ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47345

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის თბილისის კომიტეტის წევრი მიხეილ ზურაბის ძე ზანდუკელი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალ-რევოლუციონერთა პარტიის თბილისის კომიტეტის წევრი ოლღა იესეს ასული სანიკიძე-ვალაბუევა თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის თბილისის კომიტეტის წევრი ივანე ლევანის ძე ჩერქეზიშვილი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის თბილისის კომიტეტის წევრი ნიკოლოზ ნაუმის ძე ჩიგოგიძე თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის თბილისის კომიტეტის წევრი გიორგი ესტატეს ძე მუმლაძე თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის თბილისის კომიტეტის წევრი პეტრე მიხეილის ძე ჩარექოვი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წელს საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის თბილისის კომიტეტის წევრი ვასილ გიორგის ძე ტურაბელიძე თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნობის კანდიდატი იყო.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს სოხუმის ქართველმა ამომრჩევლებმა ქალაქისთავის თანამდებობაზე ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და მწერლის, ალექსანდრე სარაჯიშვილის კანდიდატურა წამოაყენეს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ქუთაისის გუბერნატორმა გერშელმანმა არ დაამტკიცა სოხუმის ქალაქისთავის არჩევნების შედეგები და ქართველთა მიერ არჩეულ ალექსანდრე სარაჯიშვილს გამარჯვება წაართვა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს გაუქმდა შედეგები სოხუმის ქალაქისთავის პირველი არჩევნებისა, რომელშიც ქართველთა კანდიდატმა ალექსანდრე სარაჯიშვილმა გაიმარჯვ, ამიტომ ქართველებმა განჯის საოლქო სასამართლოს წევრის, ვასილ აბულაძის კანდიდატურა წამოაყენეს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს სოხუმის ქალაქისთავის პირველი არჩევნების შედეგების გაუქმების შემდეგ ხელახალ არჩევნებზე ქართველებმა ვასილ აბულაძე აირჩიეს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ქუთაისის გუბერნატორმა გერშელმანმა სოხუმის ქალაქისთავის თანამდებობაზე ალექსანდრე სარაჯიშვილის კანდიდატურა უარყო, ხოლო შემდეგ − ხელახალ არჩევნებზე არჩეული ვასილ აბულაძისა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს სოხუმში მოღვაწეობის პერიოდში თედო სახოკიამ და მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს სოხუმის ქალაქისთავად ეროვნებით ქართველი შეერჩიათ.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის რევოლუციის მოსაწყობად საზღვარგარეთიდან წამოსული იარაღის ნაწილი, რომელსაც თედო სახოკია უნდა დახვედროდა საქართველოში, ფოთის პორტის მუშებისა და იქ მოტრიალე მეგრელ მენავეთა დახმარებით უნდა გადმოტვირთულიყო.

1905

ტიპი: ღონისძიება

პარიზიდან საქართველოში დაბრუნებული არჩილ ჯორჯაძე მომავალი 1905 წლის რევოლუციის მოწყობის საქმეში ჩაერთო.

1905

ტიპი: ავტორობა

თედო სახოკიას აზრით, 1905 წლის რუსეთ-იაპონიის ომი ახალ სანუგეშო პერსპექტივებს უქადდა საქართველოს.

1905

ტიპი: ავტორობა

თედო სახოკიას აზრით, 1905 წლის რუსეთ-იაპონიის ომი საქართველოში რევოლუციის მოახლოვებას შეუწყობდა ხელს.

1905

ტიპი: ავტორობა

თედო სახოკიას აზრით, 1905 წლის რუსეთ-იაპონიის ომის შედეგად მეფის რუსეთის დაუძლურება მონობის უღლის გადაგდებას მოასწავებდა საქართველოსთვის.

1905

ტიპი: ღონისძიება

ვინაიდან თედო სახოკია სოხუმის მცხოვრები იყო და ზღვის სანაპირო და მკვიდრნი მისთვის შინაურნი იყვნენ, მას არ უნდა გაძნელებოდა 1905 წელს გიორგი დეკანოზიშვილის მიერ მასზე დაკისრებული დავალება − დახვედროდა რევოლუციის მოსაწყობად საზღვარგარეთიდან წამოსულ იარაღს შავიზღვისპირეთის სხვადსხვა პუნქტში.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის რევოლუციის წინა პერიოდში ბათუმში „ჩერნომორსკი ვესტნიკის“ სტამბაში თედო სახოკიას მონაწილეობით არალეგალურ გამოცემათა ბეჭდვა დაიწყო.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წელს რევოლუციის წინა პერიოდში, რომლის ორგანიზებაში თედო სახოკია აქტიურად მონაწილეობდა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართა საჯარო მიტინგები, სადაც გამოვიდნენ არსებული წეს-წყობილების კრიტიკით და მის შეცვლას ითხოვდნენ.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის ზაფხულში თედო სახოკია პარიზიდან საქართველოში დაბრუნდა. სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის დავალებით მას რევოლუციიის მოსაწყობად საზღვარგარეთიდან წამოსული იარაღი უნდა მიეღო შავიზღვისპირეთის სხვადასხვა პუნქტში.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს რევოლუციის მზადების ამბავი თედო სახოკიამ პარტიის ფოთის კომიტეტის თავმჯდომარესა და მეგობარს, მიხეილ ესაკიას გაუზიარა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის მიერ საზღვარგარეთ შეძენილმა ორთქლმავალმა „სირიუსმა“ საქართველოს ნაპირებს მიაყენა შვეიცარიაში პარტიის მიერ ნაყიდი თოფები, რომელიც სემდგომში თედო სახოკიას უნდა გაენაწილებინა ხალხისთვის.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის მიერ საქართველოში შემოტანილი იარაღის ერთი ნაწილი, რომელსაც პორტში თედო სახოკია უნდა დახვედროდა, მთავრობამ ჩაიგდო ხელში, მეორე ნაწილი კი რევოლუციის მხარდამჭერთ დაურიგდა.