ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49980

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი ივანეს ძე ჯორჯაძე ივანე გიორგის ძე ჯორჯაძის შვილი იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სუსანა მოროისის ასული ჯორჯაძისა ივანე გიორგის ძე ჯორჯაძის მეუღლე იყო.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 6 იანვარს ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ ივანე გიორგის ძე ჯორჯაძეს ვერის სასაფლაოზე 40 დღის პანაშვიდს გადაუხდიდნენ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ბრილლის ფსევდონიმით გამოქვეყნდა გრიგოლ ნიკოლოზის ძე დიასამიძის წერილი „ახალი წელი საზმანიოში (თითქო-სინამდვილე)“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „გიორგი გვაზავას სიტყვა დამფუძნებელ კრებაში (კონსტიტუციის პროექტის შესახებ)“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „სპირიდონ კედიას სიტყვა დამფუძნებელ კრებაში“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „ახალი ავანტიურა“.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სამსონ მიხეილის ძე ფალავანდიშვილი ვასილ თუხარელის სიძე იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სერგეი ნიკოლოზის ძე ყაზახაშვილი ელისაბედ (ლიზა) ნიკოლოზის ასულ ციხისთავიშვილის ძმა იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) მეთვალყურის ფსევდონიმით გამოქვეყნდა წერილი „ს. პატარძეული“.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დესპინა გიორგის ასული ჩხეიძე ნიკოლოზ (კოლია) დავითის ძე ჩხეიძის დედა იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი დავით ბეჟანის ძე ჩხეიძე ნიკოლოზ ჩხეიძის მამა იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მინღა გლახუას ასული ჩხეიძისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ ნიკო ბეჟანის ძე ჩხეიძის მეუღლე იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ნიკო ბეჟანის ძე ჩხეიძე ნიკოლოზ (კოლია) დავითის ძე ჩხეიძის ბიძა იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები, დავით და ნიკო ბეჟანის ძე ჩხეიძეები ძმები იყვნენ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 7 იანვრის გაზეთში „საქართველო“ რ. ინგილოს „ვისია ზაქათალა“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 7 იანვრის გაზეთში „საქართველო“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „ახალი შობისთვის“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ამბერკი თომას ძე ელიავა პროვიზორი იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ მწერალთა კავშირი აცხადებდა, რომ თებერვალში გამოსცემდა სალიტერატურო ორგანოს „სიტყვა ქართულის“ პირველ ნომერს. მსურველებს მასალები უნდა გაეგზავნათ მისამართზე: თავისუფლების მოედანი, მწერალთა კავშირი (სასტუმრო „კავკაზი“). სარედაქციო კოლეგია: კოტე მაყაშვილი, ალექსანდრე აბაშელი, აკაკი პაპავა, ტიციან ტაბიძე.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ამბერკი თომას ძე ელიავა ელისაბედ ივანეს ასულ და მიხეილ სამსონის ძე არჯევანიძეების სიძე იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ელისაბედ ივანეს ასული არჯევანიძე მიხეილ სამსონის ძე არჯევანიძის მეუღლე იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ამბერკი თომას ძე ელიავა მარიამ ივანეს ასული კახიძისას სიძე იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ამბერკი თომას ძე ელიავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ ანა ილარიონის ასული ქავთარაძის სიძე იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ამბერკი თომას ძე ელიავა ემილია ვლადიმერის ასული ქავთარაძის სიძე იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პავლე ივანეს ძე ქავთარაძე და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები, პეტრე და სერგო ქავთარაძეები ძმები იყვნენ.