ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51443

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ალექსანდრე თორაძის წერილი „პროლეტარიატი და კლასობრივი ბრძოლის კულტი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სპირიდონ კედიას წერილი „პერსპექტივაში“.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 15 ნოემბრიდან ეკატერინე სერგოს ასული მესხი ხონის საოსტატო სემინარიასთან არსებული სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილებას მთავარი გამგეობიდან ვარლამ ბურჯანაძემ მისწერა, რომ ფილიალის ლიკვიდაციას წესდების თანახმად განყოფილების წევრთა საზოგადო კრება დამსწრეთა 2/3 ხმის უმრავლესობით ახდენდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 16 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა კოტე მაყაშვილის მოთხრობა წერილი „ნაცარქექია“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 16 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა რ. ინგილოს წერილი „კავკასიის მაჰმადიანები, ბოლშევიკები და მუსტაფა ქემალ ფაშა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 16-26 ნოემბრის პერიოდში გაზეთ „ტემპის“ ჟურნალისტმა ინტერვიუ ჩამოართვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს საქართველო-რუსეთსა და საქართველო-ქემალისტურ თურქეთს შორის ურთიერთობებზე და ერთა ლიგაში შემავალ სახელმწიფოთა მიერ საქართველოს სუვერენიტეტის აღიარების აუცილებლობაზე (რუსულ და ფრანგულ ენებზე).

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 16 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, პოლიტიკოსი დავით გიორგის ძე ჩიქოვანი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ ანა ბესარიონის ასულ დვალიძე-ჩიქოვანისას მეუღლე.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 16 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, პოლიტიკოსი დავით გიორგის ძე ჩიქოვანი იყო გიორგი (გოგი) ბესარიონის ძე დვალიძის სიძე.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 16 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ანა ბესარიონის ასული დვალიძე-ჩიქოვანისა იყო გიორგი (გოგი) ბესარიონის ძე დვალიძის და.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 16 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ბესარიონ ქრისტეფორეს ძე დვალიძე იყო გიორგი (გოგი) ბესარიონის ძე დვალიძის მამა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 17 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გიორგი გვაზავას წერილი „ერთა ლიგა“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გიორგი გვაზავას წერილი „ეროვნული ბრძოლა ირლანდიაში“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ მეუღლე ნინო ნემსაძე, შვილები − ივანე ნემსაძე და საშა ახვლედიანისა, სიძე ევტიხი ახვლედიანი და შვილიშვილი ლეო ახვლედიანი მწუხარებით იუწყებოდნენ, რომ 20 ნოემბერს საფიჩხიის სასაფლაოს ეკლესიაში ფარსადან ზურაბის ძე ნემსაძის 40 დღის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ევტეხი ახვლედიანი იყო საშა ფარსადანის ასულ ნემსაძის მეუღლე.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 18 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ევტეხი ახვლედიანი იყო ფარსადან ზურაბის ძე ნემსაძის სიძე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 დეკემბერს, ლონდონში საქართველოს მისიის მდივანმა ანდრია გუგუშვილმა წერილები გაუგზავნა ევგენი გეგეჭკორს, რომელშიც საყურადღებოა ინგლისის პრემიერ მინისტრ ლოიდ ჯორჯის მიერ გამოთქმული შთაბეჭდილება ევგენი გეგეჭკორის შესახებ. კერძოდ, მისი აზრით, ევგენი გეგეჭკორი საუკეთესო მინისტრია და თუ ყველა ქართველი საზოგადო მოღვაწე მისნაირი იქნება, საქართველო აუცილებლად გადარჩება.