ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47990

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალ „ივერიის“ (N 2; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) რუბრიკაში „შინაური მიმოხილვა“ აღნიშნული იყო, რომ საქართველოში საკათალიკოსოს მოსპობისა და ეგზარქოსობის შემოღების პერიოდში სასულიერო სემინარიებში მოისპო ქართული ლიტერატურისა და საქართველოს ისტორიის სწავლება, ეს გამოწვეული იყო იქედან, რომ საქართველოს ეკლესიას პეტერბურგის უწმინდესი სინოდი განაგებდა, რომელიც რუსული ენის გავლენის გაზრდას ცდილობდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალ „ივერიის“ რუბრიკაში „შინაური მიმოხილვა“ აღნიშნული იყო, რომ ეგზარქოსმა ევსევიმ ქართველ თავად-აზნაურთა კრების მოთხოვნით პეტერბურგში სინოდს თბილისის სასულიერო სემინარიაში ქართული ენის კათედრის დაარსების შესახებ თხოვნით მიმართა, მაგრამ უარი მიიღო.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალ „ივერიის“ N2-ის მიხედვით სასულიერო სემინარიაში იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელის „ქადაგებანი“ არ ისწავლებოდა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 11 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ბიბლიოთეკებისთვის საჭირო წიგნებით მომარაგების საკითხი განიხილეს.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 11 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გადაწყვიტეს, ილია ალხაზიშვილისთვის ჯავახეთისა და ახალციხის მაზრებში გასაგზავნად სკოლის წიგნები გადაეცათ.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 11 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მოისმინეს ბათუმის სკოლის მასწავლებლის წერილობითი ინფორმაცია სკოლის შენობის დაქირავების შესახებ.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 11 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ექიმების მიერ ლექციების წაკითხვის საკითხი განიხილეს და მათგან შესაბამისი პროგრამების წარმოდგენა მოითხოვეს.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 18 თებერვლის გაზეთ „დროებაში“ დაბეჭდილ სტატიაში „პირველი მაისის პანორამა ამერ-იმერთა“, რომელიც ეხება სათავადაზნაურო სკოლის დაფინანსებასთან დაკავშირებით გამართულ თავადაზნაურთა ყრილობას, ჩართულია ილია ჭავჭავაძის სიტყვა, რომელშიც კრების მონაწილეებს მოუწოდებს, ნადელების ფულის ნახევარი შესწირონ მომავალი თაობის განათლებას და აძლევს პირად მაგალითს.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 18 თებერვლის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ბალანსი 1882 წლის 1-ელი იანვრის მონაცემებით, რომელსაც ხელს ილია ჭავჭავაძე აწერდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 20 თებერვლის გაზეთ „დროებაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ქართველთ ქონება ათონის მთაზე“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულშიც დაიბეჭდა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 23 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ სერგეი მესხს გაუგზავნა სტატია „კატკოვის პასუხად“ მოკლე ბარათთან ერთად და შესთავაზა, მასალა დაბეჭდვამდე ერთობლივად წაეკითხათ.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 24 თებერვლის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის სტატია „კატკოვის პასუხად“. მან პასუხი გასცა მიხეილ კატკოვის სტატიას ქართული დრამატული დასის მიერ პიესა „სამშობლოს“ წარმოდგენაზე, რომელშიც ქართველები დადანაშაულებულნი იყვნენ სეპარატიზმში და დაცინვით იყო მოხსენიებული ქართული დროშა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 25 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, საზოგადოების სასარგებლოდ თანხის შემომწირველებს მადლობა გადაუხადეს.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 25 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, ალექსანდრე სარაჯიშვილს სოფლის სკოლათა შენობებისთვის გეგმის შედგენის ორგანიზება დაავალეს.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 25 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მიიღეს დადგენილება, რომ ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნების მიწოდება ეთხოვათ გეოგრაფიული საზოგადოების, კავკასიის არქეოგრაფიის კომისიის, სტატისტიკის კომიტეტისა და სხვა დაწესებულებებისთვის.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 25 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მოისმინეს ქუთაისის სკოლების დირექციათა წერილობით ინფორმაცია იქ არსებული მდგომარეობის შესახებ და მათთვის სახელმძღვანელოების გაგზავნის საკითხი გადაწყვიტეს.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 25 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე იაკობ გოგებაშვილის მიერ წინარეხის სკოლის სასწავლო პროგრამის შესახებ მომზადებული პროექტი არ დაამტკიცეს, რადგან იმაზე მეტ დათმობებს ითვალისწინებდა, ვიდრე საზოგადოების წესდების დაურღვევლად იყო შესაძლებელი.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 25 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, წინარეხის სკოლის სასწავლო პროგრამის შესახებ იაკობ გოგებაშვილის მიერ მომზადებულ პროექტი განიხილეს.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 27 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოფელ ნაესაკაოს (სენაკი) სკოლის პედაგოგი ივლიანე ჭეიშვილი მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარებას სთხოვს. სკოლის 92 მოსწავლიდან 32-ს მათი შეძენა არ შეეძლო.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 28 თებერვლის გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ილია ჭავჭავაძემ მიიღო დეპეშები, რომლებშიც თანადგომასა და მადლობას უცხადებდნენ სტატიაში „კატკოვის პასუხად“ გამოთქმული მოსაზრებების გამო.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბუგეულის (რაჭა) სკოლის პედაგოგი მიხეილ სპირიდონის ძე გიორგობიანი მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარებას სთხოვს. სკოლის 18 მოსწავლიდან ორს მათი შეძენა არ შეეძლო.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 1-ელ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ამბროლაურის სკოლის პედაგოგმა ლავრენტი კანდელაკმა მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარება სთხოვა, სკოლის 30 მოსწავლიდან (ვაჟი – 24, ქალი – 6) თორმეტს მათი შეძენა არ შეეძლო.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოზურგეთის სკოლის მასწავლებელმა ალექსი დავითის ძე ჯაბიძემ მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარება სთხოვა. სკოლის 42 მოსწავლიდან (ვაჟი – 36, ქალი – 6) უმეტესობას მათი შეძენა არ შეეძლო.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოფ. ხორშის სკოლის მასწავლებელმა ანტონ დავითის ძე არჩაიამ მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარება სთხოვა. 55 მოსწავლიდან 36-ს მათი შეძენა არ შეეძლო.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N3; რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა არგენტინელი მწერლის, რომანტიზმის სკოლის წარმომადგენლის , ხოსე მარმოლის რომანი „ციხე შიგნიდან გატეხილი“.