ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45904

1962

ტიპი: ავტორობა

1962 წლის 5 თებერვალს ქრისტინე შარაშიძემ ევგენი ხარაძეს მისწერა, რომ ავადმყოფობის გამო სამხრეთ საქართველოს შესახებ თავისი ნაშრომის რამდენიმე ფურცელი ნაჩქარევად დაწერა და მათი დაბრუნება სთხოვა შესამოწმებლად და შესავსებად, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დაბეჭდვას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა.

1962

ტიპი: ავტორობა

1962 წლის 5 ივნისს შალვა აბრამიძემ ქრისტინე შარაშიძეს გაუგზავნა წერილი და მადლობა გადაუხადა დავით ბრეგვაძის ხელით „სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალების (XV-XVI სს)“ გაგზავნისთვის.

1963

ტიპი: გარდაცვალება

1963 წელს პირ­ვე­ლი ტო­ლას მა­ცხოვ­რის ეკლესიის მღვდელ­ი პოლიევქტო სოფრომის ძე გაგოშიძე გარდაიცვალა.

1963

ტიპი: ორგანიზაცია

1963 წელს ქრისტინე შარაშიძეს გადაეცა კარლ მარქსის სახელობის საქართველოს სსრ სახელმწიფო რესპუბლიკური ბიბილიოთეკის ბილეთი (საშვი) ამავე წლის 16 ოქტომბერიდან 31 დეკემბერამდე.

1964

ტიპი: სტატუსი

1964 წელს ქრისტინე შარაშიძე პენსიაზე გავიდა. საბუთს ხელი მოაწერა კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორმა, ელენე მეტრეველმა.

1964

ტიპი: ორგანიზაცია

1964 წელს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული პერსონალური პენსიების სექტორის გამგეობამ ორჯონიკიძის სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებას შეატყობინა, რომ ქრისტინე შარაშიძეს დაენიშნა პერსონალური პენსია. თუ ის იღებდა სხვა სახის პენსიას, უნდა შეეწყვიტათ და მიეცათ ცნობა, რა თანხა ჰქონდა მიღებული 1964 წლის 1-ელი ნოემბრიდან, რათა შემდეგ ეს თანხა დაექვითათ. თუ შარაშიძე არ იღებდა სხვა სახის პენსიას, მისთვის ამის დამადასტურებელი ცნობა უნდა მიეცათ.

1964

ტიპი: ავტორობა

1964 წელს ნიკოლოზ ბერძენიშვილის „საქართველოს ისტორიის საკითხების“ I წიგნი დაიბეჭდა.

1964

ტიპი: ღონისძიება

1964 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს სსრ სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრომ ცნობით დაადასტურა, რომ ქრისტინე გიორგის ასული შარაშიძე ამავე წლის 1-ლი ნოემბრიდან საქართველოს სსრ რესპუბლიკის მნიშვნელობის პესონალური პენსიონერი იქნებოდა. მისი პენსია განისაზღვრა 80 მანეთით.

1964

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძემ ითხოვა მოწმობით დადასტურება, რომ 1964 წლის პირველი ნოემბრიდან არ მუშაობდა და მხოლოდ პენსიით ცხოვრობდა.

1964

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1964 წლის პირველი ნოემბრიდან ქრისტინე შარაშიძეს, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული პერსონალური პენსიების დამნიშვნელი კომისიის გადაწყვეტილებით, რესპუბლიკური მნიშვნელობის პერსონალური პენსია, 80 მანეთი დაენიშნა.

1964

ტიპი: ავტორობა

1964 წლის 5 ნოემბერს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ელენე მეტრეველმა გასცა ცნობა, რომ ქრისტინე შარაშიძე 1958 წლის 1-ლი აგვისტოდან კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა. შარშიძე პენსიაზე გასვლის გამო 1964 წლის 1-ლი ნოემბრიდან თანამდებობიდან გათავისუფლდა.

1965

ტიპი: ავტორობა

1965 წელს ქრისტინე შარაშიძემ თბილისიდან საფრანგეთში ძმის შვილს – თამარ შარაშიძეს კერძო ხასიათის წერილი გაუგზავნა და ახალი წელი მიულოცა.

1966

ტიპი: ღონისძიება

1966 წელს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში გიორგი ყიფიანისა და აკაკი პაპავას ლექსები გაუგზავნა.

1967

ტიპი: ორგანიზაცია

შალვა მაღლაკელიძის 1967 წლის მოგონებების მიხედვით, ქუთაისის მკურნალის გიმნაზიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი იყო კონსტანტინე მკურნალი. ქუთაისში არსებობდა მისი სახელობის ქუჩა, სოფელ კულაშში კი – მისი სახელობის საშუალო სკოლა.

