ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49973

1921

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „სოციალისტ-ფედერალისტის“ 1921 წლის 26 მარტის ნომერში დაიბეჭდა თედო ღლონტის სტატია „მოსკოვის კონფერენცია და საქართველო“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 28-29 მარტს ბათუმში შალვა ელიავა რკპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს, საქართველოს კპ(ბ) ცენტრალური კომიტეტისა და აფხაზეთის რევკომის წარმომადგენელთა თათბირს დაესწრო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 28-29 მარტს სერგო ქავთარაძე ბათუმში რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და აფხაზეთის რევკომის წარმომადგენელთა თათბირს დაესწრო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 28-29 მარტს მალაქია ტოროშელიძე ბათუმში რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და აფხაზეთის რევკომის წარმომადგენელთა თათბირს დაესწრო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 4 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის სოციალური უზრუვნელყოფის კომისარს ოლღა ჭავჭავაძისთვის სურსათით უზრუნველყოფის თხოვნით მიმართავდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით კარიჭაშვილის წინადადება მაღაზიაში გაყიდული წიგნებიდან ყოველთვიური სახარჯო ფულის გადადების თაობაზე. გამგეობამ ყოველთვიურად 10 000 მანეთის გადადება გადაწყვიტა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს დავით კარიჭაშვილის მოხსენება წლის განმავლობაში გამოცემული წიგნების შესახებ. გამგეობამ ეს ინფორმაცია დაადასტურა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სხდომაზე დ. კარიჭაშვილმა 30000 მანეთი სთხოვა „ვეფხისტყაოსნის“ ჰონორარიდან. მისი თხოვნა დაკმაყოფილდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გამგეობის წევრი ნინო ნაკაშიძე სთავაზობს გამგეობის წევრთა სხდომაზე დასასწრები გასამრჯელოს მომატებას თანახმად სატარიფო პალატის დადგენილებისა თავდაპირველად დანიშვნის შემდეგ. გამგეობამ დაადგინა, წევრთათვის გასამრჯელო მოემატებინა თანახმად სატარიფო პალატის დადგენილებისა სხვადასხვა დროს.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით კარიჭაშვილის წინადადება მთავრობის წინაშე შუამდგომლობის შესახებ. შუამდგომლობა ეხებოდა მირიმანოვის სახლის რეკვიზიციას, კერძოდ, სახლის იმ ნაწილის, რომელიც წიგნის მაღაზიას ემიჯნებოდა. გამგეობამ მოიწონა კარიჭაშვილის წინადადება.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 5 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწნენ სეით იაშვილი, ნინო ნაკაშიძე, იპოლიტე ვართაგავა, იოსებ გიორგობიანი.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 4 აპრილს ნოე ხომერიკმა ევგენი გეგეჭკორს მისწერა რევკომის მიერ საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების გაუქმების შესახებ. ის წერილს თან ურთავს ხელშეკრულების ტექსტს და რაიკომის დადგენილებას მისი გაუქმების შესახებ. ასევე ატყობინებს, თუ რა მოხდა გემზე, რომელიც 30 მარტს იტალიიდან საქართველოსკენ წამოვიდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 12 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ვასილ ბარნოვმა გარკვეულითანხა ითხოვა თავისი ჰონორარიდან. გამგეობამ მას უარი უთხრა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 12 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადობის მიერ გამოცემულ წიგნებზე ფასების მომატების საკითხი. გამგეობამ პრეზიდიუმის მიერ წარდგენილი გადაფასების გეგმა დაამტკიცა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 12 აპრილს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე იმსჯელეს კრების ჩასატარებლად ახალი დღის შერჩევის შესახებ. განჩინების თანახმად, ნაცვლად სამშაბათისა მორიგი სხდომის დღედ შეირჩა პარასკევი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 12 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე პავლე საყვარელიძემ წიგნსაცავიდან ჟურნალ-გაზეთების კომპლექტებით სარგებლობის ნებართვა ითხოვა. გამგეობამ ნება დართო, ესარგებლა წიგნსაცავით დადგენილი წესების გათვალისწინებით.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 12 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საწყობის გამგე ლავრენტი სანაძის თხოვნა ჯამაგირის მომატების თაობაზე. გამგეობამ მას უარი უთხრა, რადგან მთავრობის განკარგულებამდე დაუშვებელი იყო ხელფასის მომატება.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 12 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრენენ ვარლამ ბურჯანაძე, შიო დედაბრიშვილი, იპოლიტე ვართაგავა, ნინო ნაკაშიძე, იოსებ გიორგობიანი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 14 აპრილს ნოე ხომერიკი საქართველოს მთავრობას უგზავნის წერილს კონსტანტინეპოლიდან (სტამბული), რომ მათ მიერ დაარსებულმა კომისიამ დაიწყო მუშაობა და ახლა აუცილებელია ოსმალეთთან (თურქეთი) მოლაპარაკება იმისათვის, რომ მათ უფლება მისცენ, საქართველოს საზღვრებთან ააშენონ ბაზა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძის განცხადება გაყიდული წიგნების ანგარიშის წარმოების შესახებ. კიკვაძის აზრით, ანგარიშის წარმოება მაღაზიაშივე უნდა მომხდარიყო. გამგეობა დაეთანხმა მის წინადადებას.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბათუმის სკოლის თბილისის თვითმართველობის გამგეობაში გადაცემის საკითხი. გამგეობამ გადაწყვიტა, ვექილობის ქაღალდი გაეგზავნა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სხდომაზე დავით კლდიაშვილმა სთხოვა 15 000 მანეთი თავისი წიგნების ჰონორარიდან. განჩინებით მისი თხოვნა დაკმაყოფილდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვერის ბიბლიოთეკის საკითხი. იმ დროისთვის ბიბლიოთეკა სახალხო უნივერსიტეტში იყო გადატანილი. გამგეობამ დაადგინა, რომ ბიბლიოთეკა დარჩენილიყო სახალხო უნივერსიტეტის განკარგულებაში, ვიდრე წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება არ მოითხოვდა მის დაბრუნებას.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ვარლამ ბურჯანაძე, იოსებ გიორგობიანი, შიო დედაბრიშვილი და თევდორე კიკვაძე.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 21 აპრილს საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის სოციალური უზრუნველყოფის კომისარიატმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ოლღა ჭავჭავაძის სურსათით უზრუნველსაყოფად ყოველთვიურად 30 000 მანეთი გამოუყო. დოკუმენტს ხელს ი. ანთაძე აწერდა.