ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47756

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის „კვალის“ №29-ში დაიბეჭდა დაიბეჭდა ველიჩკოს თხზულება „ქრისტე აღსდგა“, რომელიც პროფესორ ხახანაშვილს მიეძღვნა.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883-1884 წლებში 15-16 წლის თედო სახოკია იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო ყველა იმდროინდელი მოქალაქე რუსეთის იმპერიისა, კანონმორჩილი და ერთგული ქვეშევრდომი იმპერატორ ალექსანდრე მესამისა.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წელს თედო სახოკიას მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში მასა და მის მეგობრებს ჯაბადარისა და ივანოვის კერძო ბიბლიოთეკიდან გამოჰქონდათ აკრძალული წიგნები, კერძოდ, პისარევის, დობროლიუბოვისა და ჩერნიშევსკის ნაწერები.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში თბილისის სემინარიაში სწავლამ და სემინარიის პანსიონში ცხოვრებამ ძირფესვიანად შეარყია თედო სახოკიას მსოფლმხედველობა, ახალ გზაზე დააყენა და ზურგი შეაქცევინა ყოველივე ძველებურისთვის.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს, თბილისის სემინარიაში სწავლის პირველი წლის ნახევარში თედო სახოკიას აზრადაც არ მოსვლია მასზე ზემოთ მდგომთა კრიტიკა, წლის მეორე ნახევრიდან კი ხელი აიღო ყოველივე იმაზე, რისაც მაქამდე სწამდა და ურყევ ჭეშმარიტებად მიაჩნდა.

1884

ტიპი: განათლება

1884 წელს თბილისის სემინარიაში სასწავლებლად ჩამოსულს, თედო სახოკიას უფროსების, განსაკუთრებით კი მასწავლებლების პატივისცემა და რიდი ჰქონდა.

1884

ტიპი: განათლება

1884 წელს თედო სახოკია თბილისის სასულიერო სასწავლებელში სოფლებიდან ჩამოსულ შავი მაუდის გრძელ საზამთრო ლაბადებში გამოწყობილ თანაკლსელებს, ამ ჩაცმულობის გამო, შავ ყორნებს ამსგავსებდა.

1943

ტიპი: ავტორობა

თედო სახოკია 1943 წელს ზეპირსიტყვიერებას ქართული მეტყველების ნამდვილ სიმდიდრეს უწოდებდა.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს თედო სახოკიასთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო ქართულ ხატოვან თქმათა ლექსიკონსა და ქართული ანდაზების კრებულზე მუშაობა, რადგან, თანამედროვე ადამიანი იშვიათად რთავდა ლაპარაკში ქართული ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს თედო სახოკიასთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო ქართულ ხატოვან თქმათა ლექსიკონსა და ქართული ანდაზების კრებულზე მუშაობა, რადგან ხალხს ხშირად ქართული ზეპირსიტყვიერების ნიმუშები მოცლილი ადამიანის შეთხზული ეგონა.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს თედო სახოკიასთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო ქართულ ხატოვან თქმათა ლექსიკონსა და ქართული ანდაზების კრებულზე მუშაობა, რადგან ხალხს ხშირად არ ესმოდა ქართულ ზეპირთქმათა ნამდვილი შინაარსი.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს თედო სახოკიასთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო ქართულ ხატოვან თქმათა ლექსიკონსა და ქართული ანდაზების კრებულზე მუშაობა, რადგან ხალხი ხშირად უადგილო ადგილზე ხმარობდა ზეპირსიტყვიერების ძვირფას ნიმუშებს.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს თედო სახოკიასთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო ქართულ ხატოვან თქმათა ლექსიკონსა და ქართული ანდაზების კრებულზე მუშაობა, რადგან ხალხი თანდათან ივიწყებდა თავისი მეტყველების სიმდიდრესა და ლაზათს.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს თედო სახოკიასთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო ქართულ ხატოვან თქმათა ლექსიკონსა და ქართული ანდაზების კრებულზე მუშაობა, რადგან ხალხი, ვინც მეტყველებაში იყენებდა ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს, ამ ქვეყნიდან წასვლასთან ერთად თან გაიყოლებდა ამ გამოთქმებს.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს თედო სახოკიასთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო ქართულ ხატოვან თქმათა ლექსიკონსა და ქართული ანდაზების კრებულზე მუშაობა, რადგან ხალხური ზეპირსიტყვიერება ხალხის კულტურულ წინსვლასა და ადამიანის გონებრივ განვითარებასთან ერთად ნელ-ნელა ქრებოდა.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წლის 16 მაისს თედო სახოკია იმედოვნებდა, რომ შთამომავლობა მისი მადლიერი იქნებოდა, რადგან სამშობლოსა და თავისი ერის საკეთილდღეოდ გარჯა არ დაუკლია და გააკეთა ის, რაც შეეძლო.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 16 მაისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში თედო სახოკია იმედოვნებდა, რომ შთამომავლობა მას ლოცვა-კურთხევით მოიხსენიებდა გაწეული შრომისა და დანატოვარის გამო.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წელს თედო სახოკია ისევე ენერგიულად მუშაობდა, როგორც ორმოცი-ორმოცდახუთი წლის წინათ.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წელს თედო სახოკიას მუშაობის ხალისი არ ჰქონდა დაკარგული და იმავე შემართებით აგრძელებდა ნაშრომებზე მუშაობას.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში თედო სახოკია იხსენიებდა ვასილ ბარნოვს როგორც სწორუპოვარ ბელეტრისტს.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 21 ივნისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში იაკობ ფანცხავა აღიარებდა, რომ დასახული მიზნის მისაღწევად მან არც მორიდება იცოდა არც შიშის გრძნობას დაუბრკოლებია ოდესმე.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 21 ივნისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში იაკობ ფანცხავა აღნიშნავდა, რომ იგი ყოველთვის უღრმესი და გულითადი სიყვარულით იყო განმსჭვალული ქართული საზოგადოებისადმი.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, იგი ყოველთვის ხალისით ეკიდებოდა ბავშვებისათვის წერასა და ეს საქმე არასოდეს შეუწყვეტია.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882-1883 წლებში თბილისის ნიკოლოზის სახელობის ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში მისულმა კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველმა, კირილე იანოვსკიმ ხუთი მანეთი აჩუქა ვასილ კოპტონაშვილს სასწავლო ნივთების შესაძენად, როცა შეიტყო, რომ იგი, უბრალო გლეხის შვილი, მშობლების ნების წინაამღდეგ წამოსულიყო თბილისში სწავლის გასაგრძელებლად.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის მარტში თბილისისკენ მიმავალ და გზად ღამის გასათევად ტოლათსოფელში ვასილ კოპტონაშვილთან გაჩერებულ ვაჟა-ფშაველას ხევსურები და მისი ყოფილი მოწაფეები ესტუმრნენ ხაბიზგინებით, ხაჭაპურებითა და ხინკლით.