ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49960

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 10 ივნისს დუტუ მეგრელის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მისი ლექსები რუსულ ენაზე ნათარგმნი ჰქონდა „ივან და მარიას“.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წელს ოდესის უნივერსიტეტში დუტუ მეგრელის სწავლის პერიოდში ალექსანდრე მეორის მკვლელობის შემდეგ გამეფებულმა დაუმორჩილებლობამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 21 ივნისს დაწერილ იაკობ ფანცხავას ავტობიოგრაფიაში არ იყო მოთხრობილი გიორგი წერეთელსა და მის მეუღლე ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლისაზე, მარიამ დემურიაზე, გრიგოლ დიასამიძისა და მის მშობლებზე, ილია ჭავჭავაძესა და კიდევ სხვების შესახებ, რადგან მათთან ურთიერთობა იაკობს ვრცლად ჰქონდა აღწერილი „ჩემ თავგადასავალში“.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წელს იაკობ ფანცხავას მცირე მოგონება დაიბეჭდა აკაკი წერეთლის შესახებ „ლიტერატურული მატიანეს“ №3-4-ში.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 26 სექტემბერს ვერაზე აკურთხეს ყაზბეგის სახელობის ახლად დაარსებული დედათა სკოლა. კურთხევის შემდეგ სიტყვა წარმოთქვა ალექსანდრე ივანეს ძე ნათაძემ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897-1906 წლებში იაკობ ფანცხავას ინიციატივით დაფუძნებულ საზოგადოებას „სინათლე“ ჰქონდა ცალკე სკოლა, სადაც სწავლა ახალი მიდგომებით წარმოებდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897-1906 წლებში ფოთში მოღვაწეობისას იაკობ ფანცხავამ გადაწყვიტა ფოთში გიმნაზიის დაარსებისათვის ებრძოლა, რადგან ადგილობრივი ყმაწვილები იძულებულნი იყვნენ სასწავლებლად ქუთაისში წასულიყვნენ.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს დაწერილი თედო სახოკიას ავტობიოგრაფიის თანახმად, ლავრენტი ბერია ივანე ლუზინს ახსენებდა თავის წიგნში „ამიერკავკასიის ორგანიზაციის ისტორიის საკითხისათვის“.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს კონსტანტინე მუხრანსკის სახლი მდებარეობდა სწორედ იმ ადგილას, სადაც შემდგომში მთავარი ფოსტის სამმართველოს შენობა აშენდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს კონსტანტინე მუხრანსკის სახლი მდებარეობდა გოლოვინის გამზირზე.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895 წელს გიორგი წერეთელი იყო საკვირაო გაზეთის „კვალი“ რედაქტორი.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893-1894 წლებში ბათუმში იაკობ ფანცხავას მასწავლებლობის პერიოდში იქაური ხოჯას გახსნილ სასწავლებელში მოსწავლეთა უმრავლესობას წარმოადგენდნენ ქალიშვილები, რომლებიც არ ატარებდნენ ჩადრს.

1923

ტიპი: ავტორობა

1923-1924 წლებში ვასილ კოპტონაშვილმა ცენტრალურ არქივში არსებული გაზეთებიდან გადმობეჭდილი ნაწერების კრებულში მოათავსა მესხეთ-ჯავახეთის ხალხის ცხოვრების ამსახველი სურათები.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923-1924 წლებში ვასილ კოპტონაშვილს სურდა შეეკრიბა და ცალკე წიგნად გამოეცა ქართულ პერიოდიკაში დაბეჭდილი ყველა თავისი ნაწერი, რაც მესხეთ-ჯავახეთის მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებას აღწერდა, თუმცა ეს განზრახვა ვერ განახორციელა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს გაზეთში „ივერია“ მოთხრობის „კაკო დიაკვანი“ დაბეჭდვის შემდეგ ადგილობრივი სამღვდელოება მუდმივად აბეზღებდა სოფელ მესხის სკოლის ინსპექტორებთან და ყველანაირად ცდილობდა, რომ ის სკოლიდან დაეთხოვათ.

1885

ტიპი: სახელი

1885 წლიდან ლიტერატურული მოღვაწეობის დასაწყისში შიო მღვიმელს პატარა შიოს ეძახდნენ, რომ შიო არაგვისპირელისგან განესხვავებინათ.

1885

ტიპი: სახელი

1885 წლიდან ლიტერატურული მოღვაწეობის დასაწყისში შიო მღვიმელს პატარა შიოს ეძახდნენ, მერე − თეთრ შიოს, მოგვიანებით კი − ძია შიოს.

1885

ტიპი: სახელი

1885 წლიდან შიო მღვიმელს თეთრ შიოს ეძახდნენ, ხოლო შიო არაგვისპირელს კი − შავს.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავყრილობა, რომელსაც შიო მღვიმელიც ხშირად ესწრებოდა, იყო ერთადერთი შესახვედრი და დასასვენებლი ადგილი, სადაც შეიძლებოდა პროვინციებიდან ჩამოსულთა ნახვა და ავ-კარგის გაგება.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს შიო მღვიმელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში მიმსვლელთაგან არავის ექომაგებოდა გამორჩევით და ამიტომაც ყველას თავის შიოდ მიაჩნდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 29 სექტემბერს თბილისის საკრებულოს მესამე რაიონის ხმოსანთა არჩევნებში მონაწილეობდა 52 პირი, მათ შორის: ნ. ვ. აბრამიანცი, ვ. გ. ვარლამოვი, ნიკიტა არტემის ძე გრიქუროვი, ანდრია სოლომონის ძე ღულაძე, იერემია დიმიტრის ძე გულისაშვილი, ალექსანდრე ბაღდ. ევანგულოვი, ვასილ სერგის ძე ეგიაზაროვი.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს გაზეთში „ივერია“ მოთხრობის „კაკო დიაკვანი“ დაბეჭვდის შემდეგ ადგილობრივი მღვდლები ყოველნაირად ცდილობდნენ, რომ ვასილ კოპტონაშვილი სოფელ მესხის სკოლიდან დაეთხოვათ, თუმცა მათი ზრახვები უშედეგოდ მთავრდებოდა, რადგან ვასილი სკოლის საქმესაც კარგად უძღვებოდა და გლეხებიც დიდი სიყვარულით გამოირჩეოდნენ მის მიმართ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 ნოემბერს გამართულ სხდომას საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და მაჰმადიანთა კომიტეტის წევრთა შორის ამიერკავკასიის საერთო საკითხების, სასურსათო, ჯარის ნაციონალიზაციის, კავკასიის ერთა ურთიერთობის შესახებ თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 26 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და მაჰმადიანთა კომიტეტის წევრთა შორის გამართული სხდომის მდივანი იყო პავლე საყვარელიძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 26 ნოემბერს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო აკაკი ჩხენკელი. სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე ფარნიაშვილი, პავლე საყვარელიძე, გრიგოლ რცხილაძე, ვ. გობეჩია, იოსებ გედევანიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი, გიორგი გვაზავა, მემედ-ბეგ აბაშიძე, კონსტანტინე მესხი.