმი გაგზავნილი წერილის თანახმად, ბათუმში კ. დ. მაჭავარიანის შემდეგ სკოლის გამგედ გასპარიანცი დაინიშნა.

1928

ტიპი: გარდაცვალება

1928 წლის 17 ნოემბერს კ. დ. მაჭავარიანის გიგო შარაშიძისადმი გაგზავნილი წერილის თანახმად, ბათუმის სკოლის გამგე გასპარიანცი სომხებმა მოკლეს.