რეგისტრირებული ფაქტები47990
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 14 იანვარს დავით შარაშიძემ დედას, ნინო ქიქოძეს პარიზიდან გაუგზავნა ღია ბარათი, რომელიც მისი ვარაუდით ბახვში ნინოობას ჩავიდოდა და შეატყობინა, რომ მეუღლესთან ერთად დროებით ცხოვრობდა პარიზის ერთ-ერთ სასტუმროში, შემდეგ კი ბინას იქირავებდნენ.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 14 იანვარს დავით შარაშიძემ დედას, ნინო ქიქოძეს მისწერა, რომ მისთვის წერილები გაეგზავნათ მისი მეუღლის ძმის, რენე ტუსენის სახელზე და შემდეგ მისამართზე – ბერნარდინის ქ, 26, პარიზი.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წლის 4 ივლისს დავით შარაშიძემ მშობლებს პარიზიდან ბახვში გაუგზავნა ღია ბარათი და აცნობა, რომ მისი მეუღლე, ელენე ორსულად იყო და მათ მარტისთვის მეხუთე შვილიშვილი ეყოლებოდათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ელი მარტის ჟურნალის „ვაზი და ღვინო“ ცნობით, მეღვინე-მევენახეთა ყრილობის საბჭოს წევრების – ივანე ანდრონიკაშვილის, ვასილ რცხილაძისა და სოლომონ ჩოლოყაშვილის – მოგზაურობა საქართველოს სხვადასხვა რაიონში უამინდობის გამო გადაიდო.
1930
ტიპი: ღონისძიება
1930 წლის 27 იანვარს დავით შარაშიძემ საფრანგეთიდან საქართველოში წერილი გაუგზავნა დედას, ნინო ქიქოძეს და აცნობა, რომ დაახლოებით ერთ კვირაში მისი წიგნი გამოვიდოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის პირველი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იმავე წლის იანვარში უნდა გამოსულიყო ყოველთვიური ჟურნალი „შვილდოსანი“ შემდეგ პირთა მონაწილეობით: შალვა ამირაჯიბი, ალექსანდრე ილიას ძე არსენიშვილი, შალვა ნიკოლოზის ძე აფხაიძე, ვალერიან ივანეს ძე გაფრინდაშვილი, რაჟდენ მათეს ძე გვეტაძე, ნიკოლაი ევრეინოვი, გიორგი ნიკოლოზის ძე ლეონიძე, ნიკო მერაბის ძე ლორთქიფანიძე, ნინა ალექსანდრეს ასული მაყაშვილი, არჩილ მიქაძე, ნიკოლოზ იოსების ძე სირბილაძე (ნიკოლო მიწიშვილი), კოლაუ გალაქტიონის ძე ნადირაძე, გრიგოლ ტიტეს ძე რობაქიძე, სერგეი სუდეიკინი, გალაკტიონ ვასილის ძე ტაბიძე, ტიციან იუსტინეს ძე ტაბიძე, ივანე (ივი) ყიფიანი, ალექსანდრე (სანდრო) გიორგის ძე ცირეკიძე და ლელი ჯაფარიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 აპრილს თბილისის ვაჟთა მე-3 გიმნაზიის დირექტორს მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ 24 მარტის NN195,194 და 265 მიწერილობის პასუხად აცნობეს, რომ საქართველოს რესპუბლიკის გარეთ ნამსახური წლების ჩათვლის საკითხი მოკლე დროში გადაწყდებოდა და შედეგს აცნობებდნენ გიმნაზიას.
