ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45905

1943

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1943 წელს ავტობიოგრაფიიაზე მუშაობისას თედო სახოკია 76 წლის იყო.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავას დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, ვრცელი მოგონება აკაკი წერეთელზე მას ჩაურთავს თავის ნაწერში „ჩემი თავგადასავალი“.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავამ დაწერა ავტობიოგრაფია.

1943

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავას ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას ყავდა მამა, სპირიდონ ფანცხავა.

1943

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავას დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მას ჰყავდა დედა, მაკრინე იოსელიანი-ფანცხავა.

1943

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავას დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას ჰყავდა უფროსი ძმა, რომანოზი.

1943

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავას დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ვალერიან გაფრინდაშვილს ჰყავდა მამა, ივანე გაფრინდაშვილი.

1943

ტიპი: თანამდებობა

1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავას დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ივანე როსტომაშვილი იყო გამომცემელი.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავას დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას დაუწერია გამოკვლევა კალენდრის შესახებ.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავას დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მას დაუწერია თხზულება „ჩემი თავგადასავალი“.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წლის 21 ივნისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში იაკობ ფანცხავა იხსენებს თავის მოგზაურობას სოფელ სამთავისში.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 21 ივნისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში იაკობ ფანცხავა თავის ანდერძად იხსენიებდა კალენდრის შესახებ თავისი კვლევის ცალკე წიგნად გამოცემასა და ქართულ, რუსულ, ფრანგულსა და ინგლისურ ენებზე გავრცელებას.

1943

ტიპი: ორგანიზაცია

1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავას დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, იგი იყო ქუთაისის დრამატიული საზოგადოების წევრი.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 21 ივნისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში იაკობ ფანცხავამ აღარ დაწერა „ჯეჯილისა“ და „კვალის“ ერთგულ თანამშრომლებზე, რადგან მათ შესახებ „ჩემ თავგადასავალში“ ჰქონდა მოთხრობილი.

1943

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1943 წელს იაკობ ფანცხავას პენსია შეადგენდა 350 მანეთს.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის პენსია, 350 მანეთი, იაკობ ფანცხავას უმცირეს მოთხოვნებსაც კი ვერ წვდებოდა მანეთის იმდროინდელი ღირებულების გამო.

1944

ტიპი: ღონისძიება

1944 წელს ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ბერძენიშვილი საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გახდა.

1944

ტიპი: ღონისძიება

1944 წელს კონსტანტინე სიმონის ძე გამსახურდია საქართველოს სსრ აკადემიის აკადემიკოსი გახდა.

1944

ტიპი: გარდაცვალება

1944 წელს ჯვარისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იოვანე იოსების ძე გიორგაძე გარდაიცვალა.

1945

ტიპი: ავტორობა

1945-1948 წლებში ქრისტინე შარაშიძე მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის „ხელნაწერთა აღწერილობის“ მე-III ტომზე (1500 ხელნაწერის აღწერილობაზე).

1945

ტიპი: ავტორობა

1945 წელს, ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალებიდან 100 წლის საიუბილეო დღეებში, ქრისტინე შარაშიძემ წაიკითხა მოხსენება „ნიკოლოზ ბარათაშვილის პოლიტიკური განწყობილების ევოლუცია" საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, შემდეგ კი – საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტში.

1945

ტიპი: თანამდებობა

1945 წელს ქრისტინე შარაშიძე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის მოვალეობის აღმასრულებლად დაინიშნა.

1945

ტიპი: ღონისძიება

1945 წელს გეგმების წარმატებით შესრულებისათვის ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის, აღსანიშნავად ქრისტინე შარაშიძეს მადლობა გამოუცხადეს.

1945

ტიპი: ავტორობა

1930-33 წლებში ქართული ნაბეჭდი და ხელნაწერი წიგნების გამოფენისათვის ექსპონატების თავმოყრამ ქრისტინე შარაშიძეს საშუალება მისცა, დაედგინა ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიისა და განვითარების გზების უცნობი ფაქტები.