ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46338

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წლის 11 დეკემბერს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი ულოცავს ავღანეთის ელჩს ჰაბიბულა ტარზის ავღანეთის მეფის მიერ დადასტურებული რწმუნებათა სიგელის გადაცემას საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის და გამოთქვამს ოფიციალური თანამშრომლობის სურვილს.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის 12 დეკემბერს დავით შარაშიძემ დედას, ნინო ქიქოძეს, საფრანგეთიდან საქართველოში გამოუგზავნა ღია ბარათი, რომელშიც წერდა, რომ „დედა ენა“ იშოვეს და მისმა მეუღლემ, ელენე ტუსენ-შარაშიძემ, ქართულის სწავლა დაიწყო.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის 13 დეკემბერს შალვა მაღლაკელიძემ ევგენი გეგეჭკორს ქალაქ რიგიდან მისწერა, რომ იქაური პრესა მკითხველს ან მხოლოდ ბერლინისა და პარიზის გაზეთებიდან გადმობეჭდილ ცნობებს აწვდიდა, ან რუსეთის ცნობათა სააგენტო „ტასსის“ გადმოცემებით სარგებლობდა.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის 13 დეკემბერს რიგაში მყოფმა შალვა მაღლაკელიძემ ევგენი გეგეჭკორს თხოვნით მიმართა, რომ მისთვის შრომის ანაზღაურების სახით არც ერთი ფრანკი არ გაეგზავნა. მაღლაკელიძეს მისთვის გაგზავნილი ინფორმაცია არასაკმარისად მიაჩნდა.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წლის 26 დეკემბერს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი და მისი მეუღლე მადლობის ბარათს უგზავნიან ჰაიტის მინისტრსა და ა. ნემურს ჰაიტის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საღამოზე მიწვევისთვის, რომელიც გაიმართება 1929 წლის 1-ლ იანვარს. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს მისვლას, ხოლო მისი მეუღლე ვერ დაესწრება.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წლის 26 დეკემბერს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი ულოცავს უნგრეთის ელჩს ფრედერიკ ვილანს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის რწმუნებათა სიგელის გადაცემას და გამოთქვამს ოფიციალური ურთიერთობების დამყარების სურვილს.

1929

ტიპი: თანამდებობა

1929 წელს სამეცნიერო დაწესებულებათა მთავარი გამგეობის განკარგულებით, საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს შეუერთდა და ქრისტინე შარაშიძემ მუშაობა განაგრძო, როგორც ბიბლიოთეკარმა (მანამდე ის საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმში ბიბლიოთეკის გამგე იყო).

1929

ტიპი: თანამდებობა

1929 წელს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმი და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი გააერთიანეს და ქრისტინე შარაშიძე ბიბლიოთეკრად დანიშნეს.

1929

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძის ჩანაწერების მიხედვით, 1929 წელს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საეკლესიო მუზეუმის წიგნსაცავების ხელნაწერები საქართველოს მუზეუმში გადაიტანეს.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს რიგიდან შალვა მაღლაკელიძემ ევგენი გეგეჭკორს მისწერა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიება ვერ შეძლო. მისი სიტყვებით, პიროვნება, რომელსაც პოლონელებმა გაუწიეს რეკომენდაცია, საერთო საქმისთვის გამოუსადეგარი აღმოჩნდა.

1929

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს დიდი ჯიხაიშის გიმნაზიის დირექტორი იყო ს. ცაგარეიშვილი.

1929

ტიპი: გარდაცვალება

1929 წელს ნუცა შალვას ძე შარაშიძემ ნინო ათანასეს ასულ ქიქოძეს და გიგო დავითის ძე შარაშიძეს მისწერა, რომ სიმონ ჯაფარიძის დაკრძალვიდან დბრუნებულმა ანდრია რაზმაძის გარდაცვალება შეიტყო.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წელს დიმიტრი ეგნატეს ძე არაყიშვილი საქართველოს სსრ სახალხო არტისტი გახდა.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, ძმასთან, გიორგისთან ერთად შილდაში ჩამოსულს ერთი თვე მოუწია სოფლის ციხე-გალავანში დანარჩენ მოსახლეობასთან ერთად შეხიზვნა სოფელზე ლეკების მოსალოდნელი თავდასხმის გამო.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მისი ძმა გიორგი, ვისთან ერთადაც იგი ბავშვობაში სოფელ შილდაში იმყოფებოდა, სოფლის სკოლაში (სადაც მასწავლებლად მსახურობდა) მცირე ჯამაგირისა თუ ცოლის შერთვის სურვილით სხვა სამსახურს ეძებდა.

1929

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მისი ძმის, გიორგის ცოლი ჭავჭავაძეების ნათლული ყოფილა.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მის ძმას, გიორგის ცოლად შეურთავს დეკანოზ ხუციშვილის ქალიშვილი.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში შიო მღვიმელი იხსენებს, გორის მაზრაში გატარებული ბავშვობის მერე კახეთში პირველად ჩასულს, რამდენად დიდი მოჩვენებია ალაზნის ხიდი ბრეთსა და ვარიანში პატარა რუებზე გადებული ბოგირების შემდეგ.

1929

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1929 წელს სომხეთის მწერალთა კავშირის მდივანმა, ჰაიკ გიულიქევხიანმა, ტიციან ტაბიძეს ერევნიდან მისწერა და სთხოვა, გადაეგზავნა როგორც საკუთარი, ისე პაოლო იაშვილის, იოსებ გრიშაშვილის, ალი არსენიშვილისა და სხვა ქართველ მწერალთა მოგონებები ოვანეს თუმანიანის შესახებ.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წელს სოცდაზღვევის მთავარმა სამმართველომ მწერალთა პრეზიდიუმის დახასიათების საფუძველზე დუტუ მეგრელს აღუდგინა შეჩერებული პენსია.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წელს დუტუ მეგრელმა გაასაჩივრა სოცდაზღვევის მთავარი სამმართველოს გადაწყვეტილება მისთვის პენსიის შეჩერების შესახებ.

1929

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1929 წელს არტემ ახნაზაროვს თვალის დაავადება დაემართა.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წელს არტემ ახნაზაროვმა განათლების სახალხო კომისარიატში მუშაობა თვალის დაავადების გამო შეწყვიტა.