რეგისტრირებული ფაქტები51659
სორტირება თარიღი მზარდობით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 19 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ბათუმის ქართული სკოლის დამსახურებულმა მასწავლებელმა ალექსანდრე მგელაძემ სთხოვა, მისი შვილის, დავითისთვის, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების საშუალება მიეცათ. ამ საკითხზე გამგეობასთან მას ბათუმის განყოფილების გამგეობამ უშუამდგომლა. მგელაძის საქმის განხილვა გადაიდო.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს ვალერიან კაკაბაძე ხონის სასულიერო სემინარიაში მათემატიკას, ალგებრას და ტრიგონომეტრიას ასწავლიდა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს ეკატერინე ლავრენტის ასული ქუთათელაძე ხონის საოსტატო სემინარიაში ხელგარჯილობის მასწავლებლის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 28 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მაღაზიის გამგე ს. ბახტაძე სთხოვს ნებართვას, შეიძინოს ქუთაისში წიგნები ნაღდ ფულზე მაღაზიისთვის. გამგეობამ დაადგინა, წიგნების შეძენის ნება მიეცა ბახტაძისთვის.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 28 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ახალციხეში დაარსებული კოოპერატივი „მესხეთის“ გამგეობის წარმომადგენელი ზ. დიდიმაშვილი სთხოვს წიგნებს ნისიად თავისი კოოპერატივისთვის. ამ საკითხის განხილვა გადაიდო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 28 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს გამგეობის წევრ ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება საზოგადოების მომსახურე პირების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ. გამგეობამ დეკემბრიდან მოსამსახურეებისთვის მათი ჯამაგირებიდან ავანსის სახით 500 000-დან 800 000-მდე მანეთის მიცემა გადაწყვიტა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 28 დეკემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე პრეზიდიუმმა წარადგინა ახალი წესდების პროექტი, რომელიც გამგეობამ მოიწონა და განსახილველად რწმუნებულთა საზოგადო კრებას გადასცა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 28 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე უნდა აერჩიათ თავმჯდომარის ამხანაგი. ეს ღონისძიება გადაიდო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 28 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს და ცნობად მიიღეს გამგეობის მიერ არჩეული დეპუტაციის მოხსენება.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 28 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას აუწყეს, რომ 1921 წლის 22 დეკემბერს წერა-კითხვისგამავრცელებლი საზოგადოების სალაროში აღმოჩნდა დეკრეტის ძალით გაბათილებული ფულის კუპიურები, სულ 169860 მანეთი. გამგეობამ ცნობად მიიღო ეს ფაქტი. თანხა ჩამოიწერა ანგარიშიდან.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 28 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ დავით კარიჭაშვილი, ნიკოლოზ ჩიგოგიძე, იოსებ გიორგობიანი, ნინო ნაკაშიძე, ივანე მაჭავარიანი და ვარლამ ბურჯანაძე. სხდომაზე განიხილეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამომცემელ საზოგადოებად გადარქმევის საკითხი.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 28 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ივანე ჯავახიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე – დავით კარიჭაშვილი) მთავარ გამგეობას საზოგადოების მუზეუმის წიგნსაცავიდან სპარსული სახარების ხელნაწერი სთხოვა გადასაწერად. გამგეობამ თხოვნა განჩინებით დააკმაყოფილა.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 28 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ბათუმის ქართული სკოლის მასწავლებელმა, ალექსანდრე მგელაძემ საზოგადოებას სთხოვა, მისი შვილისთვის უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების საშუალება მიეცათ. მას საზოგადოების გამგეობასთან უშუამდგომლა ბათუმის განყოფილების გამგეობამ. ა. მგელაძის საქმის განხილვა გადაიდო.
1922
ტიპი: ორგანიზაცია
1922 წელს კუხალეიშვილი სოლომონ ჟორჟოლიანთან მივიდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ორგანიზაციაში გაწევრიანების თხოვნით. ჟორჟოლიანმა იგი უარით გაისტუმრა.
1922
ტიპი: ნასამართლეობა
1922 წლის 10 ოქტომბერს 19 წლის გერასიმე მაქსიმეს ძე ფარცხალაიშვილი კონტრრევოლუციონერობისთვის დააკავეს. ბრალდების თანახმად, ფირცხალაიშვილი ბათუმის ახალგაზრდა მარქსისტთა ჯგუფის წევრი იყო. იგი დააკავეს 1 წლით, თუმცა საქმის ხელახალი მოსმენის შემდეგ 2 წელი მიუსაჯეს.
1922
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1922 წელს დაკავებულ გრიგოლ რაჟდენის ძე კახაძეს ჰყავდა: მამა, რაჟდენ გრიგოლის ძე – 57 წლის, ყოფილი მასწავლებელი; დედა, მარიამ ივანეს ასული – 54 წლის; და, ელენე – 23 წლის; ძმა, ივანე – 19 წლის, მცხოვრებნი დიდ ჯიხაიში.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წელს სოფ. ერწოში ჩასულმა ალექსანდრე სულხანიშვილმა მოინახულა თავისი რაზმის წევრის ნათესავი, ხევსური აბა ბიბილაური, რომელიც მისი ნაცნობიც აღმოჩნდა (1916 წელს ერთად მსახურობდნენ „დრუჟინაში“). ბიბილაურთან გადაიტანეს იარაღები და ჯარისკაცებიც დაბანაკდნენ, ხოლო ალექსანდრე სულხანიშვილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის საძებნელად თელავის მაზრაში წავიდა.
1922
ტიპი: პირადი ინფორმაცია
შალვა მაღლაკელიძის ავტობიოგრაფიული ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ 1922 წლის დეკემბრიდან 1923 წლის მაისამდე იგი საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის საელჩოში მსახურობდა, რომელიც მოსკოვში მდებარეობდა. ელჩი მიხა ცხაკაია იყო.