ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50556

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 10 დეკემბერს სოფელ ხოტევის სკოლის მასწავლებელმა კონსტანტინე ნატროშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა სკოლის შესახებ 1881 წლის 25 ოქტომბრიდან 10 დეკემბრის მდგომარეობით.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 10 დეკემბერს სოფელ ხოტევის სკოლის მასწავლებელი კონსტანტინე ნატროშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ატყობინებს, რომ სკოლას ესაჭიროება სახელმძღვანელოები, საკითხავი წიგნები და სასწავლო ნივთები.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ კონსტანტინე ნატროშვილის ცნობით, 1881 წლის 10 დეკემბრისთვის სოფელ ხოტევის სკოლაში სწავლობდა 49 მოსწავლე ვაჟი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 10 დეკემბერს სოფელ ხოტევის სკოლის მასწავლებელმა კონსტანტინე ნატროშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობა, რომ გამგეობისგან არასდროს მიუღია სასწავლო წიგნები და ნივთები მოსწავლეთათვის დასარიგებლად.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 10 დეკემბერს სოფელ ნაკურალეშის სკოლის მასწავლებელმა პეტრე სიმონის ძე მესხმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ პეტრე მესხის ცნობით, 1881 წლის 10 დეკემბრისთვის სოფელ ნაკურალეშის სკოლის 10 შეგირდი ვაჟიდან არცერთი იყო ისეთი ღარიბი, რომ წიგნები ვერ შეეძინათ. მოსწავლეებს ჰქონდათ ყველა საჭირო სახელმძღვანელო და სხვა სასწავლო ნივთებიც.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ პეტრე მესხის ცნობით, 1881 წლის 10 დეკემბრისთვის სოფელ ნაკურალეშის სკოლაში სწავლობდა 10 მოსწავლე ვაჟი და არცერთი ქალი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 13 დეკემბერს სოფელ ძიმითის სკოლის მასწავლებელმა თეოფანე ლუკას ძე კალანდარიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 13 დეკემბერს სოფ. ლუხვანოს სკოლის მასწავლებელმა პეტრე ხეცურიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 13 დეკემბერს სოფელ ამაღლების სკოლის მასწავლებელმა ეპიფანე ბესარიონის ძე ჯიბლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ პეტრე ხეცურიანის ცნობით, 1881 წლის 13 დეკემბრისთვის სოფელ ლუხვანოს სკოლაში ღარიბი მოსწავლეები არ სწავლობდნენ, ამიტომ არც წიგნები იყო მათთვის საჭირო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 13 დეკემბერს მასწავლებელმა პეტრე ხეცურიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სოფელ ლუხვანოს სკოლისთვის საჭირო იყო შემდეგი წიგნები: „ბუნების კარი“, „ვეფხისტყაოსანი“, „საღმრთო ისტორია“ ქართულ ენაზე, ასევე ნივთები: საანგარიშო, კუბიკების ყუთი და სხვა.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ პეტრე ხეცურიანის ცნობით, 1881 წლის 13 დეკემბრისთვის სოფელ ლუხვანოს სკოლაში სწავლობდა 21 მოწაფე ვაჟი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 13 დეკემბერს სოფელ ლუხვანოს სკოლის მასწავლებელი პეტრე ხეცურიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ იმავე წლის მაისში ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად მიიღო წიგნები ერთხელ, სხვა ნივთები არ მიუღიათ.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ თეოფანე კალანდარიშვილის ცნობით, 1881 წლის 13 დეკემბრისთვის სოფელ ძიმითის სკოლაში სწავლობდა 97 მოსწავლე ქალ-ვაჟი, მათგან ღარიბი იყო 50.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 13 დეკემბერს სოფელ ძიმითის სკოლის მასწავლებელმა თეოფანე ლუკას ძე კალანდარიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ წიგნები და სასწავლო ნივთები მიიღეს 1880 წლის 5 თებერვალს მისი წინა მოადგილის დროს.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 15 დეკემბერს საგარეჯოს სკოლის მმართველმა ალექსანდრე ზებედეს ძე ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 15 დეკემბერს რაჭის მაზრის სოფელ სადმელის სკოლის მასწავლებელმა, მღვდელმა პორფირი კერესელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 15 დეკემბერს სოფელ ბასილეთის სკოლის მასწავლებელმა სერგი კალანდაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

სოფელ საგარეჯოს სკოლის მმართველ ალექსანდრე ცხვედაძის ცნობით, 1881 წლის 15 დეკემბრისთვის I განყოფილებაში სწავლობდა 50 მოსწავლე ვაჟი, II განყოფილებაში – 27, III განყოფილებაში – 10, სულ 89 მოსწავლე, ყველა მამრობითი სქესის.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 15 დეკემბერს სოფელ ბასილეთის სკოლის მასწავლებელმა სერგი კალანდაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ღარიბი მოსწავლეებისთვის ძალიან საჭირო წიგნები იყო: 20 ეგზემპლარი გ. კალანდარიშვილის „პირველდასაწყისი კურსი რუსული ენისა ქართველთათვის“, 13 ც. „დედაენა“, 5 ც. „ბუნების კარი“, 17 ც. სოკოლოვის „ლოცვები, მცნებები და სიმვოლო სარწმუნოებისა განმარტებით“, 5 ც. „დაწყებითი სწავლა მართლმადიდებლობითის ქრისტიანებრივის სარწმუნოებისა“, 6 ც. „როდნოე სლოვო“, I ნაწილი. ასევე სასწავლებელი ძალიან საჭიროებდა გლობუსს, რომლის შესაძენადაც სახსრები არ ჰქონდათ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 15 დეკემბერს სოფელ ბასილეთის სკოლის მასწავლებელმა სერგი კალანდაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას აცნობა, რომ 1881 წლის მარტში გამგეობისგან ერთხელ მიიღეს წიგნები, სულ 62 ეგზემპლარი, 15 მანეთის ღირებულებისა.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ სერგი კალანდაძის ცნობით, 1881 წლის 15 დეკემბრისთვის სოფელ ბასილეთის სკოლის 85 მოსწავლე ქალ-ვაჟიდან 23 ღარიბი იყო, რომელთაც მშობლები ვერ აკმაყოფილებდნენ სასწავლო ნივთებით. ამის გამო ბავშვებსაც სწავლაზე გული უცრუვდებოდათ და სწავლის ნორმალურ მსვლელობასაც დაბრკოლებას უქმნიდა, რადგან გაკვეთილების დროს ერთმანეთში გახშირებული ნივთების თხოვნა იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ პორფირი კერესელიძის ცნობით, 1881 წლის 15 დეკემბრისთვის სოფელ სადმელის სკოლაში სწავლობდა 25 მოსწავლე ვაჟი და ქალი, მათგან 20 ძალიან ღარიბი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ სერგი კალანდაძის ცნობით, 1881 წლის 15 დეკემბრისთვის სოფელ ბასილეთის სკოლაში სწავლობდა 85 მოსწავლე, 70 ვაჟი და 15 ქალი.