ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47884

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 3 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ივანეს ძე ფერაძის სტატია „წერილები მეგობართან ქართველ მუსულმანების შესახებ“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 25 ივნისს ქართული დრამატული საზოგადოების საგანგებო კრებაზე ავადმყოფ რეჟისორს, ვალერიან ირაკლის ძე შალიკაშვილს, თვეში 50 მანეთის ოდენობის პენსია დაუნიშნეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 3 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აპოლონ სპირიდონის ძე ხაჟალიას ლექსი „გაზაფხული“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 3 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სიმონ გიორგის ძე გაჩეჩილაძის ლექსი „ქარიშხალს“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 3 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დემურ (დუშიკო) გიორგის ძე ფალავანდიშვილის თხზულება „ჩემი სიზმარი ახდა“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 25 ივნისს ქართული დრამატული საზოგადოების საგანგებო კრებაზე გადაწყდა, მსახიობ ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილისთვის წელიწადში 840 მანეთის ოდენობის პენსია დაენიშნათ.

1887

ტიპი: განათლება

1887 წელს თედო სახოკია ჟენევის უნივერსიტეტიდან პარიზის სორბონის უნივერსიტეტში გადავიდა სასწავლებლად.

1886

ტიპი: განათლება

1886 წელს, ივანე მაჭავარიანის რჩევით, თედო სახოკია ჟენევაში დარჩა სწავლის გასაგრძელებლად.

1886

ტიპი: განათლება

1886 წელს ჟენევაში სწავლის გასაგრძელებლად ჩასულმა თედო სახოკიამ ფრანგული ენა შეისწავლა და უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მიმართულებით ჩააბარა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წელს სააგრონომო საქმის შესასწავლად თედო სახოკია ჟენევაში გაემგზავრა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, თედო სახოკია გატაცებული იყო კომუნიზმით.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს სოხუმელ საზოგადო მოღვაწეს, ანთიმოზ ჯუღელს ურჩევია თედოს მამისთვის შვილის საზღვარგარეთ გაშვება სააგრონომო საქმის შესასწავლად.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში, თედო სახოკიას თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, თანდათან ძლიერდებოდა სოციალისტური მოძრაობა სასწავლებელში.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, თედო სახოკია ეცნობოდა რობერტ ოუენის „კოოპერაციას“ და სმაილსის „თვითმოქმედებას“.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, თედო სახოკიას მამა ყოველთვიურად 12 მანეთს უგზავნიდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში ვანო ადამია ოთახებს აქირავებდა თბილისის სასულიერო სემინარიის მოსწავლეებზე.

1884

ტიპი: მფლობელობა

1884-1885 წლებში ვანო ადამია გასაქირავებელ ნომრებს ფლობდა ძნელაძის ქუჩის დასაწყისში, თითქმის ბარიატინსკის ქუჩის კუთხეში.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, თედო სახოკია მიხა ცხაკაიასთან ერთად ქირაობდა ბინას ბარაიატინსკის ქუჩის კუთხეში.

1884

ტიპი: განათლება

1884-1885 წლებში მიხა ცხაკაია თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის მეორე წელს, თედო სახოკია გაეცნო სოციალიზმს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის მეორე წელს, ნათლისღების შემდეგ, თედო სახოკიამ ბინა იქირავა მიხა ცხაკაიასთან ერთად.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში მისი სწავლის პერიოდში, სემინარიელები ზაქარია ჭიჭინაძისგან თხოულობდნენ აკრძალულ წიგნებს.

1884

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1884-1885 წლებში ზაქარია ჭიჭინაძე დედასთან ერთად ცხოვრობდა მთაწმინდაზე.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, თედო სახოკიამ ფოტოგრაფისგან აკრძალულ მწერალთა ფოტოები შეიძინა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს, შობის დღესასწაულზე სოხუმში სტუმრობისას, თედო სახოკიამ მამასთან წაიღო ერთი ფოტოგრაფისგან შეძენილი „აკრძალულ“ მწერალთა ფოტოები.