ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45308

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 13 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ლუკას ძე სიხარულიძის თხზულება „ფიქრები დარაჯობის დროს“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 13 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ფერაძის სტატიის „ვაჟა-ფშაველას ბახტრიონი“ V ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 13 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 7 ივნისს სახალხო სახლში სახალხო უნივერსიტეტის გამართული საერთაშორისო დილის შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 13 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 5 ივნისს სახალხო სახლში გამართული წარმოდგენის „ლეკის ქალი გულჯავარ“ შეხახებ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 5 ივნისს სახალხო სახლში ქართველ მსახიობთა ამხანაგობამ წარმოადგინა აქვსენტი ცაგარლის პიესა „ლეკის ქალი გულჯავარ“. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ ნინო ჩხეიძე, იუზა ზარდალიშვილის, ალექსანდრე იმედაშვილი, გიგო ფრონისპირელი და სხვ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 13 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 7 ივნისს სახალხო სახლში გამართული წარმოდგენის „ქრისტინე“ შესახებ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის ზაფხულის სეზონზე ქართველ მსახიობთა ამხანაგობას წარმოდგენები ყვირილაში, ადგილობრივი საკრებულოს დარბაზში, უნდა გაემართა. დასის წევრები იყვნენ: მარო მდივანი, ნატალია ჯავახიშვილი, კ. რუხაძე, ვასილ არაბიძე, არ. არაბიძე, ივანე ბარველი, ნ. ასათიანი, ა. ყალაბეგიშვილი, ალექსანდრე გაჩეჩილაძე, ვასილ ურუშაძე, მოკარნახე გიორგი გურული და სხვ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 13 ივნისს სახაზინო თეატრში საქველმოქმედო საზოგადოების თაოსნობით გამართულ მხატვრულ-მუსიკალურ საღამოზე ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით წარმოადგინეს კონსტანტინე ფოცხვერაშვილის პოემა „პირიმზე“.