ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46348

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 7 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე კოტე აბდუშელიშვილმა გამგეობას მოახსენა, რომ აკაკის სახლი სხვიტორში ბინად უნდოდა. მას არ სურდა, იქ მეფუტკრეობის სკოლა გაეხსნათ. გამგეობამ მიწათმოქმედების კომისიის მოადგილესთან საქმის არსის გარკვევა მდივანს დაავალა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 7 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ განათლების კომისარიატისთვის რეკვიზიციით წაღებული საქონლიდან გაუყიდავად დარჩენილი წიგნების მოთხოვნის საკითხი დასვა. გამგეობამ დაადგინა, განათლების კომისარიატისთვის მიეწერა და წიგნები მოეთხოვა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 9 სექტემბერს ნინო ნაკაშიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე საქართველოს ხელოვანთა კავშირის კომიტეტმა საზოგადოების წარმომადგენელი არტურ ლეისტის 40 წლის იუბილეს მოსაწყობად დაგეგმილ საგანგებო კრებაზე მიიწვია. კრება უნდა გამართულიყო იმავე დღის 19 საათზე ხელოვნების სასახლეში (სერგიევის ქუჩა N13-ში).

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 9 სექტემბერს ნინო ნაკაშიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების კავკავის განყოფილებამ გამგეობას სკოლისთვის 120 ცალი „დედა ენის“ I ნაწილი სთხოვა, 100 – II ნაწილი, 60 ცალი – „ქართველი მწერლების“ I და 40 – II ნაწილი. გამგეობამ კავკავის განყოფილების თხოვნა დააკმაყოფილა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 9 სექტემბერს ნინო ნაკაშიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე კავკავის ქართულმა საზოგადოებამ გამგეობას მთიელთა რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს წინაშე რეკომენდაცია სთხოვა რამდენიმე საკითხის მოსაგვარებლად – აღდგენილიყო საზოგადოების კავკავის განყოფილება,  სკოლის შენობა გათავისუფლებულიყო მუნიციპალიზაციისგან და განათლების სამინისტროს აღმოეჩინა მატერიალური დახმარება. გამგეობამ კავკაველ ქართველებს დახმარება აღუთქვა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 9 სექტემბერს ნინო ნაკაშიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ივანე ელიაშვილი და ვარლამ ბურჯანაძე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დარ. მამარდაშვილმა და გიგა მატარაძემ მოხსენება წაიკითხეს ბაქოს ქართული სკოლის შენობის დაცვისა და საზოგადოების განყოფილების აღდგენის შესახებ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე კოტე აბდუშელიშვილმა გამგეობას მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის სატყეო განყოფილებისთვის აკაკის სახლის გადაცემის შესახებ 4 აგვისტოს მიღებული დადგენილების გაუქმება სთხოვა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე კოტე აბდუშელიშვილმა გამგეობას სხვიტორში, აკაკის სახლში, იპოლიტე ვართაგავას, გიმნაზიის გამგე პეტრე წერეთლის, მაზრის აღმასკომის თავმჯდომარე ა. ვაშაძისა და ჭიათურის აღმასკომის თავმჯდომარის, ვ. გოგიბერიძის შეკრება სთხოვა. აბდუშელიშვილს სურდა, ისინი ადგილზე გაცნობოდნენ ადგილობრივი მთავრობის წინადადებას აკაკის სახლის შეკეთებისა და იქ ქალთა სკოლის გახსნის შესახებ. გამგეობამ ამ საკითხის განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადადო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 14 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ ივანე ელიაშვილს 18 სექტემბერს მწერალთა სასახლეში არტურ ლეისტის 40 წლის იუბილეს დასაგეგმად დანიშნულ კრებაზე დასწრება სთხოვა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 14 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას მოახსენა, რომ ცუდი გზების გამო მან დასასვენებლად წასვლა ვერ მოახერხა და სამი დღის შემდეგ გაემგზავრებოდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 14 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას მოახსენა, რომ მან და გრიგოლ პატარაიამ წიგნებს ფასები მიუმატეს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 14 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას შესთავაზა, რომ შვებულებაში გასვლის შემდეგ მის ნაცვლად ვინმე დღიურად სამუშაოდ მიეწვიათ. გამგეობამ ბურჯანაძის წინადადება მიიღო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 14 სექტემბერს ნინო ნაკაშიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ივანე ელიაშვილი და ვარლამ ბურჯანაძე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 14 სექტემბერს ნინო ნაკაშიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წიგნსაცავ-მუზეუმის საკითხის გადასაწყვეტად საზოგადო კრების დანიშვნის საკითხი დასვეს. გამგეობის დადგენილებით კრება 22 ოქტომბერს, 11 საათზე, დაინიშნა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 14 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ გამგეობას მოახსენა, რომ დაამზადეს 3 200 რვეული და გამგეობას შესთავაზა, ცალი რვეული 3 000 მანეთად გაეყიდათ. გამგეობამ ბურჯანაძის წინადადება მიიღო.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 15 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომას დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე და გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი ესწრებოდნენ.

