ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47756

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს დუტუ მეგრელის ნაქირავები მეორე ბინის მფლობელიც ებრაელი იყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 5 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 30 ივნისს სახალხო სახლში გამართული წარმოდგენის „თამარ ბატონიშვილი“ შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 5 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 28 ივნისს სახალხო სახლში ზაქარია გომელაურისა და ალექსანდრე შანშიაშვილის მიერ გამართული საღამოს შესახებ.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს დუტუ მეგრელმა და დედამისმა, მარიამ გაგუამ ოდესის განაპირას იპოვეს ქრისტიანი რუსი ქალი, ვისგანაც შემდგომ ბინა იქირავეს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს დუტუ მეგრელმა დედასთან ერთად რამდენიმე ბინა გამოიცვალა, სანამ საბოლოოდ ქალაქის განაპირას რუსი ქალის სახლში დასახლდებოდა.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წელს დუტუ მეგრელის ლექსების კრებული „ცრემლები“ გამოსცა თბილისის გამომცემელმა ამხანაგობამ.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს პეტრე გელეიშვილმა დუტუ მეგრელის ლექსების კრებული „ცრემლები“ გამოაცემინა.

1893

ტიპი: მფლობელობა

1893 წელს პეტრე გელეიშვილი წიგნის მაღაზიას ფლობდა სამტრედიაში.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წელს დუტუ მეგრელის მოთხრობების კრებული „სურათები ჩვენი ხალხის ცხოვრებიდან“ გამოსცა ქუთაისის გამომცემელთა ამხანაგობამ.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 10 ივნისს დუტუ მეგრელის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მან დაწერა კომედია „ეშმაკების ბუდე“.

1943

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1943 წელს ავტობიოგრაფიიაზე მუშაობისას თედო სახოკია 76 წლის იყო.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წელს დუტუ მეგრელის იაკობ ბარდახისადმი მირთმეულ საჩუქარს თან ერთვოდა ალექსანდრე გარსევანიშვილის წერილი მისი ერთი მოთხრობის შესახებ.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს დუტუ მეგრელის ვინაობით დაინტერესებულ პეტერბურგის საგადასახადო სამსახურს ქუთაისის გადასახადთა ინსპექტორმა მისი მოთხრობების კრებული გაუგზავნა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს დუტუ მეგრელი თბილისის სახაზინო პალატაში გამოიძახეს ინსპექტორის მოვალეობების გასაცნობად.

1888

ტიპი: მფლობელობა

1888 წელს ნიკო დადიანს ჰქონდა ბინა ქუთაისში.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წელს დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად შიო მღვიმელზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება შილდა-ყვარლის, ჯავისა და სვანეთის ხეობებმა მოუხდენა.

1905

ტიპი: ღონისძიება

თედო სახოკია მონაწილეობას იღებდა 1905 წლის აჯანყებისათვის საქართველოში იარაღის შემოტანის საქმეში.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 30 ივნისს სახალხო სახლში წარმოადგინეს „თამარ ბატონიშვილი“ ვალერიან გუნიას და ალექსანდრე იმედაშვილის მონაწილეობით.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 28 ივნისს სახალხო სახლში წარმოადგინეს „სისხლის ლაქა“, რომელშიც მონაწილეობდნენ ცაცა ამირეჯიბი, ალექსანდრე შანშიაშვილი და სხვ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 7 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, წაღვერში იოსებ გრიშაშვილისა და ალექსანდრე იმედაშვილის მონაწილეობით ღონისძიება გაიმართა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 23 ივლისს ლაგოდეხის ყაზარმაში გამართულ საღამოზე სავლე აბულაძემ თავისი ლექსი წაიკითხა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 11 აგვისტოს დიდუბეში ეკატერინე სარაჯიშვილის დაკრძალვაზე ნიკოლოზ ერისთავმა სიტყვა წარმოთქვა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 29 ოქტომბრის გაზეთ „ცნობის ფურცელში" დაბეჭდილ წერილში ეკატერინე ნიკოლაძე აღნიშნავს, რომ ქუთაისის სახალხო თეატრის შენობის გასამაგრებლად განსვენებული სოლომონ ლეონიძის მიერ დატოვებული ხუთასი მანეთი მოიხმარეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 7 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ყარამანის ძე თავდგირიძის (გურულის) სტატია ბორჯომის თეატრში წარმოდგენილი „ხანუმას“ შესახებ.