ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50661

1921

ტიპი: ღონისძიება

1921-23 წლებში სიმონ ქვარიანი აქტიურად თანამშრომლობდა ბათუმის ქართულ-რუსულ გაზეთებთან.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921-1946 წლებში სიმონ ქვარიანი არ მსახურობდა საბჭოთა არმიაში.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს შალვა ელიავა XI არმიას საქართველოს დასაპყრობად მიუძღოდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ფილიპე მახარაძე საქართველოს სსრ რევკომის თავმჯდომარე იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს, წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის პირველ დღეებში, შალვა ელიავა სუვერენული საბჭოთა საქართველოს მოსკოვის მიერ ხელდასხმულ ლიდერად ითვლებოდა, თუმცა წითელი არმიის ხელმძღვანელ ორგანოთა საქმიანობაში უშუალოდ ვერ ერეოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს თბილისის ოკუპაციის შემდეგ წითელარმიელებმა ევგენი გეგეჭკორის ბინა ააოხრეს.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ შალვა ელიავა საგარეო ვაჭრობის უწყებას ხელმძღვანელობდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს შალვა ელიავა სამხედრო-საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარი იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ფილიპე მახარაძე საქართველოს რევკომის თავმჯდომარედ და მიწათმოქმედების სახალხო კომისრად დანიშნეს.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ბუდუ მდივანი თურქეთში რუსეთის სფსრ-ის წარმომადგენლად მუშაობდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ფილიპე მახარაძე მოსკოვში მიიწვიეს სამუშაოდ.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს შალვა ზურაბის ძე ელიავა სახალხო კომისარი იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის გაზაფხულიდან რევკომის მითითებით სახალხო კომისარმა შალვა ელიავამ ქართული წითელი არმიის შექმნა დაიწყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს ტექნიკურმა საზოგადოებამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტექნიკური ფაკულტეტის დასაარსებლად და ამ საკითხის შესასწავლად კომისიაში მონაწილეობისათვის მიიწვია ინჟინრები: გიგო (გრიგოლ) ზაქარიას ძე ქურდიანი, ი. ვაწაძე, ვასილ მიხეილის ძე კაკაბაძე, ლევან დიასამიძე, გიორგი კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი, ნიკოლოზ ლევანის ძე გვარამაძე, იოსებ ყიფშიძე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს ბუდუ მდივნის ჯგუფმა ამიერკავკასიის შექმნს იდეა მოიწონა.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921-22 წლებში შალვა ზურაბის ძე ელიავა რუსეთის კომუნისტური პარტიის ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის წევრი იყო.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921-22 წლებში სერგო ივანეს ძე ქავთარაძე ქართველ კომუნისტთა ნაციონალ-უკლონისტების ჯგუფის წევრი იყო.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921-22 წლებში ფილიპე მახარაძე ქართველ კომუნისტთა ნაციონალ-უკლონისტების ჯგუფის წევრი იყო.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921-22 წლებში ბუდუ მდივანი ქართველ კომუნისტთა ნაციონალ-უკლონისტების ჯგუფის წევრი იყო.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის მაისში საბჭოთა ხელისუფლებამ ზაქარია გურული დააპატიმრა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის თებერვალ-მარტში შალვა ნუცუბიძე სოციალ-ფედერალისტთა პარტიის პრეზიდიუმის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს სერგო ივანეს ძე ქავთარაძე იყო რუსეთის ს. ფ. ს. რ. წარმომადგენლობის პირველი მრჩეველი.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 2 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ გიორგი ივანეს ძე თაქთაქიშვილს ბორჯომის რაიონის სოფელ რველში 40 დღის აღსანიშნავად პანაშვიდს გადაუხდიდნენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 4 იანვარს სამსონ დათეშიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას კრედიტის გახსნა სთხოვა. გამგეობამ საკითხის განხილვა გადადო.