ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46348

1922

ტიპი: ღონისძიება

1922-1925 წლებში დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, ალექსი მირიანაშვილი თანამშრომლობდა სერგეი მესხის გაზეთ „დროებასთან“, ილია ჭავჭავაძის გაზეთ „ივერიასთან“, ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის ჟურნალ „ივერიასთან“ და გაზეთებთან „ცნობის ფურცელი“ და „სახალხო ფურცელი“.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922-1925 წლებში დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, ალექსი მირიანაშვილის თხზულებები იბეჭდებოდა ალექსანდრე ჭყონიასა და შემდგომში ალექსანდრე ჯაბადარის ჟურნალ „მოამბეში“, გრიგოლ დიასამიძის გაზეთ „თემში“, ალექსანდრე ნებიერიძის ჟურნალ „თეატრში“ და იოსებ იმედაშვილის ჟურნალ „თეატრი და ცხოვრებაში“.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922-1925 წლებში დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, ალექსი მირიანაშვილის თხზულებები იბეჭდებოდა საბავშვო ჟურნალებში, კერძოდ, ანდრია ღულაძის „ნობათში“, ანასტასია წერეთლის „ჯეჯილში“, მარიამ დემურიასა და შემდგომში ნინო ნაკაშიძის „ნაკადულში“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922-1925 წლებში დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, ალექსი მირიანაშვილმა დაწერა სხვადასხვა ხასიათის თხზულება: ისტორიული, კრიტიკული, პუბლიცისტური, ბიბლიოგრაფიული, სალიტერატურო, მოთხრობები და სხვა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922-1925 წლებში დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, ალექსი მირიანაშვილმა განსაკუთრებული ადგილი თავის შემოქმედებაში საბავშვო მოთხრობების წერას დაუთმო.

1922

ტიპი: ავტორობა

1922-1925 წლებში დაწერილ ავტობიოგრაფიაში ალექსი მირიანაშვილი გამოთქვამდა აზრს, რომ საბავშვო მოთხრობათა მოზარდებისთვის მიწოდება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 14 დეკემბერს ალექსი მირიანაშვილი ავად გახდა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს ავადმყოფობამ შეაფერხა ალექსი მირიანაშვილის ყოველგვარი საქმიანობა.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლით დათარიღებული ბაგრატ მირიანაშვილის მინაწერიდან, რომელიც მან დაურთო თავისი ძმის, ალექსი მირიანაშვილის ავტობიოგრაფიას ირკვევა, რომ უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ალექსის გულის ასთმა აწუხებდა.

1925

ტიპი: გარდაცვალება

1925 წლის 27 აპრილს დიდუბის მწერალთა პანთეონში დაკრძალეს ალექსი მირიანაშვილი.

1925

ტიპი: გარდაცვალება

1925 წლის 24 აპრილს გარდაიცვალა ალექსი მირიანაშვილი.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922-1925 წლებში დაწერილი ალექსი მირიანაშვილის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მარიამ დემურია იყო საბავშვო ჟურნალ „ნაკადულის“ რედაქტორ-გამომცემელი.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922-1925 წლებში დაწერილი ალექსი მირიანაშვილის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ალექსანდრე ჭყონია იყო ჟურნალ „მოამბის“ რედაქტორ-გამომცემელი.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922-1925 წლებში დაწერილი ალექსი მირიანაშვილის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ალექსანდრე ჯაბადარი იყო ჟურნალ „მოამბის“ რედაქტორ-გამომცემელი.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922-1925 წლებში დაწერილი ალექსი მირიანაშვილის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ გრიგოლ დიასამიძე იყო გაზეთ „თემის“ რედაქტორ-გამომცემელი.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922-1925 წლებში დაწერილი ალექსი მირიანაშვილის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ალექსანდრე ნებიერიძე იყო ჟურნალ „თეატრის“ რედაქტორ-გამომცემელი.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922-1925 წლებში დაწერილი ალექსი მირიანაშვილის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ანდრია ღულაძე იყო საბავშვო ჟურნალ „ნობათის“ რედაქტორ-გამომცემელი.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 5 ივლისს დავით კლდიაშვილმა დაწერა ავტობიოგრაფია.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 5 ივლისს დავით კლდიაშვილი პიატიგორსკში იმყოფებოდა.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წელს სლავოჩინსკი იყო ქუთაისის გუბერნატორი.

1892

ტიპი: განათლება

1892 წელს ფილიპე მახარაძე ვარშავის საბეითლო ინსტიტუტში სწავლობდა.

1892

ტიპი: ნასამართლეობა

1892 წელს ვარშავის ჟანდარმერიამ ფილიპე მახარაძე დააპატიმრა აკრძალული ლიტერატურის ფლობა-გავრცელების გამო.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წელს ფილიპე მახარაძე ვარშავის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის წევრი იყო.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის აგვისტოში ქუთაისში გამართული საუნივერსიტეტო ქალაქების ქართველი სტუდენტობის დელეგატთა ყრილობის თავმჯდომარედ მიხეილ ხელთუფლიშვილი აირჩიეს.