ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50672

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 14 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ანა ივანეს ასული ვაჩნაძე ვლადიმერ დავითის ძე ვაჩნაძის დედა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 14 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ალექსანდრე სამსონის ძე ნიჟარაძე ქეთევან ვლადიმერის ასულ ვაჩნაძის მეუღლე იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 14 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ალექსანდრე სამსონის ძე ნიჟარაძე ვლადიმერ დავითის ძე ვაჩნაძის სიძე იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 14 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თამარა ვლადიმერის ასული ზედგინიძე ვლადიმერ დავითის ძე ვაჩნაძის ქალიშვილი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 14 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინო ვლადიმერის ასული კავილაძე ვლადიმერ დავითის ძე ვაჩნაძის ქალიშვილი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 14 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თამარა დავითის ასული ციციშვილი-ვაჩნაძისა დათა ვაჩნაძის მეუღლე იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 14 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თამარა დავითის ასული ციციშვილი-ვაჩნაძისა ვლადიმერ დავითის ძე ვაჩნაძის რძალი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 14 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე დათა ვაჩნაძე ვლადიმერ დავითის ძე ვაჩნაძის ვაჟი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 14 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ელენე ვახტანგის ასული მაჩაბელი-ვაჩნაძე ვლადიმერ დავითის ძე ვაჩნაძის მეუღლე იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 14 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბოდბის მონასტრის იღუმენია ნინო დავითის ასული ვაჩნაძე ვლადიმერ (ლადო) დავითის ძე ვაჩნაძის და იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 14 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქეთევან ვლადიმერის ასული ნიჟარაძე ვლადიმერ დავითის ძე ვაჩნაძის ქალიშვილი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 14 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ირაკლი ბაგრატის ძე ზედგინიძე ვლადიმერ დავითის ძე ვაჩნაძის სიძე იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 14 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პავლე პორფირის ძე კავილაძე ვლადიმერ დავითის ძე ვაჩნაძის სიძე იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 მარტის ჟურნალ „ვაზი და ღვინოში“ გამოქვეყნდა მიხეილ შალამბერიძის სტატია ღვინის წარმოშობისა და ყურძნის შემცველობის შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 მარტის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ნომერში გამოქვეყნდა ვ. რცხილაძის სტატია ვაზის გასხვლის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 მარტის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ცნობით, მეღვინე-მევენახეთა ყრილობის საბჭოს წევრებმა, ივანე ანდრონიკაშვილმა, ვასილ რცხილაძემ და გ. წინამძღვრიშვილმა მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას წარუდგინეს მოხსენება შაბიამნისა და გოგირდის ფასების მომატების შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 მარტის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ნომერში დასახელდნენ სარედაქციო კომისიის წევრები, რომლებიც მეღვინე-მევენახეთა ყრილობათა საბჭოს დავალებით აირჩნენ: ვასილ რცხილაძე, სოლომონ ჩოლოყაშვილი, გიორგი ბერიშვილი, გ. ყიფიანი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 მარტის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ნომერში მიხეილ შალამბერიძე ხსნის ღვინის დამწარების მიზეზს და მკითხველს ასწავლის დამწარების თავიდან აცილების გზებს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 მარტის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ცნობით, მეღვინე-მევენახეთა ყრილობათა საბჭოს მიზნის, ღვინის ლაბორატორიის გახსნის განხორციელება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, მაგრამ უნივერსიტეტის აგრონომიულ განყოფილებასთან კეთდება ზოგიერთი ანალიზი ქიმიკოს მიხეილ შალამბერიძის მიერ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 მარტიდან ფოთის ვაჟთა გიმნაზიის რუსული განყოფილების ისტორიის მასწავლებლად პელაგეა ლევის ასული დოლგოვა-დობორჯგინიძისა დაინიშნა. ცნობას ხელს აწერს სერგი იოსების ძე დანელია.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დამფუძნებელი კრების საზეიმო სხდომაზე პრეზიდიუმის წევრმა ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძემ საზოგადოებას რუსეთის დესპოტიზმის დამხობა მიულოცა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ბათუმის ოლქის შემოერთების აუცილებლობაზე ისაუბრა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 28 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ალექსანდრე ლომთათიძემ თემთა პალატის თავმჯდომარისგან მიღებული დეპეშა წაიკითხა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 16 (22, 23) მარტს მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელიამ, მდივანმა გიორგი ნიკიფორეს ძე მებუკემ და საქმისმწარმოებელმა დ. მესხმა ფოთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს სთხოვეს სამინისტროში წარედგინა კლავდია კონსტანტინეს ასული ალექსეევას თხოვნა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 16 მარტს ოზურგეთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა, ილია ფერაძემ, სახალხო განათლების სამინისტროს სთხოვა, ქართული ენის პედაგოგის, სოლომონ ანდღულაძისთვის პროგიმნაზიის უფროს კლასებში სწავლებისა და შტატის მასწავლებლობის უფლება მიეცა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 16 მარტს ოზურგეთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ილია ფერაძემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ სემინარიის სტუდენტს, უმრევლო მღვდელს, ქართული ენის შტატის მასწავლებელ სოლომონ ანდღულაძეს მინდობილი ჰქონდა ქართული ენის 9 გაკვეთილი მე-5 კლასში (პროგიმნაზიულ კლასში).