ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46077

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 25 ივლისის გაზეთ „დროებაში“ ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით თბილისის სათავადაზანურო ბანკის 1882 წლის 1-ელი ივლისისთვის არსებული ბალანსი დაიბეჭდა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის აგვისტოში ვასილ კოპტონაშვილი თავის სკოლის მასწავლებელ ტიმოთე ხმალაძეს გაჰყვა თბილისში.

1882

ტიპი: განათლება

1882 წლის აგვისტოში ვასილ კოპტონაშვილი შევიდა ნიკოლოზის სახელობის ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, სადაც მეორე კლასში მიიღეს.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 6 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ, როგორც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილემ თბილისის კომერციულ ბანკს შეტანილ თანხაზე ქვითრის გამოწერის მოთხოვნით მიმართა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 17 აგვისტოს აკაკი წერეთლის პატივსაცემად თელავში ნადიმი გაიმართა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 19 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ ილია ჭავჭავაძის სტატია „შენიშვნა“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად დაიბეჭდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ დაიბეჭდა ალექსანდრე მირიანაშვილის „ბედ-უკუღმართი ჯალაბობა“ (ამბავი სოფლის ცხოვრებიდან).

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ დაიბეჭდა დიმიტრი ჯანაშვილის „ისტორიული სურათები“ (ქართველი ქალი) და ხოსე მარმოლის რომანი „ციხე შიგნიდან გატეხილი“.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ დაიბეჭდა იოსებ ბაქრაძის ლექსი „ჭმუნვა“; რაფიელ ერისთავის – „გუთანი“ და „წისქვილი“.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის სექტემბერში ჟურნალ „ივერიის“ მეცხრე ნომერში ილია ჭავჭავაძის „შინაური მიმოხილვა“ დაიბეჭდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის სექტემბერში ზაქარია ჭიჭინაძემ კრებული „სალამური“ გამოსცა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 3 სექტემბრის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა, რომ ზაქარია ჭიჭინაძემ ცალკე გამოსცა წიგნი „დედა და შვილი და რამდენიმე ლექსი ილია ჭავჭავაძისა“.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ილია ჭავჭავაძისა და გრიგოლ ყიფშიძის ხელმოწერით ქუთაისის სათავადაზანურო სკოლის ინსპექტორ ალექსი ჭიჭინაძეს შეტყობინება გაუგზავნა და სასწავლო პროგრამების წარმოდგენა სთხოვა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ალექსი ჭიჭინაძისგან სასწავლო პროგრამების წარდგენასთან დაკავშირებით დეპეშა მიიღო.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 10 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ ილია ოქრომჭედლიშვილისგან მიიღო საპასუხო წერილი ილუსტრირებული „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემის შესახებ.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 14 სექტემბრის გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „კავკაზიის რეფორმები“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 21 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მიიღეს შეტყობინება, რომ ბათუმის სკოლისთვის დაქირავებული ახალი შენობა მეპატრონის ვალის გამო აუქციონზე იყიდებოდა. დაადგინეს, რომ საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი სახსრები ისევ ძველი შენობის დასაქირავებლად გადაერიცხათ.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 21 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შეძენის გადაწყვეტილება მიიღეს.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 21 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ბათუმის სკოლის ხარჯთაღრიცხვის შესახებ ინფორმაცია განიხილეს.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 21 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გიორგი ქართველიშვილს კანცელარიის მოსაწყობად შეწირული თანხისთვის მადლობა გამოუცხადეს.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 21 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა, რომელზეც დააკმაყოფილეს ამიერკავკასიის სამასწავლებლო სემინარიის დირექტორის თხოვნა სტიპენდიატებისთვის ფულის მიწოდების თაობაზე.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 21 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა, რომელზეც პროგიმნაზიული კლასის გახსნის შესახებ ქუთაისის გუბერნიის სკოლების დირექტორის ნებართვა მიიღეს.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 21 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა, რომელზეც გაეცნენ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორის წერილობით ინფორმაციას სხვადასხვა საგნის მასწავლებლების დაქირავების შესახებ.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 21 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სოფელ ხელთუბანში სკოლის გახსნის საკითხი განიხილეს.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 26 სექტემბერს ქართული დრამატულმა დასმა გრიგოლ არწრუნის თეატრში მისივე პოემა „დედა და შვილი“ დადგა. დედის როლს ნატო გაბუნია ასრულებდა, შვილისას – კოტე მესხი.