ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50556

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ნიკიფორე ბოჭორიშვილის ცნობით, 1881 წლის 20 ნოემბრისთვის სოფელ ბაღდათის სკოლაში სწავლობდა 30 მოსწავლე ვაჟი და 16 ქალი, მათგან 16 ღარიბი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 20 ნოემბერს ბაღდათის სკოლის მასწავლებელმა ნიკიფორე გრიგოლის ძე ბოჭორიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად მხოლოდ ერთხელ, ივნისში მიიღო წიგნები.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 20 ნოემბერს ბაღდათის სკოლის მასწავლებელმა ნიკიფორე ბოჭორიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სკოლისთვის საჭირო იყო „თვალსაჩინო სწავლის“ სახელმძღვანელო რუსულ ენაზე, სრული ქართული ლოცვების წიგნი, წელიწადის დროთა სურათები, ბუნების მოვლენების აღწერა რუსულ ენაზე, ნახევარსფეროების რუკა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 21 ნოემბერს მასწავლებელმა სამსონ თოლარაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება N16 კორცხელის სასოფლო სასწავლებლის შესახებ. გამგეობამ წერილი მიიღო 28 ნოემბერს.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 21 ნოემბერს კორცხელის სასოფლო სასწავლებლის პედაგოგმა სამსონ თოლარაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ წერილთან (N18) ერთად მიიღო 12 „დედა ენა“, 8 „ბუნების კარი“, 8 კალანდარიშვილის რუსული ენის სახელმძღვანელო, 8 „იგავ-არაკნი“, 10 ქართული წერის დედანი, 8 ასპიდის დაფა, 18 კალმისტარი, 36 ფანქარი, 1 ყუთი კალმები, 4 ½ ოზმა საწერი ქაღალდი და 20 გრიფილი. მან გამოგზავნილი წიგნები და სასწავლო ნივთები დაურიგა ღარიბ მოსწავლეებს, რომლებმაც ნივთების მიღების დასტურად ხელი მოაწერეს სპეციალურ ჟურნალში.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 21 ნოემბერს კორცხელის სასოფლო სასწავლებლის პედაგოგმა სამსონ თოლარაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ წერილთან (N18) ერთად სკოლის ბიბლიოთეკისთვის მიიღო თითო ცალი ახალი აღთქმა, „დავითნი“, დიდებულიძის „საღმრთო ისტორია“, „ვეფხისტყაოსანი“, „ბანჯგვლიანი ფუტკარი“ და 2-2 ცალი ნ. ბარათაშვილის ლექსები, ი. გოგებაშვილის „დარიგება“, „არითმეტიკული გამოცანები“ და მ. ყიფიანის „არითმეტიკა“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 21 ნოემბერს მასწავლებელმა სამსონ თოლარაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას მისწერა, რომ კორცხელის სასოფლო სასწავლებლისთვის საჭირო იყო: „დედა ენა“, „ბუნების კარი“, „საღმრთო ისტორია“, როდნოე სლოვო, I და II ნაწილი. ევტუშევსკის „არითმეტიკა“, I ნაწილი, დეკანოზ სოკოლოვის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო, რომელიც შეიცავდა ლოცვებს, მცნებებს, მრწამსს განმარტებებით, ქართული წერის დედანი, ასპიდის დაფები, კალმისტრები, ფანქრები, ცარცი, კალმები, მელანი, გრიფილები, საწერი ქაღალდი. ხოლო ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად საჭირო იყო: 15 ც. „დედა ენა“, 2 ც. „ბუნების კარი“, 12 ც. „საღმრთო ისტორია“, 12 ც. ევტუშევსკის „არითმეტიკა“, 14 ც. „ლოცვანი“, 10 ც. „როდნოე სლოვო“, I ნაწილი, 7 ც. II ნაწილი, 12 ც. ქართული წერის დედანი, 15 ასპიდის დაფა, აგრეთვე სხვა სასწავლო ნივთები: კალმები, ფანქრები, ქაღალდი, მელანი, გრიფილები და ცარცი.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ სამსონ თოლარაძის ცნობით, 1881 წლის 21 ნოემბრისთვის კორცხელის სასოფლო სასწავლებელში სწავლობდა 22 ღარიბი მოსწავლე.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 21 ნოემბერს სოფელ ხევის სკოლის მასწავლებელმა ვასილ ჯგვიშიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება N152 სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ სამსონ თოლარაძის ცნობით, 1881 წლის 21 ნოემბრისთვის კორცხელის სასოფლო სასწავლებელში სწავლობდა 33 ვაჟი და 2 ქალი, სულ 35 მოსწავლე.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ვასილ ჯგვიშიას ცნობით, 1881 წლის 21 ნოემბრისთვის სოფელ ხევის სკოლაში სწავლობდა 50 მოსწავლე ვაჟი, მათგან 15 ღარიბი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 22 ნოემბერს წალენჯიხის სკოლის მასწავლებელმა რომანოზ ბესარიონის ძე გაგუამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 22 ნოემბერს სოფელ კირცხის მასწავლებელმა გიორგი ცერცვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წერილობით აცნობა სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ რომანოზ გაგუას ცნობით, 1881 წლის 22 ნოემბრისთვის წალენჯიხის სკოლის 48 მოსწავლე ვაჟიდან უკიდურესად ღარიბი იყო 23 მოსწავლე, რომელთაც არ შეეძლოთ სწავლის გაგრძელება სკოლაშიც კი სიღარიბის გამო.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ რომანოზ გაგუას ცნობით, 1881 წლის 22 ნოემბრისთვის წალენჯიხის სკოლაში სწავლობდა 48 მოსწავლე ვაჟი და არცერთი ქალი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 22 ნოემბერს წალენჯიხის სკოლის მასწავლებელმა რომანოზ გაგუამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობა, რომ გამგეობისგან წიგნები ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად არასდროს გამოგზავნილა, როგორც სკოლის ჟურნალიდანაც ჩანდა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 22 ნოემბერს მასწავლებელი რომანოზ გაგუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას სწერს, რომ წალენჯიხის სკოლისთვის საჭირო იყო და ღარიბ მოსწავლეთათვის უნდა გამოეგზავნათ თითოეულისთვის თითო ეგზემპლარი I და II ნაწილი „როდნოე სლოვო“, „დედა ენა“, ასპიდის დაფა და ფანქარი, ჯამში – 23 „დედა ენა“, 23 „როდნოე სლოვო“, 23 ასპიდის დაფა თავისი გრიფელებითურთ და 23 ფანქარი.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ გიორგი ცერცვაძის ცნობით, 1881 წლის 22 ნოემბრისთვის სოფელ კირცხის სკოლაში სწავლობდა 40 მოსწავლე, მათგან სამი მეოთხედი ძალიან ღარიბი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 22 ნოემბერს მასწავლებელი გიორგი ცერცვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აუწყებს, რომ სოფელ კირცხის სკოლას სჭირდება შემდეგი სასწავლო სახელმძღვანელოები და ნივთები: „რუსკოე სლოვო“ I ნაწილი – 30, II ნაწილი – 8 ეგზემპლარი, „დედა ენა“ – 30, „ბუნების კარი“ – 8, 30 ასპიდის დაფა და გრიფელები, 30 ფანქარი, 30 დასტა საწერი ქაღალდი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 22 ნოემბერს მასწავლებელმა გიორგი ცერცვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სოფელ კირცხის სკოლას არავითარი სახელმძღვანელო და სასწავლო ნივთები არ მიუღია სასწავლო წლის განმავლობაში.

