ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51127

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 4 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის სახელზე აფხაზეთიდან საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიულად ცნობის შესახებ დეპეშა გაიგზავნა.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სიმონ ყაუხჩიშვილი გიორგი არადელი-იშხნელის სიძე იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ზაქარია იშხნელი გიორგი (არადელი) იშხნელის ძმა იყო.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ თბილისის სამაზრო ერობის გამგეობა იუწყებოდა, რომ 5 თებერვალს გამგეობის წევრ ესტატე გიორგის ძე ავალიშვილს ვერის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში ორმოცი დღის პანაშვიდს გადაუხდიდნენ.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სიმონ ყაუხჩიშვილის მეუღლე თამარ ნიკოლოზის ასული იშხნელი იყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სვიმონ ყიფიანის მოთხრობა „მშვენიერი ლენა“ (გაგრძელება).

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) ლ. ფ.-ს ხელმოწერით რუბრიკაში „ ჩვენი კორესპონდენტები“ გამოქვეყნდა წერილი „ზესტაფონის თემი“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „ერთა ლიგა და საქართველო“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) მოხუცის ფსევდონიმით გამოქვეყნდა წერილი „მწარე ფიქრები“ (ნაწილი 12).

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა რეზო გაბაშვილის „ღია წერილი მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს, ბ-ნ გრ. ლორთქიფანიძეს“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 6 თებერვალს ქუთაისის წმინდა გიორგის ეკლესიაში ელენე იულონის ასულ დადიანი-წულუკიძისას წლისთავზე პანაშვიდს გადაიხდიდა ოჯახი: ძმა იოსებ დადიანი და მისი მეუღლე თამარა გრიგოლის ასული, ძმისწულები − ილია დადიანი, ეკატერინე და მისი მეუღლე ვლადიმერ ალექსის ძე ჟერებკოვი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 6 თებერვალს სოფელ არადეთში გიორგი არადელ-იშხნელს წლის წირვას და პანაშვიდს გადაუხდიდნენ დედა ნინო, ცოლი ალექსანდრა, შვილები − ირაკლი და გიორგი, ძმები − მიხეილ, ზაქარია და კონსტანტინე, დები − თამარ და ანა, რძლები − ირაიდა, ნინო, მერი და სიძე − სიმონ ყაუხჩიშვილი.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ანდრია, პოლიევქტოს, ვასილ, ფილიმონ და პეტრე გრიგოლის ძე კარბელაშვილები ძმები იყვნენ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ მღვდელი და დეკანოზი ძმები, ანდრია, პოლიევქტოს, ვასილ და ფილიმონ გრიგოლის ძე კარბელაშვილები ოჯახებითურთ იუწყებიან ძმისწულის, შოთა პეტრეს ძე კარბელაშვილის გარდაცვალებას.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შოთა პეტრეს ძე კარბელაშვილი ანდრია, პოლიევქტოს, ვასილ და ფილიმონ გრიგოლის ძე კარბელაშვილების ძმისწული იყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა რ. ინგილოს წერილი „ჩემი ნატვრა“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 6 თებერვალს, 12 საათზე სასახლეში მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია მიიღებდა მილოცვებს უცხოელი წარმომადგენლებისგან საქართველოს რესპუბლიკის იურიდიულად ცნობის გამო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „ბრწყინვალე დღე“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრა ნიკოლოზის ასული ზედგინიძისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ ალექსი ვასილის ძე ზედგინიძის მეუღლე იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ალექსი ვასილის ძე ზედგინიძე ლეიტენანტ ივანე ვასილის ძე ზედგინიძის ძმა იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ანა ივანეს ასული ზედგინიძისა ლეიტენანტ ივანე ვასილის ძე ზედგინიძის დედა იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პლატონ ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილი სენატის თავმჯდომარე დავით ხელთუფლიშვილის ძმა იყო.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 7 თებერვალს რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარე დავით ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილს საკუთარი ბინიდან (პეტრე დიდის ქუჩა N22) ქუთაისში გადაასვენებდნენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 8 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფრომ ტარუაშვილის განცხადება თავისი საბავშვო წიგნის „თხები და ცხვრების“ გამოცემის შესახებ.პირველი გამოცემა სულ გაყიდული იყო. გამგეობის გადაწყვეტილებით ეს საკითხი მიენდო ვ. ბურჯანაძეს. მასვე დაევალა ტარუაშვილის შრომის გაცნობა და კრებისთვის თავისი აზრის გაცნობა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 8 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის მთავარი გამგის სამსონ ბახტაძის მოხსენება მაღაზიის საქმეთა მოწესრიგების შესახებ. ბახტაძის აზრით, გამგისა და მისი თანაშემწისთვის უნდა მიეცათ გარკვეული პროცენტი საერთო შემოსავლიდან. წინა კრებაზე დასმული ეს საკითხი გამგეობის დავალებით პრეზიდიუმს უნდა განეხილა მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად და მოეხსენებინა შემდეგ კრებაზე. განჩინების თანახმად, მაღაზიას უნდა ჰყოლოდა მთავარი გამგეობის წინაშე პასუხისმგებელი გამგე და მისი თანაშემწე, რომელიც თავის მხრივ პასუხს აგებდა გამგის წინაშე. გამგეობამ დაადგინა, რომ ყველა მოსამსახურე პირისთვის (ამ კატეგორიაში შედიოდნენ საწყობის გამგეცა და ბუღალტერიც) ყოველწლიურად გადაედოთ 1% საერთო ნავაჭრიდან. დანაკლისზე ყველა აგებდა პასუხს. მოლარისთვის უნდა მიეცათ თვეში 500 მანეთი გადასაყოლებელი, ასევე მონარჩენი ხურდაც. პროცენტი და დანაკლისი განაწილებულიყო ჯამაგირის პროპორციულად.