ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46388

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 13 მაისს სახალხო სახლში ქართველ მსახიობთა ამხანაგობამ წარმოადგინა „ოტელო“ ალექსანდრე იმედაშვილის, ნუცა ჩხეიძის, პლატონ ჩიქვინიძის, იუზა ზარდალიშვილის, ზაქარია გომელაურის, გედევან გედევანოვის, ანეტა ქიქოძის, მიხეილ ჭიაურელის და სხვ. მონაწილეობით.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს სალომე ბეჟანის ასულ გურგენიძისამ ქართულ გიმნაზიას სხლითის მამულები შესწირა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 17 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ჭიჭინაძის, გიორგი თუმანიშვილის, აღალო თუთაევისა და ვასილ ბალანჩივაძის კოტე მესხისადმი მიძღვნილი სიტყვები.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 17 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბაურის სტატიის „სახალხო თეატრის ისტორია“ II ნაწილი.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის გაზეთ „დროების“ №13-15-ში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის წერილი „მასწავლებელი და მისი მოვალეობანი“.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 19 მარტს იაკობ ფანცხავა აირჩიეს თბილისის ფინსახკომის მოადგილედ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის გაზეთ „ივერიის“ №6-ში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის წერილი „რა მოეთხოვება ქართულ ლიტერატურას?“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის გაზეთ „ივერიის“ №24-ში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის წერილი „ესღა აკლდათ ქართველ ქალებს“.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924-1929 წლებში იაკობ ფანცხავა ასრულებდა თბილისის ფინსახკომის მოადგილის მოვალეობას.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის ჟურნალის „მოამბის“ №4-ში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის წერილი „ქართული ფრთოვანი სიტყვები“.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს იაკობ ფანცხავა ქალაქ ნიკოლაევში იმყოფებოდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის ჟურნალ „მოამბის“ №10-ში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის წერილი „ცოლის იდეალი, გამოხატული ქართულ სახალხო პოეზიაში“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის გაზეთ „დროების“ №94-ში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის წერილი „ჩვენი ხალხური სიმღერების გამო“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის გაზეთ „ივერიის“ №75-ში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის წერილი „ჩვენი საერო პოეზიის შესახებ“.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წელს ალექსი მირიანაშვილმა გამოაქვეყნა საბავშვო მოთხრობები „იგავ-არაკნი“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 11 მაისს სახალხო სახლში ვალერიან გუნიას ხელმძღვანელობით მეჯლისი გაიმართა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 11 მაისს სახალხო სახლში ვალერიან გუნიას ხელმძღვანელობით გამართულ მეჯლისზე ალექსანდრე ახმეტელმა წაიკითხა მოხსენება ქართული ეროვნული თეატრის შესახებ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 11 მაისს სახალხო სახლში ვალერიან გუნიას ხელმძღვანელობით გამართულ მეჯლისზე გ. იორდანაშვილმა კინტაური იცეკვა, პავლე ფრანგიშვილმა შეასრულა „ურმული“ და იოსებ საღირაშვილმა თარზე დაუკრა.

1905

ტიპი: ღონისძიება

იაკობ ფანცხავას მიმართ პოლიციის დაწესებული ღია მეთვალყურეობა 1905 წელს შეწყდა რევოლუციისა და 19 ოქტომბრის მანიფესტის შედეგად.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის გაზეთ „ივერიის“ №203-ში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის მოთხრობა „ასული ლევან მეფისა“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 17 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 11 მაისს სახალხო სახლში ვალერიან გუნიას ხელმძღვანელობით გამართული მეჯლისის შესახებ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს იაკობ ფანცხავამ წერილობითი თანხმობა გაუგზავნა სანდრო გუგუშვილს ფოთის ქალაქის თვითმართველობაში მუშაობასთან დაკავშირებით.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის გაზეთ „ივერიის“ №157 და №158-ში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის მოთხრობა „ორი დობილი“.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის ნოემბერში იაკობ ფანცხავა აირჩიეს ქუთაისის ქალაქისთავად.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის გაზეთ „ივერიის“ №74 და №75-ში დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის მოთხრობა „იუდას კერძი“.