1881

ტიპი: ავტორობა

სოფელ შემოქმედის პედაგოგის, ანტონ ცეცხლაძის ცნობით, 1881 წლის 23 ნოემბრის მდგომარეობით სკოლის ღარიბ მოსწავლეთა რიცხვი იყო 43, მათ შორის იყვნენ აზნაურებიც.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 23 ნოემბერს სოფელ შემოქმედის სკოლის მასწავლებელმა ანტონ ცეცხლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა ცნობები სკოლის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 23 ნოემბერს მასწავლებელ ანტონ ცეცხლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ გამგეობის ბრძანებისამებრ, რომელიც მიიღო 22 ნოემბერს, მომავალი წლიდან სოფელ შემოქმედის სკოლის შესახებ ცნობებს წარადგენდა ყოველი წლის 1-ელ მარტს.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 23 ნოემბერს სოფელ შემოქმედის მასწავლებელმა ანტონ ცეცხლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ყურადღებას აქცევდა, სკოლაში დარიგებულ წიგნებს მოსწავლეები გაფრთხილებოდნენ. მან რამდენიმე ეგზემპლარი აჩუქა ძალიან ღარიბ, მაგრამ კარგი ყოფაქცევის და ბეჯით მოსწავლეებს.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 23 ნოემბერს სოფელ შემოქმედის სკოლის მასწავლებელმა ანტონ ცეცხლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ 1881 წლის 29 აპრილს სკოლამ მიიღო „ბუნების კარი“ – 5, „დედა ენა“ – 25, გ. კალანდარიშვილის „პირველ დასაწყისი კურსი რუსული ენისა ქართველთათვის“ – 10, ა. ჯუღელის „წერის სასწავლო დედანი“ – 29.