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 ნოემბერს 15 რწმუნებულის განცხადებას რწმუნებულთა საზოგადო კრების დანიშვნის შესახებ განცხადებითვე უპასუხა მთავარმა გამგეობამ. განცხადებაში ეწერა, რომ მთავარ გამგეობას სურდა განყოფილებათა რწმუნებულთათვის გაეცნო საქმის ნამდვილი ვითარება და თუ ამის შემდეგაც თხუთმეტივე წევრი საზოგადო კრების ჩატარებას მოითხოვდა მთავარი გამგეობა დაუყოვნებლივ შეასრულებდა მათ მოთხოვნას. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 ნოემბერს 15 რწმუნებულის განცხადებას რწმუნებულთა საზოგადო კრების დანიშვნის შესახებ განცხადებითვე უპასუხა მთავარმა გამგეობამ. განცხადებაში ეწერა, რომ საზოგადოების ფინანსურ-ეკონომიკურ კრიზისზე არც პრეზიდიუმში დაუყენებიათ საკითხი და არც მთავარ გამგეობაში. თავად, თევდორე კიკვაძეს კი არაერთხელ გაკვრით ჰქონდა ნათქვამი, რომ მილიონი მანეთის ქაღალდი დასჭირდებოდა მარტო „დედა ენის“ დაბეჭდვას, მაგრამ არც გეგმა წარმოუდგენია გამგეობისთვის კრიზისის დასაძლევად და არც პრეზიდიუმში დაუსვამს მსგავსი საკითხი, ამიტომ მთავარი გამგეობის განცხადებით თ. კიკვაძეს ჯერ გამგეობისთვის უნდა მოემართა ამ საკითხთან დაკავშირებით და შემდეგ გადაეწყვიტა რწმუნებულთა საზოგადო კრების დანიშვნა. გამგეობა საჭიროდ არ თვლიდა რწმუნებულთა საზოგდო კრების დანიშვნას. ხელს აწერენ გამგეობით თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 ნოემბერს 15 რწმუნებულის განცხადების გამო, რწმუნებულთა საზოგადო კრების დანიშვნის შესახებ განცხადება გააკეთა მთავარმა გამგეობამ. განცხადებაში წერია, რომ მათ მიერ წარმოდგენილ მოხსენებას განყოფილებათა ლიკვიდაციის თაობაზე, არ იზიარებდა მთავარი გამგეობა, მათი აზრით განყოფილებათა უმოქმედობა არა განყოფილების წევრების ბრალი, არამედ განყოფილების გამგეობის მმართველობის პასუხისმგებლობა იყო, რადგან სათავეში უმოქმედო ან სხვა საქმით დატვირთული პირები იდგნენ, ამიტომ მთავარ გამგეობას საჭიროდ მიაჩნდა ადგილობრივი განყოფილების გამგეობის უმოქმედო მმართველებს ხელმძღვანელობა გადაებარებინათ სხვა შესაფერისი პირებისათვის. ხელს აწერენ გამგეობით თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 ნოემბერს 15 რწმუნებულის განცხადების გამო, რწმუნებულთა საზოგადო კრების დანიშვნის შესახებ განცხადება გააკეთა მთავარმა გამგეობამ. განცხადებაში წერია, რომ საზოგადოების ახალი წესდება ძალაში შევიდა მისი დაკანონების დღიდან, არ განხორციელებულა მხოლოდ რწმუნებულთა რიცხვის შემცირება 150-დან 60-მდე, რადგან დახურვის პირას მყოფ განყოფილებებს მიეცათ საშუალება დეკემბრის დასაწყისამდე გადაეწყვიტათ განყოფილების ბედი და ამის შემდეგ დადგინდებოდა განყოფილებათა რწმუნებულების ზუსტი რაოდენობა, ამასთანავე ახალი წესდება მიიღეს აგვისტოში, როცა გამგეობის ხელმძღვანელობა შვებულებაში იმყოფებოდა და შესაბამისად ვერ მოხერხდებოდა ახალი წესდების ნაჩქარევად გახორციელება. ხელს აწერენ გამგეობით თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ განცხადება მიიღო საზოგადოების რწმუნებულ იოსებ გიორგის ძე ავალიშვილისგან. ის, წერდა, რომ თევდორე კიკვაძის მიერ მთავარი გამგეობისთვის გაგზავნილი განცხადება, რომლის ერთ-ერთ პუნქტში საზოგადოების „ფინანსურ-ეკონომიკური“ კრიზისი იყო ნახსენები, ძალიან ცუდად აისახებოდა საზოგადოების განვითარებაზე, მთავრობას გაუჩნდებოდა ეჭვი საზოგადოების მიმართ და ზოგადად არ წაადგებოდა რწმუნებულის მხრიდან მსგავსი განცხადების გაკეთება საზოგადოებას. ი. ავალიშვილის თქმით თ. კიკვაძის მიერ შედგენილ განცხადებაზე, რომელსაც ხელს აწერდა 15 რწმუნებული, მისი ხელმოწერაც იყო და ამის გამო ის მწუხარებას გამოთქვამდა, რადგან განცხადებას განხილვის გარეშე მოაწერა ხელი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 ნოემბრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა გიორგი გვაზავას წერილი „ჩიჩერინის ნოტა“.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 24 ნოემბერს მსახიობი და რეჟისორი ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი გარდაიცვალა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა მსახიობი და რეჟისორი ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი.