ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49987

1884

ტიპი: სახელი

1884-1885 წლებში ქართლ-კახეთის სასწავლებლებიდან თბილისის სასულიერო სემინარიაში სასწავლებლად ჩამოსულებს „შვილ“-ზე დაბოლოებული გვარები „ов“-ებად გადაუკეთეს და შიო დედაბრიშვილსაც დედაბეროვად მოიხსენიებდნენ.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს იაკობ ფანცხავა ვარაუდობდა, რომ მისი გამოკვლევა კალენდრის შესახებ პოპულარული გახდებოდა მკითხველთა წრეში, თუ ამ თხზულებას ცალკე წიგნად გამოსცემდნენ და საზოგადოეაში გაავრცელებდნენ ქართულ, რუსულ, ფრანგულსა და ინგლისურ ენებზე.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს იაკობ ფანცხავა იმედოვნებდა, რომ მისი გამოკვლევა კალენდრის შესახებ მკითხველის განსაკუთრებულ ინტერესს დაიმსახურებდა.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავა წერდა, რომ თუ ოდესმე მისი ნაწერები დაიბეჭდებოდა და ცალკე წიგნად გამოიცემოდა, მისი სრული შემოქმედება დიდ კაბადონიან რვა ტომს გაწვდებოდა.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წლის 21 ივნისს დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, იაკობ ფანცხავა ნანობდა, რომ მთელი ძალ-ღონე მწერლობას არ დაახარჯა.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავას მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, ლავრენტი ბერიას დაუწერია ნაშრომი „ამიერკავკასიის ორგანიზაციის ისტორიის საკითხისათვის“.

1956

ტიპი: განათლება

1956 წელს შედგენილი არტემ ახნაზაროვის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის თანახმად, არტემ ახნაზაროვი ფლობდა ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებს.

1956

ტიპი: ორგანიზაცია

1956 წელს შედგენილი არტემ ახნაზაროვის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის თანახმად, არტემ ახნაზაროვი იყო უპარტიო.

1942

ტიპი: ორგანიზაცია

1942 წლამდე არტემ ახნაზაროვი იყო საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის წევრი.

1956

ტიპი: ღონისძიება

1956 წელს შედგენილი არტემ ახნაზაროვის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის თანახმად, მისი ნათესავები არ ცხოვრობდნენ საზღვარგარეთ.

1956

ტიპი: ღონისძიება

1956 წელს შედგენილი არტემ ახნაზაროვის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის თანახმად, იგი არასოდეს ყოფილა საზღვარგარეთ.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლიდან არტემ ახნაზაროვი მუშაობდა გაზეთ „თეატრში“.

1957

ტიპი: ღონისძიება

1957 წელს შედგენილი დუტუ მეგრელის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის თანახმად, იგი არასოდეს არ ჩავარდნილა ტყვედ.

1957

ტიპი: ღონისძიება

1957 წელს შედგენილი დუტუ მეგრელის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის თანახმად, მას არ მოუხდია სამხედრო სამსახური.

1957

ტიპი: ღონისძიება

1957 წელს შედგენილი დუტუ მეგრელის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის თანახმად, იგი არასოდეს არ ყოფილა საზღვარგარეთ.

1957

ტიპი: ღონისძიება

1957 წელს შედგენილი დუტუ მეგრელის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის თანახმად, მას არ ჰყავდა ნათესავები საზღვარგარეთ.

1957

ტიპი: ღონისძიება

1957 წელს შედგენილი დუტუ მეგრელის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის თანახმად, მას არასოდეს არ მოუხდია ადმინისტრაციული სასჯელი.

1957

ტიპი: ღონისძიება

1957 წელს შედგენილი დუტუ მეგრელის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის თანახმად, მას არასოდეს მიუღია სახელმწიფო ჯილდოები.

1937

ტიპი: სტატუსი

1937 წელს ნინო ტატიშვილ-ყიფიანის მიერ შევსებული პირადი ბარათისა და მისი შრომითი საქმიანობის შემცველი დოკუმენტის თანახმად, იგი აზნაურისშვილი იყო.

1937

ტიპი: სტატუსი

1937 წელს ნინო ტატიშვილ-ყიფიანის მიერ შევსებული პირადი ბარათისა და მისი შრომითი საქმიანობის შემცველი დოკუმენტის თანახმად, იგი სოციალური მდგომარეობით იყო მომსახურე.

1937

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1937 წელს ნინო ტატიშვილ-ყიფიანის მიერ შევსებული პირადი ბარათისა და მისი შრომითი საქმიანობის შემცველი დოკუმენტის თანახმად, იგი ეროვნებით იყო ქართველი.

1937

ტიპი: თანამდებობა

1937 წელს ნინო ტატიშვილ-ყიფიანის მიერ შევსებული პირადი ბარათისა და მისი შრომითი საქმიანობის შემცველი დოკუმენტის თანახმად, იგი ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას.

1937

ტიპი: თანამდებობა

1937 წელს ნინო ტატიშვილ-ყიფიანის მიერ შევსებული პირადი ბარათისა და მისი შრომითი საქმიანობის შემცველი დოკუმენტის თანახმად, იგი იყო ბელეტრისტი.

1937

ტიპი: ავტორობა

1937 წელს ნინო ტატიშვილ-ყიფიანის მიერ შევსებული პირადი ბარათისა და მისი შრომითი საქმიანობის შემცველი დოკუმენტის თანახმად, იგი წერდა ქართულ ენაზე.