1922

ტიპი: ნასამართლეობა

1922 წლის 17 სექტემბერს 42 წლის გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძე დააპატიმრეს თბილისში, საკუთარ სახლში, ყვარლის ქ. N14-ში.

1922

ტიპი: თანამდებობა

ცეკავშირის თანამშრომელი გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძე დამამზადებელი განყოფილების გამგის მოადგილის თანამდებობას ასრულებდა, როდესაც დააკავეს. ამის გამო საგანგებო კომისიის თავმჯდომარეს ცეკავშირის თანამშრომლებმა მისწერეს წერილი პატიმრობიდან მისი განთავისუფლების შესახებ. ურუშაძეს არ ჰქონდა მოწმობა, რომელიც საზღვარგარეთ გასვლის უფლებას აძლევდა.

1922

ტიპი: პირადი ურთიერთობა

გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძეს ჰყავდა: მამა ქრისტეფორე, 80 წლის, მცხოვრები ლიხაურში; დედა ეკატერინე, 65 წლის, მცხოვრები ლიხაურში; ცოლი ოლგა, 37 წლის, მცხოვრები თბილისში, ყვარლის ქ. N14-ში; შვილი მადლენი, 14 წლის, მოსწავლე; ძმა ალბერტი, 27 წლის.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 19 სექტემბერს საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სწერდა, რომ სახალხო კომისრის, სილიბისტრო თოდრიას განკარგულებით, ოლღა ჭავჭავაძეს შემწეობის სახით საგურამოს მამულის საოპერაციო ხარჯებიდან ყოველთვიურად მილიონნახევარი მანეთი დაენშნა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 5 ოქტომბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნინო ნაკაშიძე და საპატიო წევრი დავით კარიჭაშვილი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 5 ოქტომბერს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საინჟინრო ათასეულის სამხედრო კომისარმა გამგეობას ათასეულის ბიბლიოთეკისთვის ქართული წიგნები სთხოვა. გამგეობამ დაადგინა, მათი გამოცემული წიგნების თითო ეგზემპლარი გაეგზავნა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 5 ოქტომბერს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე პოლიტიკური განათლების მთავარმა მმართველობამ გამგეობას სოფლების ბიბლიოთეკა-სამკითხველოებისთვის ფასდაკლებით წიგნები სთხოვა. გამგეობამ დაადგინა, მიეცა მისთვის წიგნები 10%-იანი ფასდაკლებით.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 5 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბათუმის ვაჟთა გიმნაზიის VIII კლასის მოსწავლე სულეიმან კაიკაციშვილმა გამგეობას მთელი წლისთვის ერთდროული დახმარება 8 მილიონი მანეთი სთხოვა. გამგეობამ დაადგინა, მისთვის სახელმწიფო ბანკით ყოველთვიურად მილიონი მანეთი გაეგზავნა.