ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49987

1899

ტიპი: ღონისძიება

1899-1903 წლებში საანთროპოლოგო სკოლაში სწავლის პერიოდში თედო სახოკია მასალას აწვდიდა ქართულ პერიოდიკას და ამით ქართველ მკითხველს აცნობდა საფრანგეთის ცხოვრების ამა თუ იმ ღირშესანიშნავ ამბავს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899-1903 წლებში საანთროპოლოგო სკოლაში სწავლის პერიოდში თედო სახოკიას წმინდა მოვალეობად მიაჩნდა, გაეზიარებინა ქართველი მკითველისთვის საქართველოს შესახებ ევროპაში გაჟღერებული ნებისმიერი ინფორმაცია.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წელს დაწერილი თედო სახოკიას ავტობიოგრაფიის თანახმად, იგი თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში იყო ნამყოფი.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წელს დაწერილი თედო სახოკიას ავტობიოგრაფიის თანახმად, საფრანგეთის გარდა მას მონახულებული ჰქონდა ინგლისი, შვეიცარია, ბელგია და იტალია.

1869

ტიპი: ნასამართლეობა

1869 წლის 27 თებერვალს თბილისის სასამართლომ განიხილა და არ დააკმაყოფილა სვიმონ ანდრონიკაშვილის საკასაციო სარჩელი, რომელსაც ანა აბაშიძის გატაცების ბრალდებით ყველა წოდების ჩამორთმევა და ოთხწლიანი გადასახლება ჰქონდა მისჯილი.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 27 მარტს გაზეთ „დროებაში“ ნიკოლოზ ავალიშვილმა გამოაყვეყნა ჟურნალ „მნათობის“ მომავალ ნომერში დასაბეჭდი მასალების ჩამონათვალი, რომელთა შორის იყო ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის „ასპინძის ომი 1770 წელსა“, სვიმონ მგალობელის „სურათი მთიულების ცხოვრებიდან“, დიმიტრი ჯანაშვილის „კაცს განათლებამ უნდა მისცეს სახსრები ცხოვრების გაფაქიზებისა და სიმდიდრის მოპოვებისა“ და თავად ნიკოლოზ ავალიშვილის ორი წერილი, „ლიტერატურა, მისი მნიშვნელობა და გავლენა საზოგადოებაზედ“ და „ქართული წარმოდგენა თბილისში“; ასევე მის მიერ თარგმნილი ფრაგმენტი სერვანტესის „დონ კიხოტიდან“.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 15 იანვარს, კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით, კოლეგიის მრჩეველი ნინო ნოიტაკი გათავისუფლდა თბილისის კლასიკური გიმნაზიის ინპექტორის თანამდებობიდან.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წლის 15 იანვრამდე კოლეგიის მრჩეველი ნინო ნოიტაკი იკავებდა თბილისის კლასიკური გიმნაზიის ინპექტორის თანამდებობას.

1869

ტიპი: ავტორობა

1969 წლის 18 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ კილოკავაძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა კირილე ლორთქიფანიძის წერილი „ორიოდე სიტყვა უფ. იაკ. გოგებაშვილისგან შედგენილ ხელთმძღვანელოზედ“, რომელშიც ავტორი ერთმანეთს ადარებს იაკობ გოგებაშვილის, პლატონ იოსელიანისა და პეტრე უმიკაშვილის ანბანის სწავლების მეთოდებს.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 25 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ნიკოლოზ ბერძენოვის, პეტრე უმიკაშვილისა და გიორგი წერეთლის ერთობლივი წერილი „ძველის წიგნების გამოცემაზე“, რომელშიც საუბარია იშვიათი ქართული წიგნების ახლებური გამოცემის პროექტზე.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 25 დეკემბერს გაზეთ „დროების“ თანახმად, იშვიათი ქართული წიგნების ახლებური გამოცემის პროექტს გრიგოლ ორბელიანი ხელმძღვანელობდა.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 22 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ ფუტკარის ფსევდონიმით გამოქვეყნდა სერგეი მესხის ფელეტონი „ფუტკარი, მესამე თავლიანი თეფში“.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 26 მარტს გორში, თავად ივანე ერისთავის სახლში, ლიტერატურული საღამო გაიმართა, რომელშიც გიორგი ერისთავი მონაწილეობდა.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლისთვის თედო სახოკიას სხვადასხვა ჟანრის თხზულებები 37 წიგნად იყო გამოცემული.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლიდან თედო სახოკია თანამშრომლობდა ჟურნალთან „მნათობი“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წელს თედო სახოკიამ რუსულად დაწერა საეთნოგრაფო წერილები სამეგრელოზე.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წელს დაწერილი თედო სახოკიას ზოგიერთი საეთნოგრაფო წერილი რუსულ ენაზე იყო დაბეჭდილი, ზოგიც − მარის სახელობის ინსტიტუტში დასაბეჭდად იყო გამზადებული.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს თედო სახოკიას იტალიურიდან ნათარგმნი ჰქონდა გარიბალდის „კლელია“.

1943

ტიპი: ავტორობა

1956 წელს თედო სახოკიას იტალიურიდან ნათარგმნი ჰქონდა დე ამიჩისის „მატილდა სერაოსი“ და მისივე მოთხრობები.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წელს დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, თედო სახოკიას სხვადასხვა პერიოდში უთანამშრომლია შემდეგ პერიოდულ ჟურნალ-გაზეთებთან: „ივერია“, „ცნობის ფურცელი“, „საქართველო“, „მოამბე“, „ჯეჯილი“.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს თედო სახოკიას დასაბეჭდად გამზადებული ჰქონდა თავისი შემდგომი თხზულებები: 1. „გურია, აჭარა, სამურზაყანო“, 2. „ციმბირში“, 3. „ძველად (მოგონება სამეგრელოში სწავლა-აღზრდის საქმის შესახებ)“, 4. „საქართველოში საზღვარგარეთიდან იარაღის შემოტანა, 1905 წელი“. 5. ქართულ ფიგურალურ თქმათა და სიტყვათა ლექსიკონი, 6. გი დე მოპასანის მეოთხე წიგნი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ციმბირში გადასახლებისა და იქიდან გაქცევის შემდეგ თედო სახოკია 15 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საზღვარგარეთ.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, თედო სახოკია თარგმნიდა ფრანგული, იტალიური და რუსული ენებიდან.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს თედო სახოკიას გამოსაცემად გამზადებული ჰქონდა ხატოვან სიტყვა-თქმათა მეორე და მესამე ტომები.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს თედო სახოკიას დაწერილი ჰქონდა მოგონებები „ციმბირში − მოგონებანი ციმბირში გადასახლების დროისა“.