ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51127

1921

ტიპი: გარდაცვალება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომის 1921 წლის 22 აპრილის ოქმის მიხედვით, სტამბულში გარდაიცვალა საზოგადოების საპატიო თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 აპრილს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ი. გიორგობიანი, შ. დედაბრიშვილი, თ. კიკვაძე, ნ. ნაკაშიძე, მ. კაკაბაძე, ქრ. შარაშიძე, თავმჯდომარე: დ. კარიჭაშვილი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს საქართველოს სახალხო განათლების კომისარიატმა ქრისტინე შარაშიძე მიიწვია სასწავლო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ამავე წლის 26 აპრილს ტარდებოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 აპრილს ნოე ხომერიკი ამხანაგ კოსტიას ატყობინებს,რომ ვექილი სხირტლაძისგან მათ მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორი ცუდი და უკიდურესად მძიმე სიტუაციია თბილისში. მოსახლეობას აეკრძალა ვაჭრობა, 4 ადამიანი დაუხვრეტიათ საქონლის გადამალვისთის, ბანკები დახურულა. ასევე წითელი არმიის 12-15 ათასიანი არმია მოემართება თბილისისკენ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 30.04 - 29.12 ევგენი გეგეჭკორმა და საქართველოს ლობისტმა აშშ-ში, უოლტერ ჩენდლერმა მოხსენებითი ბარათები გამოგზავნეს ლონდონიდან და ვაშინგტონიდან, სადაც აღწერილია კავკასიის პრობლემები და ევროპის ქვეყნების პოზიციები. ევგენი გეგეჭკორის მოხსენებას ნოე ჟორდანიასადმი ახლავს მინაწერი: „მოწონებულ იქნას ლექციების ორგანიზაცია, პოლიტიკური სადილი მხოლოდ ჩხენკელის ან მინისტრთა თანდასწრებით გაიმართოს."

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მაისში მურად გუნთაიშვილსა და სულეიმან კაიკაციშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ერთდროული დახმარება მისცა, თითოს 300 000 მანეთი.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის მაისში საბჭოთა ხელისუფლებამ ნიკოლოზ ჭუმბურიძე დააპატიმრა.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის მაისში საბჭოთა ხელისუფლებამ გიორგი ფაღავა დააპატიმრა.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის მაისში საბჭოთა ხელისუფლებამ გიორგი ნესტორის ძე ანჯაფარიძე დააპატიმრა.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის მაისიდან მეტეხის ციხეში ისხდნენ ვლადიმერ ჯიბლაძე (მძიმე ავადმყოფი), ზაქარია გურული (ავად იყო), გიორგი ფაღავა (ავადმყოფობის გამო გაათავისუფლეს), გიზო ანჯაფარიძე, ვ. მაყაშვილი და სხვ., ნათქვამია ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ დაბეჭდილ წერილში „პოლიტიკური ტუსაღები საქართველოში“.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის მაისიდან მეტეხის ციხეში ისხდნენ უშანგი ელიავა, ვასო ნოდია, ნიკოლოზ ჩაბიშვილი, კონსტანტინე კანდელაკი და სხვ., ნათქვამია ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ დაბეჭდილ წერილში „პოლიტიკური ტუსაღები საქართველოში“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 4 მაისს ნოე ხომერიკი სწერს თავმჯდომარე ნოე რამიშვილს და სთხოვს, მოიპოვოს პუნქტის აგების უფლება ტრაპიზონში, ან რიზეში და ატყობინებს, რომ ქართველმა მოვაჭრეებმა დაადგინეს საბჭოთა საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 3 მაისს ნოე ჟორდანიამ წაიკითხა მოხსენება საფრანგეთის სოციალისტური პარტიის (რეკონსტრუქტორების) ცეკაში, სიტყვით გამოვიდა ასევე ირაკლი წერეთელი.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 3 მაისს ნოე ჟორდანიამ საფრანგეთის სოციალისტური პარტიის (რეკონსტრუქტორების) ცეკაში გამოსვლისას დააყენა საკითხი, რა მოხდა საქართველოში – რევოლუცია, აჯანყება-გადატრიალება თუ ომით დაპყრობა – დოკუმენტებით გააშუქა და დაამტკიცა, რომ ეს იყო საბჭოთა რუსეთის მიერ დაწყებული ომი საქართველოს დასაპყრობად.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ივანე გომელაური სთხოვს 10000 მანეთს ავანსად თავისი წიგნების ჰონორარიდან. განჩინებით გომელაურის თხოვნა დაკმაყოფილდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს ქაფრთველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის გამგის განცხადება წიგნების ფასების გადასინჯვის შესახებ. განჩინების თანახმად, გამგეობამ ეს საკითხი პრეზიდიუმს მიანდო. გადაწყდა, რომ ფასები მოემატებინათ მაღაზიის გამგის მოსაზრებისა და თევდორე კიკვაძის მოხსენების გათვალისწინებით. წიგნების ნისიად გაცემა აიკრძალა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნიკა ქუთათელაძის მოხსენება (რეცენზია) იპოლიტე ვართაგავას „სიტყვათა თეორიის შესახებ“. გამგეობამ ქუთათელაძისთვის 10 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს პრეზიდიუმის მოხსენება, რომელიც ეხებოდა „დედა ენის“ პირველი ნაწილის დაბეჭდვას. პრეზიდიუმის აზრით, 30000 ცალი უნდა დაბეჭდილიყო. გამგეობა დაეთანხმა პრეზიდუმს. ამასთან გადაწყდა, რევკომისათვის დედა ენის ორივე ნაწილის გამოსაცემად საჭირო რაოდენობის ქაღალდი მოეთხოვათ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: შ. დედაბრიშვილი, მეთ. კაკაბაძე, თ. კიკვაძე, თავმჯდომარის ამხანაგი: კ. ნინიძე, თავმჯდომარე: დ. კარიჭაშვილი

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ბუღალტერმა წარუდგინა 1920 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში. გამგეობამ ამ საკითხის წინასწარი განხილვა პრეზიდიუმს დაავალა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს და ცნობად მიიღეს თავმჯდომარის მოხსენება საზოგადოების მდგომარეობის შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას შიო მღვიმელმა თავისი წიგნების ჰონორარიდან 30 000 მანეთი სთხოვა. პრეზიდიუმის დადგენილებით მწერალს თანხა მიღებული ჰქონდა. გამგეობამ ეს ფაქტი დაადასტურა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ანასტასია ხოშტარიამ თავისი წიგნების ჰონორარიდან 20 000 მანეთი სთხოვა. პრეზიდიუმის დადგენილებით ხოშტარიას თანხა მიღებული ჰქონდა. გამგეობამ ეს ფაქტი დაადასტურა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას მოსე ჯანაშვილმა აცნობა, რომ დაამთავრა ლექსიკონის გადაწერა. სულ გადაწერილი ჰქონდა 104442 სიტყვა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს პრეზიდიუმის მოხსენება რწმუნებულთა საზოგადო კრების მიწვევის შესახებ. განჩინების თანახმად, თბილისის გამგეობას დაევალა მთავარი გამგეობისთვის განყოფილების წევრთა სიის მიწოდება. შემდეგ უნდა განესაზღვრათ განყოფილების რწმუნებულთა რიცხვი და გაემართათ საზოგადოების რწმუნებულთა მორიგი კრება. თევდორე კიკვაძის წინადადება კრების 20 ივნისისამდე გამართვის შესახებ არ მიიღეს.