ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49987

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სვიმონ ყიფიანის წერილი „კლუბების დაკეტვის გამო“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გიორგი გვაზავას წერილი „ერთა ლიგა“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ოქტომბერში საზოგადოების ბალანსი 10 821 100. 83 მანეთი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 ნოემბერს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, იპოლიტე ვართაგავა, იოსებ გიორგობიანი, მეთოდე კაკაბაძე, სეით იაშვილი, ქრისტინე შარაშიძე და ვასილ წულაძე დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე თბილისის განყოფილების გამგეობის არჩევის საკითხი დასვეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ოქტომბერში საზოგადოების შემოსავალი 2 425 063. 52 მანეთი იყო, გასავალი კი – 2 331 715. 90 მან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე თბილისის განყოფილების ლიკვიდაციის საკითხი უარყვეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ვასილ წერეთლის წერილი „ახალი ღვინო, ახალ თხიერში“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სვიმონ ყიფიანის მოთხრობა წერილი „ალქაჯი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა რაჟდენ გვეტაძის ლექსი წერილი „მავრა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 ნოემბერს „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ვალერიან გაფრინდაშვილის სტატია არტურ რემბოს შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 ნოემბერს „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა სანდრო ცირეკიძის სტატია „უკან მიხედვა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 ნოემბერს „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ნინა მაყაშვილის წერილი ვალერიან გაფრინდაშვილის შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 ნოემბერს „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსი „მორიალი და სოპრანო“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 ნოემბერს „ბარრიკადში“ დაიბეჭდა ნიკო ლორთქიფანიძის „ბოროტმოქმედნი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 ნოემბერს „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ გაზეთ „საქართველოში“ დაიბეჭდა ივანე გომელაურის საპასუხო წერილი „ბარრიკადში“ გამოქვეყნებულ სტატიაზე „მწერლობის მაროდიორები“ .

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 ნოემბერს გაზეთ „ბარრიკადში“ „ტრისტან მაჩაბლის“ ფსევდონიმით გამოქვეყნდა წერილი „პოეტები წერის დროს", რომელიც ეხებოდათ: გრიგოლ რობაქიძეს, პაოლო იაშვილს, ტიციან ტაბიძეს, კოლაუ ნადირაძეს, სანდრო ცირეკიძეს, ვალერიან გაფრინდაშვლსა და ლელი ჯაფარიძეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სვიმონ ყიფიანის მოთხრობა წერილი „ალქაჯი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სპირიდონ კედიას წერილი „ჩვენი პოლიტიკისათვის სამუსლიმანო საქართველოში“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ალექსანდრე თორაძის წერილი „მარქსისტული სოციალიზმის კრიტიკა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა იასონ ჯავახიშვილის წერილი „კვლავ“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სპირიდონ კედიას წერილი „ჩვენი პოლიტიკისათვის სამუსლიმანო საქართველოში“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის ნოემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილს განცხადება გაუგზავნა საზოგადოების წევრმა თევდორე კიკვაძემ. განცხადებაში თ. კიკვაძე აღნიშნავდა, რომ მისი ინიციატივით შედგენილი 15 რწმუნებულის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი საზოგადო კრების ჩატარების შესახებ გამგეობამ უსამართლოდ და უკანონოდ უარყო და არ გაითვალისწინა მათი მოთხოვნა. ის, აცხადებდა, რომ დოკუმენტში აღნიშნული ფინანსური კრიზისი არა კერძოდ გამგეობის შესახებ იყო ნახსენები, არამედ ზოგადად რესპუბლიკაში შექმნილ კრიზისს გულისხმობდა, რომელიც, რა თქმა უნდა, საზოგადოებაზეც აისახებოდა, ამის გამო კი მას არაკოლეგიალურობაში დასდეს ბრალი, რაც მისთვის მიუღებელი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის განცხადებით, 15 რწმუნებლის მიერ ხელმოწერილ განცხადებას რწმუნებულთა საზოგადო კრების მოწვევის შესახებ ერთ-ერთმა რწმუნებულმა წერილობით უარყო ხელმოწერა, მიუხედავად ამისა გამგეობამ თანხმობა განაცხადა კრების ჩატარებისა, რომელიც 21 ნოემბერს საღამოს 7 საათზე საზოგადოების კანცელარიაში გაიმართებოდა და მოუწოდა ყველა რწმუნებულს დასწრებოდნენ კრებას და განეხილათ მათ მიერ წარმოდგენილი საკითხები. ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ რედაქციას სთხოვა გაზეთ „ქრონიკაში“ ადგილი დაეთმოთ შემდეგი მიმართვისათვის: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობა დაბეჯითებით სთხოვს საზოგადოების განყოფილებათა გამგეობებს, რომ დააჩქარონ წევრთა სიების გამოგზავნა, რომ შესაძლებელი იყოს დაუგვიანებლად რწმუნებულთა განაწილება განყოფილებათა შორის და შემდეგ რწმუნებულთა არჩევა. ასევე, სასურველია არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს რაც შეიძლება მეტმა წევრმა და სასურველია ყველა წევრმა აღიდგინოს წევრობის უფლება საწევრო თანხის გადახდით. ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.