ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50429

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს დავით ჩხეიძემ აკაკი წერეთლის ბიოგრაფიაზე მოთხრობა „ამირანის ცეცხლი“ დაწერა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს გამართულ ქალაქ თბილისის საბჭოს ხმოსანთა არჩევნებზე ოთხი წლით ხმოსნებად აირჩიეს მიხეილ ზაქარიას ძე ავთანდილოვი, ივანე მიხეილის ძე ალიხანოვი, სტეფანე იოსების ძე ანანოვი, ალექსანდრე პეტრეს ძე ანდრეევი, ნიკოლოზ ვასილის ძე აღღუთინსკი-დოლგორუკოვი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 30 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სიკო ფაშალიშვილის ლექსი „ზღაპარი“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 30 მაისს სახალხო სახლში წარმოადგინეს „ჯიოკონდა“ ნინო ჩხეიძის, ალისა ქიქოძის, ნინო თოიძის, ნინო გამრეკელი-თორელის, მედეა ქორელის, ალექსანდრე იმედაშვილის, პლატონ ჩიქვინიძის და სხვ. მონაწილეობით.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ქალაქ ქუთაისის გამგეობის წევრად დამტკიცებულმა ვლადიმერ კანდელაკმა ფიცი დადო და თანამდებობის აღსრულებას.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 30 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დუტუ მეგრელის ხუთმოქმედებიანი დრამის „მწირი-სარდალი“ II ნაწილი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 28-29 ივნისს ჩოხატაურსა და ხიდისთავში მიხეილ ზურაბის ძე ხერხეულიძის თაოსნობით საბავშვო საღამო უნდა გაემართათ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 30 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ზაქარია ჭიჭინაძის წერილი „როგორ ცხოვრობდა აკაკი?“.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის 17 ოქტომბერს ალექსანდრე ესტატეს ძე მოზდოკელი ხაშმის ერთკლასიანი სასწავლებლის მასწავლებლად დაინიშნა.

1883

ტიპი: თანამდებობა

1883 წლის აგვისტოში ივანე იოსების ძე ბაქრაძე ხაშმის ერთკლასიანი სასწავლებლის მასწავლებლად დაინიშნა და ამ სკოლაში 24 წელი იმუშავა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს ალექსანდრე ესტატეს ძე მოზდოკელის ინიციატივით ხაშმის ერთკლასიანი სასწავლებელი ორკლასიანად გადაკეთდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 30 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „ხაშმის 2-კლასიანი სასწავლებელი“.

1907

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1907 წელს მასწავლებელი ივანე იოსების ძე ბაქრაძე ხაშმის ერთკლასიანი სასწავლებლიდან დუშეთში გადაიყვანეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 30 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით ჩხეიძის მოთხრობის „მხატვარი ვანო“ IV ნაწილი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 1-ელ ივლისს ამაღლებაში მიხეილ ზურაბის ძე ხერხეულიძის თაოსნობით საბავშვო საღამოები უნდა გაემართათ.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს გამართულ ქალაქ თბილისის საბჭოს ხმოსანთა არჩევნებზე ოთხი წლით ხმოსნებად აირჩიეს ნიკოლოზ იგორის ძე არღუთინსკი-დოლგორუკოვი, რაჰიმ-ბეკ ახუნდოვი, არშაკ სერგის ძე ბაბოვი, იგორ სერგის ძე ბაბოვი, იესე ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 10 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მიხეილ მაქსიმეს ძე სიორიძემ ხვარბეთის საზოგადოების კოოპერატივს იოსებ ტუღუშის ხსოვნის პატივსაცემად „თეატრი და ცხოვრება“ გამოუწერა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 10 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ახალი სენაკის ქართული დრამატული საზოგადოება ზაფხულის სეზონს 10 ან 17 ივლისს იწყებდა. წარმოდგენებში ვალერიან ლევანის ძე გუნიას უნდა მიეღო მონაწილეობა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 22 მაისს სახალხო სახლში ქართველ მსახიობთა ამხანაგობამ წარმოადგინა ვ. ყიფიანის „სამეგრელოს მთავარი ლევანი“ ნუცა ჩხეიძის, იუზა ზარდალიშვილის, პლატონ ჩიქვინიძის და სხვ. მონაწილეობით.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 30 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ფერაძის სტატიის „ვაჟა-ფშაველას ბახტრიონი“ III ნაწილი.

1902

ტიპი: განათლება

1902 წელს იურიევის უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტზე სწავლის დასრულების შემდეგ ზ. ცხვედაძემ გადაწყვიტა, კიდევ ორი წლით დარჩენილიყო უნივერსიტეტში ოფთალმოლოგიის შესასწავლად.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს გამართულ ქალაქ თბილისის საბჭოს ხმოსანთა არჩევნებზე ოთხი წლით ხმოსნებად აირჩიეს ბორის სპირიდონის ძე ესაძე, არტემ ივანეს ძე ვართანოვი, სპირიდონ იოსების ძე ვაწაძე, მიხეილ ნიკოლოზის ძე ვესელოვზოროვი, ივანე ალექსანდრეს ძე თაიროვი, გაბრიელ ზაქარიას ძე თამამშევი.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ქალაქ თბილისის საბჭოს ხმოსანთა არჩევნებზე ხმოსნებად ოთხწლიანი ვადით აირჩიეს გრიგოლ იგორის ძე კირაკოზოვი, ივანე ივანეს ძე მაიერი, იოსებ ალექსანდრეს ძე მელიქ-ბეგლაროვი, გიორგი პავლეს ძე მელიქ-კარაკოზოვი, ვლადიმერ სიმონის ძე მიქელაძე.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ქალაქ თბილისის საბჭოს ხმოსანთა არჩევნებზე ხმოსნებად ოთხწლიანი ვადით აირჩიეს მიხეილ ქაიხოსროს ძე ყიფიანი, პეტრე იოსების ძე ყიფიანი, ივანე ალექსანდრეს ძე შადინოვი, გრიგოლ გრიგოლის ძე შაჰ-ბუდაღოვი, ივანე ალექსანდრეს ძე შადინოვი.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ქალაქ თბილისის საბჭოს ხმოსანთა არჩევნებზე ხმოსნებად ოთხწლიანი ვადით აირჩიეს ნიკოლოზ ქრისტეფორეს ძე ქალანთაროვი, მიხეილ ზურაბის ძე ქანანოვი, ანდრია სოლომონის ძე ღულაძე, გრიგოლ არტემის ძე ქიუჩარიანცი, ნიკიტა მარკოზის ძე ყარა-მურზა.