ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46388

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1889 წლებში, ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის პერიოდში, იაკობ ფანცხავამ წაიკითხა აკაკი წერეთლის ლექსების კრებული.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის ზაფხულში გორის მაზრაში მომუშავე ფილოქსერას პარტიას, რომლის რიგებში იაკობ ფანცხავაც ირიცხებოდა, არცერთი ფილოქსერა არ აღმოუჩენია.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს იაკობ ფანცხავას სამსახური არ ჰქონდა სოფელში და მთლიანად მშობლების ფინანსური მხარდაჭერით ცხოვრობდა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს იაკობ ფანცხავა სიამოვნებით დასთანხმდა გერასიმე ცაგარეიშვილის შეთავაზებას, ბათუმში ემუშავა მასწავლებლად, რადგან იმ დროს სამსახური არ ჰქონდა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს იაკობ ფაცხავა ბათუმში სამუშაოდ გადასვლის პარალელურად ამ ქალაქისა და მთლიანად აჭარის გაცნობას გეგმავდა.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893 წლამდე გერასიმე ცაგარეიშვილი იყო მასწავლებელი ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წლის 21 ივნისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში იაკობ ფანცხავა იხსენებს თავის მოგზაურობას სოფელ სამთავისში.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს საფილოქსერო პარტიაში მსახურობის პერიოდში იაკობ ფანცხავას მოვალეობა გორის მაზრის ვენახებში ფილოქსერას აღმოჩენა იყო.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს იაკობ ფანცხავამ თავი მიანება საფილოქსერო კომიტეტში სამსახურს იმ მიზეზით, რომ იგი არ დაამტკიცეს საფილოქსერო ექსპერტის თანაშემწის თანამდებობაზე.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წლის გაზაფხულზე საფილოქსერო კომიტეტი, რომელშიც იაკობ ფანცხავა ირიცხებოდა, სამსახურებრივი დავალებით აპირებდა ფილოქსერას მაძიებელთა გაგზავნას სხვადასხვა მაზრაში.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს იაკობ ფანცხავასთვის საფილოქსერო ექსპერტის თანაშემწის თანამდებობაზე უარის თქმის მიზეზი მის სახლში ქუთაისის ჟანდარმერიის ჩატარებული ჩხრეკის ცნობა გახდა.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის ივნისში ალიოზ ბაღდანის ძე შიხინოვი ფრანგების სასაფლაოზე დაკრძალეს.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 1-ელ ივლისს თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძეს სამწერლო მოღვაწეობის 35 წლისთავი უსრულდებოდა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ ხარკოვში ცნობილი მემამულის ოჯახში გუვერნიორად დაიწყო მუშაობა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 26 ივნისს ბორჯომში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობასთან არსებულ სცენისმოყვარეთა წრეს ვალერიან გუნიას „და-ძმა“ უნდა წარმოედგინა.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის მაისში დიმიტრი არაყიშვილი მოსკოვიდან დასასვენებლად სოფელ ვასილიევში გაემგზავრა.

1915

ტიპი: მფლობელობა

1915 წელს ალიოზ ბაღდანის ძე შიხინოვს თბილისში აფთიაქი ჰქონდა გახსნილი.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს სანდრო შანშიაშვილი ყოველდღიურ გაზეთის, „საქართველოს“ რედაქტორ-გამომცემელი იყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 23 მაისს სახაზინო თეატრში ვაჟა-ფშაველას პატივსაცემად გამართულ წარმოდგენაზე გრიგოლ რცხილაძემ სიტყვა წარმოთქვა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს გრიგოლ რცხილაძე ქართული სიტყვაკაზმული საზოგადოების თავმჯდომარე იყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 23 მაისს სახაზინო თეატრში ვაჟა-ფშაველას ლექსები წაიკითხეს გრიგოლ რობაქიძემ, ნიკოლოზ ერისთავმა, ალექსანდრე იმედაშვილმა, ივანე ბუქურაულმა და სხვ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 23 მაისს სახაზინო თეატრში ვაჟა-ფშაველას პატივსაცემად გამართულ წარმოდგენაზე ივანე მაჭავარიანმა სიტყვა წარმოთქვა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 23 მაისს სახაზინო თეატრში ვაჟა-ფშაველას პატივსაცემად გამართულ წარმოდგენაზე იმღერა ივანე სარაჯიშვილმა, ასევე მიხეილ კავსაძის გუნდმა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 11 მაისს სახალხო სახლში ვალერიან გუნიას ხელმძღვანელობით გამართულ მეჯლისზე რომანოზ ბებიაშვილმა მერეჟუკოვსკის „ბუდა“ წაიკითხა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 17 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 13 მაისს სახალხო სახლში წარმოდგენილი „ოტელოს“ შესახებ.