ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45904

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის ივნისში ბაქოს დრამატული წრის თავმჯდომარე მიხეილ თაქთაქიშვილი წაღვერში შალვა დადიანს შეხვდა და მომავალ სეზონზე დასის რეჟისორად დარჩენა შესთავაზა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ქუთაისის გუბერნიის საქალაქო საქმეთა საკრებულომ ქალაქის მოურავ დავით ლორთქიფანიძეს დაავალა პასუხისგებაში მიეცა ის 11 ამომრჩეველი, რომელთაც ხმოსნების არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 29 ოქტომბერს თბილისის გუბერნიაში სახალხო კითხვათა გამმართველი საზოგადოების დამფუძნებელთა კრებას 12 კაცი დაესწრო. გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს ნიკოლოზ ხუდადოვი, თავმჯდომარის ამხანაგად – იპ. ივ. პლამენევსკი, ხაზინადრად – ა. ლ. კოზლოვი, მდივნად – ტიხომიროვისა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 13 ივნისს ხაშურის საზამთრო თეატრში წარმოადგინეს ნიკოლოზ შიუკაშვილის 4-მოქმედებიანი დრამა „სიმახინჯე“, რომელშიც მონაწილეობდნენ იუზა ზარდალიშვილი, ანა შოთაძე, ელენე ციმაკურიძე, ქეთო კალაძე, თ. აფხაზიშვილისა, ვასილ ხოზბერაშვილი, გ. ვეზირიშვილი, დ. ძნელაძე, მ. კვალიაშვილი, მ. ვ. ძიძიგური და გრ. სულიაშვილი.