1903
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ეკატერინე პოლიექტოსის ასული გაგოშიძე 1903 წლის 13 დეკემბერს დაიბადა. 20 დეკემბერს მოინათლა. ნათლისღება მღვდელმა ლონგინოზ კვიკვიძემ მედავითნე სოფრომ გაგოშიძესთან ერთად შეასრულა. ნათლია თეიმურაზ გოგოლაშვილის მეუღლე – ელპიტი გვაჯასპირის ასული იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორს 9 სექტემბრის N 872 შუამდგომლობის პასუხად აცნობეს, რომ 1918-1919 სასწავლო წლისთვის ნიკოლოზ რაჟდენის ძე ალავიძე გერმანული ენის მასწავლებლად დანიშნეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 მარტს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორმა საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს განსახილველად წარუდგინა სასწავლებლის გერმანული ენის მასწავლებლის ნიკოლოზ რაჟდენის ძე ალავიძის თხოვნა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 2 აპრილს მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორს 24 მარტის N237 წერილის პასუხად აცნობეს, რომ სასწავლებლის პედაგოგ ნიკოლოზ რაჟდენის ძე ალავიძეს საოჯახო მასწავლებლის წოდების მისაღებად გამოცდის ჩაბარება მხოლოდ განათლების უწყებასთან არსებულ კომისიაში შეეძლო.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის პირველ მარტს ქუთაისის რეალური სასწავლებლის გერმანული ენის მასწავლებელმა ნიკოლოზ რაჟდენის ძე ალავიძემ სასწავლებლის დირექტორს მისწერა, რომ წლის დასაწყისში ის მთავარგამგემ გერმანული ენის მასწავლებლად დანიშნა. მას მასწავლებლის წოდების გამოცდა არ ჰქონდა ჩაბარებული. დირექტორს შესაბამის უწყებასთან შუამდგომლობას სთხოვდა, რომ უფლება მიეცათ საოჯახო მასწავლებლის წოდების მისაღებად გამოცდა ქუთაისის ერთ-ერთ საშუალო სასწავლებელში ჩაებარებინა.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ეკატერინე გაგოშიძის მშობლები იყვნენ: პოლიევკტოს სოფრომის ძე გაგოშიძე და მატრონა იაკობის ასული.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 3 სექტემბერს მთავარგამგე სერგი დანელია და საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ აბესაძე თბილისის ქალთა მე-4 გიმნაზიის უფროს ქალს 18 სექტემბრის N367 წერილის პასუხად აცნობებენ, რომ ანა ალბრეხტს მიეცა თავისუფლება უჯამაგიროდ ა. წ. 1-ლ ოქტომბრამდე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 სექტემბერს მთავარგამგე სერგი იოსების ძე დანელიამ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ თბილისის ვაჟთა მე-3 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ მისდამი რწმუნებულ სასწავლებელში ვაჟთა პირველი გიმნაზიიდან ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის მასწავლებლად სერგეი გრიგორის ძე ალდადანოვი გადაიყვანეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 24 სექტემბერს სუფსის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის გამგე იასონ ელიზბარის ძე ალექსიშვილმა საქართველოს რესპუბლიკის დაბალი სასწავლებლის მთავარგამგეს სთხოვა, რომ დუშეთის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის გამგედ გადაეყვანა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 ოქტომბერს დუშეთის ქალაქისთავმა ალ. ინაშვილმა განაცხადა, რომ იასონ ელიზბარის ძე ალექსიშვილის დუშეთის პირველდაწყებითი უმაღლესი სასწავლებლის ინსპექტორად დანიშვნის წინააღმდეგი არ იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 ოქტომბერს მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ და საქმისმწარმოებელმა ლავრენტი ჩიმაკაძემ იასონ ალექსიშვილს მისწერეს, რომ 1918 წლის პირველი ოქტომბრიდან სუფსის უმაღლესი დაწყებითი სკოლიდან დუშეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებელის ინსპექტორად გადაიყვანეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 სექტემბერს მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ და საქმისმწარმოებელმა ლავრენტი ჩიმაკაძემ დუშეთის ქალაქის თვითმმართველობას აცნობეს, რომ 1918 წლის პირველი ოქტომბრიდან დუშეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორად სუფსის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორი იასონ ელიზბარის ძე ალექსიშვილი დანიშნეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
თბილისის ვაჟთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს მასწავლებელ იასონ ელიზბარის ძე ალექსიშვილის ნამსახურებითი სია გაუგზავნეს.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 10 ნოემბერს დუშეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგე იასონ ელიზბარის ძე ალექსიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების სამინისტროს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს მისწერა, რომ ოჯახური მიზეზების გამო დუშეთის უმაღლეს სასწავლებელში მუშაობის გაგრძელება აღარ შეეძლო და თბილისის რომელიმე სასწავლებელში გადაყვანა ითხოვა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 მარტის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ცნობით, მეღვინე-მევენახეთა ყრილობის საბჭოს წევრებმა, ივანე ანდრონიკაშვილმა, ვასილ რცხილაძემ და გ. წინამძღვრიშვილმა მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას წარუდგინეს მოხსენება შაბიამნისა და გოგირდის ფასების მომატების შესახებ.