ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48370

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 2 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მოისმინეს იოსებ გოგოლაშვილის მოხსენება ბათუმში მყოფ ტყვეთ ჩავარდნილ ქართველ მეომართა გაჭირვებული მდგომარეობის შესახებ.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 25 დეკემბერს ზესტაფონში გაიმართა პირველი მარქსისტული ჯგუფის, „მესამე დასის“ კრება, რომელსაც ესწრებოდნენ: ეგნატე ნინოშვილი, ნოე ჟორდანია, ნიკოლოზ ჩხეიძე, მიხეილ ცხაკაია, ისიდორე რამიშვილი, არსენ წითლიძე და სხვ.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 19 ოქტომბერს თბილისის სამოსამართლო პალატაში განსახილველად ჩაინიშნა გაზეთ „ნოვოე ოზოზრენიეს" რედაქტორ გიორგი მიხეილის ძე თუმანოვისა და გაზეთ „ცნობის ფურცლის" რედაქტორად ნამყოფი ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონიას საქმე, რომელთაც ბრალად ედებოდათ დიფამაცია.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 6 ოქტომბერს თბილისის ქალაქის საბჭოს დარბაზში ქალაქის მოურავის მოადგილის თავმჯდომარეობით გაიმართა თბილისის პირველი საარჩევნო ნაწილის ამომრჩეველთა დამატებითი კრება, რომელსაც უნდა აერჩია 3 ხმოსანი და 5 კანდიდატი. კენჭი იყარა 21 კაცმა, მათ შორის იყვნენ: გრიგოლ ნიკოლოზის ძე დიასამიძე, თ. ნ. ბოგომოლოვი, პ. კ. ვერესოვი, ვასილ დავითის ძე გაბაშვილი, ფ. კ. ჰინი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 6 ოქტომბერს ქუთაისის თეატრში ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილის ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით წარმოადგინეს მელვილის სამმოქმედებიანი დრამა „სიყვარული და სარწმუნოება".

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 12 იანვრის „ცნობის ფურცელში“ კონდრატე და ნოე მხეიძეები მღვდლის, არჩილ იოსების ძე მხეიძის გარდაცვალებას იუწყებიან.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 9 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ნიკოლოზ გიორგის ძე ხიმშიაშვილი (ხიმშიევი) დაჭრილთათვის მზრუნველი ალექსანდრეს კომიტეტის წევრად დაინიშნა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 4 თებერვლის „ცნობის ფურცელში“ ალექსანდრე იესეს ძე ფავლენიშვილი მადლობას უხდის ყველა იმ პირს, ვინც კოლა იასეს ძე ფავლენიშვილის გარდაცვალების გამო მას სამძიმარი გამოუცხადა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს სენაკის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა ბორის იაკობის ძე ვასილიევი.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ქუთაისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის მოადგილედ დაინიშნა იმერეთის საეპარქიო სკოლების მეთვალყურე მელიტონ სპირიდონის ძე კელენჯერიძე.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 25 დეკემბერს ზესტაფონში პირველი მარქსისტული ჯგუფის, „მესამე დასის“ კრებას ესწრებოდნენ: ევგენი ვაწაძე, ისიდორე გრიგოლის ძე კვიცარიძე, იოსებ პავლეს ძე კაკაბაძე, დიმიტრი კალანდარიშვილი, რაჟდენ თომას ძე კალაძე, სილიბისტრო ჯიბლაძე და სხვ.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წელს ილია ნებიერიძემ რკინიგზის სახელოსნოს სამშენებლო განყოფილებაში გაიცნო სტეფანე ზაქრაძე, ზაქრო იოსების ძე ჩოდრიშვილი და გიორგი სტურუა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობას ყარსიდან 5 თუმანი გამოუგზავნა მარიამ კიკნაძემ ავქსენტი ცაგარლის სახელობის ფონდის დასახმარებლად.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 22 სექტემბერს დავით ნიკოლოზის ძე ბაქრაძის თავმჯდომარებით გაიმართა სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრთა კრება, რომელზეც განიხილეს ქუთაისის სამეურნეო სასწავლებლის საკითხი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ფოთის მოსახლეობამ გარდაცვლილი მღვდლის, გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილის ძეგლისთვის 400 მანეთი შეაგროვა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობას ყარსიდან ერთი თუმანი (10 მან.) გამოუგზავნა ივანე უთნელიშვილმა ავქსენტი ცაგარლის ფონდის დასახმარებლად.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს მღვდლის, გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილის დასაფლავებაზე სიტყვა წარმოსთქვა მღვდელმა გიორგი მერაბის ძე გეგეჭკორმა.

1902

ტიპი: გარდაცვალება

1902 წლის 21 სექტემბერს დაასაფლავეს ფოთის საკათედრო ტაძრის დეკანოზი გრიგოლ სპირიდონის ძე მაჭარაშვილი, დასაფლავებას დაესწრო იმერეთის ეპისკოპოსი ლეონიდე და ფოთის ქალაქისთავი ნიკო ნიკოლაძე.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 8 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, 23 იანვარს ივანოვის ნაცვლად, ბათუმის გამგეობის წევრად გრ. ვოლსკი აირჩიეს.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა ვალერიან გუნიას მიერ შედგენილი საქართველოს კალენდარი.