1967

ტიპი: ორგანიზაცია

1967 წელს შალვა მაღლაკელიძის მიერ დაწერილი მოგონებებიდან ვიგებთ, რომ ქუთაისის ვაჟთა კლასიკური გიმნაზიის დირექტორი დავით გლუშაკოვი იყო, რეალური სასწავლებელს დირექტორი კი — ივანე ლეონტიევი. ორივე „რუსთა კავშირის“ პოლიტიკური პარტიის მოტრფიალე იყო.

1967

ტიპი: ღონისძიება

1967 წელს შალვა მაღლაკელიძის მოგონებების მიხედვით, ქუთაისის ვაჟთა კლასიკური გიმნაზიის დირექტორი გლუშაკოვი და რეალური სასწავლებლის დირექტორი ლეონტიევი ყოველმხრივ ავიწროვებდნენ ქართველ ახალგაზრდებს. ისინი კურსდამთავრებულთა რაოდენობის შემცირებას ცდილობდნენ.

1967

ტიპი: ღონისძიება

1967 წელს შალვა მაღლაკელიძის მიერ დაწერილი მოგონებებიდან ვიგებთ, რომ დირექტორ დავით გლუშაკოვისა და ივანე ლეონტიევის მხრიდან სტუდენტთა შევიწროების გამო მოსწავლეები სკოლიდან გაიქცნენ. ქუთაისის რეალური სასწავლებლის დერეფანში „მოწაფეთა ძალის“ დროს მათ მოსწავლე იონა ლორთქიფანიძე დაესხა თავს.

1967

ტიპი: ღონისძიება

1967 წელს შალვა მაღლაკელიძის მიერ დაწერილი მოგონებებიდან ვიგებთ, რომ ქუთაისში მომხდარი სტუდენტური თავდასხმის შედეგად მძიმედ დაჭრილი დავით გლუშაკოვი და ივანე ლეონტიევი სამხედრო ქირურგმა როდზევიჩმა გადაარჩინა. ისინი სასწავლებელში აღარ დაბრუნებულან.

1967

ტიპი: ორგანიზაცია

შალვა მაღლაკელიძის 1967 წლის მოგონებების მიხედვით, კონსტანტინე მკურნალმა უფროს ქალიშვილთან, საშა მკურნალთან ერთად ქუთაისში საშუალო სკოლა დააარსა.

1967

ტიპი: ორგანიზაცია

შალვა მაღლაკელიძის მოგონებებიდან ვიგებთ, რომ 1967 წელს კონსტანტინე მკურნალის მიერ ქუთაისში დაარსებული საშუალო სკოლის პედაგოგები იყვნენ: ტრიფონ ჯაფარიძე, ნიკოლოზ ქელბაქიანი, გიგო და ლეო ნათაძეები, სტეფანე კომპანინი, სიმონ ეზიკოვი, კონსტანტინე (ჯაჯუ) ჯორჯიკია, მიხეილ ჩინჩალაძე და სხვები.

1967

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1967 წელს შალვა მაღლაკელიძის მიერ დაწერილი მოგონებებიდან ვიგებთ, რომ ლიზა ვარლამოვას იასონ გელოვანი უყვარდა. ვარლამოვამ მშობლებთან საკუთარი გრძნობის გამჟღავნება ვერ გაბედა.

1967

ტიპი: ავტორობა

1967 წელს შალვა მაღლაკელიძის მიერ დაწერილი მოგონებებიდან ვიგებთ, რომ ლიზა ვარლამოვა დედის გარდაცვალების შემდეგ სახლში ჩაიკეტა. 1912-1914 წლებში ვარლამოვა ქუთაისში მდებარე საკუთარ პანსიონში ბავშვებს სხვადასხვა სასწავლებლისთვის ამზადებდა.

1967

ტიპი: ორგანიზაცია

1967 წელს შალვა მაღლაკელიძის მიერ დაწერილი მოგონებებიდან ვიგებთ, რომ ლიზა ვარლამოვამ იგი ქუთაისში დაარსებულ საკუთარ პანსეონში ლათინური ენის მასწავლებლად მიიწვია. მაღლაკელიძე იქ უხელფასოდ მუშაობდა.

1967

ტიპი: ორგანიზაცია

შალვა მაღლაკელიძის 1967 წლის მოგონებების მიხედვით, ქუთაისში არსებულ სონია ტვეციშვილის პანსიონში, ფირალოვის შესახვევში მდებარე პანსიონსა და თბილისის ქუჩაზე მდებარე სტეფანე კომპანინის პანსიონში ბევრი ქართველი ახალგაზრდა სწავლობდა.